პოეზია ო,ეს თაობა 2012, 8 დეკემბერი, 16:33 თქვენი თაობა ნახევრად ჩაკვდა,
ტრადიციებიც უკვალოდ გაქრა.
ვისმენ ყოველდღე უაზრო ლაქლაქს,
მითხარით ერთი მხოლოდ მე რა ვქნა?!
არ მაქვს პირსინგი, ან მხარზე ტატუ, არც მაკიაჟით ვიფარავ სახეს. დახეულ ჯინსებს არ ვიცვამ, არ მსურს! აი, ღატაკი შემარქმევთ წამსვე, მოკლე კაბებზე ველურებს გავხართ, კომპიუტერი ეშმას სდარაჯობს, ტელეფონებმა გარყვნა ბავშვები, როდესაც ხალხი რობოტებს აწყობს. სხეული რაა, სულსაც ჰყიდიან. სიყვარული კი მრუშობას უდრის თქვენი ვცდილობ და ვერ გამიგია, ტყვილად გახურავთ ევროპის ქუდი. სხვისი ცხოვრებით სუნთქავთ და ცოცხლობთ საკუთარი კი ვერ აგიწყვით. ევროპელობას იბრალებთ, ჩემობთ, ასე ნატოში ცხვირსაც ვერ შეყოფთ! ავტორი:ივდითი ხაზალია 18 3-ს მოსწონს 1-ს არა
|