x
ფეისბუქი,რომ ქვეყანა ყოფილიყო
ფეისბუქი, რომ ქვეყანა ყოფილიყო, იქნებოდა ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო მოსახლეობის რაოდენობის მხრივ.აშენდებოდა ონლაინ ქალაქები და მათ შორის ყველაზე ლამაზსა და განვითარებულს მიიჩნევდნენ დედაქალაქად.შეიქმნებოდა პარლამენტი სადაც თანამდებობებზე პირების დანიშვნა მოხდებოდა ლაიქების საფუძველზე.ეყოლებოდა ოპოზიციური პარტიები და ცუკერბერგს სიმდიდრის გამო სახელმწიფო ხაზინის მითვისებაში დასდებდნენ ბრალს.ოპოზიციის წყალობით მას მალე გადააყენებდნენ.დაიწყებოდა საარჩევნო დაპირებები.მაგალითად, “ლაიქი" ლაპარაკის ნაცვლად ან “დასალაიქებელი" კიდევ ბევრია.ოპონენტები ერთმანეთის პროფილს ყოველდღე შეამოწმებდნენ.პორნოგრაფიული ფოტოს, ვიდეოს ან მსგავსი გვერდის დალაიქების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობებდნენ ზნეობრივ პოლიციას და ასეთი კანდიდატი მოიხსნებოდა საარჩევნო სიიდან.ზნეობის პოლიცია განუწყვეტლივ დაწერდა აღმაშფოთებელ პოსტებს იმაზე, თუ როგორ გაფუჭდა ახლანდელი თაობა.

ფეისბუქზე შეიქმნებოდა ხანუმების გაერთიანება, სადაც მეორე ნახევარს შეარჩევდნენ იმის მიხედვით თუ ვის უფრო საინტერესოდ ექნებოდა შევსებული პროფილი, რამდენი გოგო ან ბიჭი მეგობარი ეყოლებოდა.მსოფლიოში ყველაზე დიდი იუსტიციის სახლი ექნებოდა ფეისბუქს და ხელის მოწერის ცერემონიალზე დასწრება იქნებოდა თავისუფალი, ამის გამო, ჟურნალისტებს არ მოუწევდათ იმაზე წვალება ვინ რამდენჯერ გათხოვდა ან დაშორდა.აქედან გამომდინარე არცერთი გადაცემა აღარ იქნებოდა რეიტინგული.

ცოლი ქმარს კედელზე დაუწერდა:“საყვარელო, დღეს შენ წაიყვანე ჩვენი შვილი ბაღში, ვერ ხედავ რამდენი რამ მაქვს გასაზიარებელი?!"ქმარი კი საპასუხოდ დაუტოვებდა პოსტს, რომ მას არ ეცალა, ვინაიდან top eleven football meneger-ი ჰქონდა სათამაშო.

წელიწადში ერთხელ ჩატარდებოდა კონკურსი მისის ფეისბუქისა და მისტერ ფეისბუქის გამოსავლენად, სადაც გამარჯვებული გახდებოდა ის ვინც უკეთ იყენებდა ფოტოშოპს.ჯოკონდა ფეისბუქზე არ დადებდა გაღიმებულ ფოტოს ის უკმაყოფილოდ დაპრუწავდა ტუჩებს.არც ზნეობის პოლიცია იქნებოდა უსაქმურად, მასაც ექნებოდა კონკურსი:მის პატიოსნება და გამარჯვებული იქნებოდა ის ვინც არ იყენებდა ფოტოშოპს, არ პრუწავდა ტუჩებს, მაგრამ ეჩათავებოდა რამდენიმე ბიჭს ერთდროულად.


ფეისბუქი არ აკრძალავდა ორცოლიანობას ან ორქმრიანობას, არც სექსუალურ უმცირესობებს გაუჩნდებოდათ პრობლემები.ისინი შეძლებდნენ ეშვილათ ბავშვები, რომლებიც მთელ დღეს ერთმანეთის კედლებზე სიარულს ანდომებდნენ.და ბოლოს ფეისბუქი იქნებოდა ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფო, მაგრამ არ იკადრებდა შესვლას ნატოში, რადგან თვითონ წარმართავდა ომებს ჩატების, ოდნოკლასნიკების და სხვა სოციალური ქსელების დასაპყრობად.ამრიგად, ფეისბუქი რომ ქვეყანა ყოფილიყო, ცხოვრება უფრო მარტივი იქნებოდა.დღევანდელი უბრალო მოქალაქეები, მისი სრულუფლებიანი მოქალაქეები იქნებოდნენ და ყველანაირად ხელს შეუწყობდნენ ცხოვრების გაუმჯობესებას.ახლა კი ფეისბუქი თავისუფალი დროის მტერია და ადამიანებს ზოგჯერ გარე სამყაროსთან აწყვეტინებს კონტაქტს.

ავტორი:ივდო-ოტობარი(ივდითი ხაზალია)

0
14
შეფასება არ არის
ავტორი:ივდითი ხაზალია
ივდითი ხაზალია
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0