x
ფარსი
უკვე დავიღალე შენი სიყვარულით

და არ იკითხო რატომ.

მიზეზი თვითონაც მშვენივრად იცი

მე აღარ გნატრობ, ვნანობ.


თვალწინ დამემსხვრა შექმნილი ხატი

“გაზაფხულს გავდი და გამიზამთრდი"

შენზე ფიქრებმა შემშალეს ღამით

თვალებზე ცრემლი მომაწვა ლამის,

რომ გამახსენდა შენი სიტყვები:

“აფერისტი ხარ, ზღაპრებს მიყვები"

იმ წუთში გულში რაღაცა ჩამწყდა

და გაგიბრაზდი ძალიან მაგრად.

ბევრჯერ მამხილე ვითომ ღალატში

არადა, თვითონ გერქვა ღალატი.

პირდაპირობა მოგწონდა ჩემში

ალბათ, ამიტომ არ მცვლიდი სხვებში

ისე კი ხშირად მიმეორებდი:

“გული არა გაქვს ჭკუიდან შემშლი".

დაპირებებით ვერაფერს შეცვლი

რა ვქნა, კაცობა ვერ ვნახე შენში.

სიტყვით მიყვარხარ მერე ღალატი

სხვას რომ კოცნიდი არც კი მალავდი,

ვერც იმას ამჩნევდი რა ძლიერ მიყვარდი

ვერ მაფასებდი? კარგად იყავი!

“დრო რომ გაივლის ვიცი მინატრებ,

მაგრამ ემ უკვე აღარ გიკადრებ!"

ვერ დაიბრუნებ შენ იმ ძველ ნდობას

და ასე იტყვი დავკარგე! მორჩა!

მოგონებები მუდამ დარჩება

ჩუმი ტკივილი მაინც გამყვება

“მე შენ მიყვარდი" სიცოცხლევ ჩემო,

რომ შევცდი შენში გული დამწყდება...

და შენ გაიგებ რაც იყო ფარსი

ცხოვრებამ თურმე ჩაგვიწყო კარტი!..



ავტორი:ივდითი ხაზალია

6
24
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ივდითი ხაზალია
ივდითი ხაზალია
24
  
2012, 8 დეკემბერი, 16:57
არა მტრები ყოველთვის ეყოლება კაცს:D ალბათ ისეთი იყო ვისაც ასეთები გაუკეთებია და:დ მეორე ლექსი ნახე კიდე მე რო მაქ ო,ეს თაობა მაინტერესებს იმაზე არ აზრის ხარ
2012, 8 დეკემბერი, 16:52
შეიძლებაა ეგ არ იდარდო მეც ბევრი მყავს ეგეთი მტერი
2012, 8 დეკემბერი, 16:46
ეტყობა ბიჭი იყო თან რაღაცეები იცნო ალბათ:D
2012, 8 დეკემბერი, 16:44
ერთი ნახვა ქონდა შენს სტატიას რომ სემოვედი და ისიც არმოწონება
2012, 8 დეკემბერი, 16:43
ვერ გავიგე?
2012, 8 დეკემბერი, 16:39
ვიღაცას აშკარადარ ყვერებიხარ:D
0 1 6