x
მცივა
მცივა, სექტემბერს აღარ შერჩა საჩემო სითბო,

თუმცა მიმალავს განწყობაზე მუდმივად ვამჩნევ...

ვიღაც უცნობი სხვისი გრძნობის ნასუფრალს ითხოვს,

დააგვიანდა...არც კი მიკვირს, ხომ ხდება ასეც...


ცხოვრება მაინც იმ გზით ივლის, რომელიც მას სურს,

ჩვენ კი გვგონია მოვაბრუნებთ, შევუცვლით გეგმებს,

ისე, უბრალოდ, მოვთხოვთ ყველა კითხვაზე პასუხს,

როგორც ნასვამ ქმარს მთელი ღამე ლოდინის შემდეგ.

ამის შედეგად ყოველ დილით ვიწყებთ ახლიდან,

შენებას ჩვენი ნიჟარისას რათა შიგ ჩავძვრეთ,

აღიარება შეცდომების სულაც არ გვინდა

და თავს ვიმშვიდებთ, რომ დრო ყველა იარას არჩენს.

მერე ათასგვარ სისულელეს ვაგრძელებთ ისევ,

ადამიანი პირველ რიგში თავის მტერია,

ვეძებთ დიდი ხნის ჩვენში უკვე დაკარგულ ქრისტეს

და გვიკვირს ხშირად იუდა თუ გამოგვერია...

ავტორი:ივდო-ოტობარი(ივდითი ხაზალია).



image

0
14
1-ს მოსწონს
ავტორი:ივდითი ხაზალია
ივდითი ხაზალია
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0