სხვა საუდის არაბეთში ქორწილი განქორწინებით დასრულდა 2014, 18 ნოემბერი, 20:31 ამ ცოტაოდენი ხნის წინათ კურიოზული შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში, სადაც ქორწილი ახალგაზრდა წყვილის განქორწინებით დამთავრდა.
![]() "შენ არა ხარ ის გოგონა, როგორიც მე წარმომედგინე და რომელზეც ვოცნებობდი. მაპატიე, მაგრამ უნდა გაგეყარო", -განუცხადა მან პატარძალს მთელი სტუმრების გასაგონად. ამ სიტყვებმა პატარძლის ნერვიული შოკი და ისტერიკები გამოიწვია, გოგონა ცრემლებად იღვრებოდა და ყმაწვილს ემუდარებოდა არ შეერცხვინა ის და არ მიეტოვებინა ქორწილის პირველივე დღეს, მაგრამ სიძის გადაწყვეტილება ურყევი იყო. მშობლების დაჟინებულმა თხოვნამაც კი არ გაჭრა. ქორწილის დღესვე მან განცხადება შეიტანა განქორწინების შესახებ. საყურადღებოა, რომ მუსულმანურ ქვეყნებში სიძეს უფლება აქვს ქორწილამდე ერთადერთხელ ნახოს საცოლის სახე, მაგრამ მან რატომღაც ამ უფლებით არ ისარგებლა და ბრმად დაჰყვა მშობლების ნებას. სოციალურ ქსელებში ახალგაზრდა კაცის ასეთმა საქციელმა მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა. წამოვიდა კომენტარები იმის შესახებ, რომ სილამაზე ქალის სულშია და არა მის სხეულში და რომ ამ საქციელით მამაკაცმა დიდი სულიერი ტკივილი მიაყენა საბრალო გოგონას. 463 10-ს მოსწონს
|