კულტურა შოკისმომგვრელი ტრიუკები, რომლებსაც ძველად ყოველგვარი დაზღვევის გარეშე ასრულებდნენ 2014, 16 ნოემბერი, 16:42 ძალიან ძნელია დღეს ვინმე გააკვირვო საცირკო და სასცენო ტრიუკებითა თუ წარმოდგენებით, მაგრამ წლების წინ ადამიანების მიერ შესრულებული სხვადასხვა საჩვენებილი გამოსვლები ნამდვილად აღტაცებას იმსახურებდა, რადგან ისინი სრულდებოდა ყოველგვარი დაზღვევის და სიფრთხილის გარეშე და აკრობატები, კასკადიორები თუ ცირკის მსახიობები მათი შესრულებისას თავს აშკარა საფრთხეში იგდებდნენ. მოდით გადავხედოთ ამ ძველ ფოტოსურათებს, რათა დავრწმუნდეთ ამ მამაცი ადამიანების ნამდვილ პროფესიონალიზმსა და მამაცობაში.
ცეცხლისმყლაპავი ქალი ჟასმინ ტრევანა (Yasmin Trevanna), ლონდონი, 1961 წელი ბაგირზე მოსიარულე ჯენე მენდეზი (Gene Mendez) ბალანსირებას ახდენს დათვებიანი ვოლიერის თავზე, 1972 წელი ფაკირების წარმოდგენა, 1955 წელი მოტოციკლისტი ბილ დიგანი (Bill Deegan) ცეცხლის კედელში გავლის დროს, ინგლისი, 1964 წელი აკრობატები რეპეტიციას გადიან სახლის სახურავზე, 1938 წელი მხედარი ცხენით ეშვება აუზში, 1940 წელი ინგლისელი კასკადიორი მოტოციკლით ხტება დანგრეული ხიდის ერთი ბოლოდან მეორეზე, ლონდონი, 1979 წელი საჰაერო აკრობატის ვარჯიში, 1927 წელი აკრობატული ეტიუდი, 1950 წელი გერმანელი ჟონგლიორი და აკრობატი დიტერ ტასო (Dieter Tasso), 1953 წელი მამაცი ფრანგი ბაგირზე მოსიარულე ჟან ფრანსის გრეველოტი (Jean Francois Gravelot) ნიაგარას ჩანჩქერის გადალახვის დროს, 1859 წელი კასკადიორი ეიფელის კოშკზე ბალანსირების დროს, 1935 წელი გლოსტერელი მჭედელი თავისი ძალის დემონსტრირებას ახდენს, 1936 წელი ცირკის მსახიობი სტეფანე აჩვენებს თავის ნიჭს, ბერლინი, 1925 წელი კასკადიორი ასრულებს ნახტომს ავტომობილით 13 მანქანის თავზე, 1975 წელი 282 8-ს მოსწონს
|