x
image
worldsport.ge
ინიესტამ ვარჯიში დაიწყო

imageესპანეთის ეროვნული ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ ვარჯიში განაახლა, თუმცა სარეაბილიტაციო პერიოდს კვლავ გადის. ესპანელმა წვივის ტრავმა მადრიდის “რეალთან” გამართულ შეხვედრაში ლუკა მოდრიჩთან შეჯახების შედეგად მიიღო.
“ბლაუგრანას” ნახევარმცველს დაზიანების გამო კლუბის მაისურით სამი შეხვედრის გამოტოვება მოუწია, ხოლო ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ორი მატჩი გაუცდა.
22 ნოემბერს “ბარსელონა” “კამპ ნოუზე” “სევილიას” მიიღებს და ინიესტას თამაში გამორიცხულია.
30 წლის ესპანელმა მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” მაისურით 10 მატჩი ჩაატარა და პირად აქტივს 2 საგოლე გადაცემა შესძინა.


გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0