სხვა შოკისმომგვრელი გასტრონომიული შედევრები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 2014, 14 ნოემბერი, 16:38 გველები, ნიანგები, მატლები და სხვა "გემრიელობები", რომელთაც დღევანდელ ნაკრებში გთავაზობთ, ბევრ თქვენგანს ალბათ ზიზღს მოჰგვრის, მაგრამ ბევრ ქვეყანაში ეს კერძები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და დელიკატესებადაც კი ითვლება. ამასთანავე დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი შოკს გვგვრიან თავიანთი გარეგნული შეხედულებით, ეს კერძები საკმაოდ გემრიელია და ამავე დროს სასარგებლოც. მოდით, დატკბით ამ ეგზოტიკური დელიკატესების ხილვით და გულახდილად აღიარეთ, რომელი მათგანის გასინჯვას ისურვებდით.
შხამიანი გველები ![]() ალპაკა ![]() ბევრ თქვენგანს ალბათ არც კი სმენია ამ ცხოველის შესახებ. ეს წყვილჩლიქოსანი ძირითადად ფასდება თავისი ბეწვით, რომელიც ქაშმირივით რბილია და ნაზი. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ არამარტო შეიძინოთ სვიტერი ან წინდები, დამზადებული ამ ძვირფასი აქლემისებრთა ოჯახის ცხოველის ბეწვისაგან, არამედ შეგიძლიათ შეჭამოთ კიდეც ის. ყველაზე საუკეთესო, რასაც ალპაკას ხორცისაგან აკეთებენ, ესაა სტეიკი medium rare. ამბობენ, რომ ის ისეთივე ნაზია და რბილი, როგოც სახელგანთქმული ძროხის ხორცი ვაგიუ. ამ კერძის მირთვევა რეკომენდირებულია ბორდოს წითელ ღვინოსთან ერთად. ნიანგი ![]() ვეშაპი ![]() კასუ მარცუ ![]() თქვენ გიყვართ ფრანგული ან შვეიცარიული ობიანი ყველი მკვეთრი სუნით? თუ გიყვართ, ეს ჯერ კიდევ არაფერია. აი თუ თქვენ კასუ მარცუს ყველი მოგწონთ, ეს მართლაც გასაოცარია და შოკისმომგვრელი. ეს არის რბილი მწარე ცხვრის ყველი, რომელიც ხელოვნურადაა დაბინძურებული ცოცხალი მატლებით. საქმე იმაშია, რომ დამზადების შემდეგ ამ ყველს ინახავენ ღია ადგილას, რომ მისმა სუნმა მიიზიდოს ბუზები. ბუზები კვერცხებს დებენ ყველზე, მათგან კი მატლები იჩეკება. მატლები ჭამენ ყველს და ის ამის გამო ყროლდება. გემოთი კასუ მარცუ გორგონზოლას ყველს წააგავს. ჰო, მართლა, ეს ყველი აკრძალულ პროდუქტად ითვლება მთელი ევროკავშირის ტერიტორიაზე, მისი შეძენა მხოლოდ შავ ბაზარზე შეიძლება. ისა და....მისამართი ხომ არ გინდათ იმ შავი ბაზრების, სადაც ეს უნიკალური ყველი იყიდება? მატლები huhu ![]() "სვიტბრედი" (ტკბილი პური) ![]() სახელწოდებამ არ შეგიყვანოთ შეცდომაში და არ გეგონოთ, რომ ლაპარაკია რაიმე ფუნთუშეულზე. ამ სუფთა ბრიტანული კერძის შემადგენლობაში აუცილებლად უნდა შედიოდეს ცხვრის ჯირკვლები, საყლაპავი მილი და კვერცხები. ეგზოტიკური კერძის გასინჯვა ნებისმიერ ბრიტანულ სოფლის პაბში შეგიძლიათ... რა თქმა უნდა, თუკი მის გასინჯვას რომელიმე თქვენგანი გაბედავს. ჭრიჭინობელები ![]() ცილებით მდიდარი ამ მშვენიერი მწერებით პირის ჩატკბარუნება მსოფლიოს მრავალ კუთხეში შეგიძლიათ, მაგრამ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ ისინი მექსიკის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ქუჩის სწრაფი კვების ობიექტებში. შემწვარი ჭრიჭინობელები ხრაშუნა გემოთი გამოირჩევიან. მათ როგორც წესი, ლაიმით და ნივრით ანელებენ. ზღვის ღორი ![]() ზღვის ღორი პოპულარული დელიკატესია ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით აღმერთებენ მას სამხრეთამერიკულ ანდებში, განსაკუთრებით პერუში, კოლუმბიასა და ბოლივიაში. ზღვის ღორებს ძირითადად ღია ცეცხლზე ამზადებენ, ისევე როგორც ნანადირევს. გემოთი მისი ხორცი სახელგანთქმული შავი ქათმის ხორცს წაააგავს, თუმცა თუ ამ იშვიათი ინდონეზიური ქათმის ერთი ულუფისათვის 2500 დოლარის გადახდა მოგიწევთ, სამაგიეროდ პერუს ნებისმიერ რესტორანში ზღვის ღორის მირთმევა გაცილებით იაფი დაგიჯდებათ. აი პერუში სამოგზაუროდ წასასვლელად კი რამდენის გადახდა მოგიწევთ, ეს უკვე აღარ ვიცი. ზებრა ![]() 589 12-ს მოსწონს
|