x
image
პერსეპოლისი
მსოფლიოს 10 ყველაზე უცნაური აეროპორტი
აეროპორტი ქვეყნის ერთგვარი სავიზიტო ბარათია. ეს ის ადგილია, სადაც პირველი შთაბეჭდილებები იქმნება ქვეყანაზე. სწორედ ამიტომ ტურიზმის განვითარებასთან ერთად აეროპორტის სწორი დაპროექტება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
გთავაზობთ, 10 ყველაზე უცნაურ აეროპორტს მსოფლიოში.


10. პრინცესა ჯულიანას საერთაშორისო აეროპორტი ნიდერლანდებში - მაჰოს სანაპიროზე, ტურისტები არამარტო ზღვაზე დასასვენებლად, არამედ 10-20 მეტრის სიმაღლეზე გადამფრენი თვითმფრინავების დასანახად ჩადიან, რადგან აეროპორტი სანაპიროსთან ძალიან ახლოს არის. შესაბამისად, დაფრენისას, ისე უახლოვდება
სანაპიროს, რომ ვინც ჯერ კიდევ არ იცის ამის შესახებ და გამაფრთხილებელი აბრა არ დაუნახავს, არაერთხელ ჩავარდნილა პანიკაში.
image



9. სავანა ჰილტონის საერთაშორისო აეროპორტი - მდებარეობს ჯორჯიის შტატში და გამოირჩევა იმით, რომ თვითმფრინავი დაჯდომისას მხოლოდ ამ ფოტოზე აღნიშნული ნიშნით იღებს ორიენტაციას.
image




8. ყინულის ასაფრენი ბილიკი - რა თქმა უნდა, ეს ანტარქტიკაზეა, სადაც თვითმფრინავს ტვირთის გადატანის ფუნქცია უფრო აქვს. ხილის, ციტრუსებისა და ბოსტნეულის. ზაფხულის პერიოდში აქ ყინული ბევრად უფრო თხელია, ვიდრე ზამთარში.
image



7. ვანკუვერის საერთაშორისო აეროპორტი - გამორჩეულია ორი უზარმაზარი აკვარიუმით, რომელიც აეროპორტში მდებარეობს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური აკვარიუმი, სადაც ყველაზე მრავალფეროვანი და უიშვიათესი ცოცხალი ორგანიზმი ბინადრობს.
image




6. გისბორნის აეროპორტი - მდებარეობს ახალ ზელანდიაში და ასაფრენ ბილიკს რკინიგზა კვეთს შუაში.
image




5. ბარას აეროპორტი შოტლანდიაში - ეს არის მსოფლიოში უნიკალური აეროპორტი იმით, რომ ასაფრენი ბილიკი მთლიანად ზღვის ქვიშიან სანაპიროზე მდებარეობს.
image




4. დონმიანგის საერთაშორისო აეროპორტი - მდებარეობს ბანკოკში, ტაილანდში. გამორჩეულია იმით, რომ ასაფრენი ბილიკის მთელ ტერიტორიაზე მდებარეობს
გოლფის მოედანი.
image




3. გიბრალტარის საერთაშორისო აეროპორტი - ქვეყნის სიდიდიდან გამომდინარე, აეროპორტიც შესაბამისია.......
image



2. კურშეველის აეროპორტი - მდებარეობს საფრანგეთში და ცნობილია ფილმიდან „ჯეიმს ბონდი“. კურშეველი მდებარეობს ალპებში და ცნობილია თავისი ძვირადღირებული, მაღალი დონის სათხილამურო კურორტებით. კურორტისგან განსხვავებით, აეროპორტში არაფერი ძვირადღირებული არ არის. ასაფრენი ბილიკი პირდაპირ მთებს ერწყმის.
image



1. კანსაის საერთაშორისო აეროპორტი - იაპონია, რომელმაც ამ პროექტზე 20 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა, ორიგინალურობით ყოველთვის გამოირჩევა
და აეროპორტიც შესაბამისია... შუა ოკეანეში...

image

0
257
4-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0