სხვა ერთი უჩვეულო დღე ტიბეტში - როგორ აღნიშნავენ ტიბეტელები ბუდას დაბადების დღეს 2014, 18 ნოემბერი, 17:40 ქალაქი გიანგძე, რომელიც ტიბეტის მთიანეთში მდებარეობს, განთქმულია არაჩვეულებრივი კულტურული ტრადიციებით, შესანიშნავი არქიტექტურითა და ულამაზესი ხედებით. ამ პოსტში თქვენთან ერთად ვიმოგზაურებთ ამ ეგზოტიკურ ქალაქში, დავათვალიერებთ ქალაქის შემოგარენს, მივიღებთ მონაწიელობას ბუდას დაბადების დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულში და ბერებთან ერთად განვდევნით ბოროტ სულებს.
![]() გიანგძე-სუფთა ტიბეტური ქალაქია, სადაც მუდამ სიმშვიდე, წესრიგი და მყუდროება სუფევს. ![]() ქალაქში, ისევე როგორც მთელ ტიბეტში, ძირითად მოსახლეობას ჩინელები შეადგენენ. მათი სახლები ტიბეტელების სახლებისაგან ძალიან იოლი გასარჩევია: ტიბეტელების სახლების სახურავზე ყოველთვის დგას "სიცოცხლის ხე", ხოლო ჩინელების სახლებზე მას ვერასოდეს ვერ ნახავთ. ![]() ქალაქში ძირითადად ორი მთავარი ღირსშესანიშნაობაა - პირველი-ესაა ქალაქის ციხესიმაგრე, რომელიც ციცაბო კლდეზე მდებარეობს. ![]() მეორე ღირსშესანიშნაობა- პელკორ ჩოდეს მონასტერია. სწორედ მისკენ მიემართება დღეს ქალაქის მოსახლეობა და სტუმრები, რომ იზეიმონ ტიბეტელებისათვის მნიშვნელოვანი დღესასწაული-ბუდას დაბადების დღე, რომელსაც აქაურ ენაზე საგა დავა ეწოდება. ![]() მონასტრისაკენ მიმავალ გზაზე ბევრი მაღაზიაა, სადა შეიძლება წყლის, ჩიპსების და სხვა წვრილმანი სასუსნავის ყიდვა, ან უბრალოდ ჩამოჯდომა და ადგილობრივებთან სურათის გადაღება, რა თქმა უნდა, გარკვეული თანხის სანაცვლოდ. ![]() მაღაზიების წინ უამრავი ადგილობრივი წარმოების საქონელია გამოფენილი. აქ დილიდან საღამომდე ვაჭრობაა გაჩაღებული. ![]() აი მონასტერიც - ის დაარსებულია 1418 წელს და ამჟამად გელუგის სკოლას ეკუთვნის. მონასტერში ასამდე ბერი ცხოვრობს, თუმცა ყოფილა წლები, როცა მათი რიცხვი აქ 3000-ს აჭარბებდა. ![]() მონასტერთან არა და არ წყდება მომლოცველების მისვლა, აქ ისინი ადრე დილიდან შეიკრიბნენ. ![]() მიუხედავდ იმისა, რო დღესასწაულის დაწყებამდე რამოდენიმე საათია დარჩენილი, მოსახლეობა დილიდან იკავებს საუკეთესო ადგილებს, რათა უფრო კარგად ადევნონ თვალი ზეიმის მსვლელობას. ![]() საგა დავას წმინდა დღესასწაული მთვარის ერთი თვის განმავლობაში გრძელდება, მაგრამ ის კულმინაციას აღწევს სავსემთვარეობის დროს. ![]() ბერები წინასწარ ამზადებენ სპეციალურ კვარცხლბეკს, სადაც ხდება ბუდასათვის ცეცხლის შეწირვა. ![]() ეს კი მონასტრის მთავარი ტაძარია, რომელსაც გომანი ეწოდება. ტაძარში ფოტოების გადაღება სასტიკადაა აკრძალული და მხოლოდ ფარულად თუ მოახერხებთ სურათების გადაღებას. ![]() საოცარი სილამაზეა ირგვლივ: ყველა კედელი დაფარულია სტატუებით, ფრესკებითა და მოზაიკით. ![]() აი ტაძრის ყველაზე მნიშვნელოვანი ქანდაკება-ბუდა შაკიანუმი. ![]() ამ ბუდის მთავარ ატრიბუტს წარმოადგენს სამწახნაგოვანი ხანჯალი. ლეგენდის მიხედვით, სწორედ ამ ხანჯლით ახდენს ის ადამიანებიდან სამი უარყოფითი თვისების-მრისხანების, შებოჭილობისა და იგნორორების მოკვეთას. ![]() ტაძრის ყველა საკურთხეველზე დევს სანათები, რომლებიც ტიბეტელების ყველაზე საყვარელ მსხვერპლშეწირვის ატრიბუტს წარმოადგენს. სანათი ყველა ადამიანს მოაქვს მონასტერში, ანთებენ მას ტაძრის შესასვლელში და შემდეგ დგამენ საკურთხეველთან. ![]() ძირითადი ტაძრის ირგვლივ განლაგებულია სამონასტრო სკოლები, სადაც ახალგაზრდა ბერები სწავლობენ. ![]() უკვე ყველაფერი მზადაა დღესასწაულის დასაწყებად. ![]() მოედანზე გამოდიან სადღესასწაულო მოსასხამებსა და გვირგვინებში გამოწყობილი ბერები და სიმღერების, დოლებისა და საყვირების ხმებზე ასრულებენ სარიტუალო ცეკვას. ![]() შუა ცეკვის დროს მოედანზე გამოდის ბერი, რომელიც ბოროტი სულის კოსტიუმშია გადაცმული. ![]() ის იღებს აბგიდან ფქვილს და მოედანზე შეკრებილ მაყურებელს აყრის. ![]() ბოროტ სულს მსგავ ტანსაცმელში გამოწყობილი ბიჭუნები ეხმარებიან. ![]() ბოროტი სულების მთავარი დანიშნულებაა ზიანი მიაყენონ ხალხს - ისინი მათ აფრქვევენ პურის ფქვილს, პარავენ ქუდებს და სხვა წვრილმან ნივთებს. ![]() ისინი პატარა ბავშვების მოპარვასაც კი ცდილობენ. პატარა ტიბეტელებს აშკარად არ მოსწონთ ეს სანახაობა-ისინი ტირიან და შეშინებულები დედების კალთებს ებღაუჭებიან. ![]() ამბობენ, რომ მათ, ვინც ბოროტი სულისაგან დაზარალდა, ძალიან გაუმართლათ, რადგან მთელი წლის განმავლობაში მათ ცუდი ამბავი ან უსიამოვნება აღარ შეხვდებათ. ფქვილის რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, ეს ტიბეტელი ყველაზე ბედნიერი ადამიანი იქნება მთელი წლის განმავლობაში. ![]() ბოროტი სულები ბოლო წრეს უვლიან, შემდეგ კი მათ, ვისაც აწყენინეს და ზიანი მიაყენეს, ურიგებენ სპეციალურ აბრეშუმის შარფებს, რომელსაც ხადაკი ეწოდება. ტიბეტში ეს პატივისცემისა და თაყვანისცემის უმაღლეს გამოვლინებად ითვლება. ![]() ცეცხლოვანი ფუჯა კულმინაციას აღწევს. როცა ცეცხლი ჩაქრობას იწყებს, ბერები უკანასკნელ ცეკვას ცეკვავენ, შემდეგ მიაუხლოვდებიან ბოროტ სულებს და თან მიჰყავთ ისინი. ეს რიტუალი სიმბოლურად აღნიშნავს ბოროტ ძალებზე გამარჯვებას. ![]() ასე დასრულდა ერთი ჩვეულებრივი დღე ტიბეტში. ახლა ტიბეტელები მშვიდად დაიძინებენ მთელი წლის განმავლობაში. ისინი ხომ დაცულნი არიან ბოროტი სულებისაგან. ![]() 105 10-ს მოსწონს
|