
ესე ჩვენი გმირები 2012, 21 ივლისი, 12:22
გმირები ბევრნი არიან ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ მე მინდა ჩემი სიყვარული და პატივისცემა გამოვხატო ჯარისკაცების მიმართ.ბევრი შეიძლება არ დამეთანხმოს სად ჯარისკაცი და სად გმირიო, მაგრამ ყოველი ჯარისკაცი არა აქვს მნიშვნელობა გამოუვლია თუ არა ომის ქარცეცხლი ის გმირია, იმიტომ, რომ მათთვის ყოველი დღე ბრძოლის ველია და ისინი იქ იმარჯვებენ.სამშობლო მათი საფიცარი ხატია და სამწუხარიდ იგი ხშირად მოითხოვს მსხვერპლს.ვინ მოსთვლის რამდენმა მათგანმა შესწირა თავი სამშობლოს სიყვარულს.ომი საშინელებაა.იქ, ბრძოლის ველზე ყოველ წუთას სიკვდილს უყურებ თვალებში.შეიძლება ყოველი ჩასუნთქვა უკანასკნელი აღმოჩნდეს.იმის გაფიქრებაც კი შემზარავია, რომ ვერასოდეს იხილავ შენთვის ძვირფას ადამიანებს.სწორედ მაშინ როცა გადარჩენისთვის იბრძვი გხვდება ტყვია, თვალთ გიბნელდება და ამბობ დედა.ალბათ ყველა მათგანის ბოლო სიტყვა დედაა, მათ ხომ ორი რამ უყვართ განსაკუთრებით სამშობლო და დედა.ხუჭავ თვალებს და ხვდები ზღაპრულ სამყაროში.იქ სადაც არაა ომი და მარადიული ბედნიერებაა, მაგრამ მიწაზე გრჩება ძვირფასი ადამიანები.გინდა იტირო სამოთხეში კი არ ტირიან.ეჰ, რამდენი მათგანი გამოეთხოვა სიცოცხლეს ისე, რომ ზოგს ოჯახის შექმნის საშუალებაც კი არ მიეცა.ზოგს შვილები დარჩა, ზოგიერთი კი ვერ მოესწრო ნანატრი შვილის დაბადებას. მათ არ ეშინიათ, მაგრამ აქვთ გრძნობები.უყვართ, სტკივათ და განიცდიან.თითოეული ჯარისკაცი მთელი საქართველოს შვილია.ღვთის წყალობა არ მოგკლებოდეთ!თქვენ გმირები ხართ ბიჭებო!მთელ საქართველოს უყვარხართ და თქვენზე მლოცველიც ბევრია.უფალი თქვენთანაა გმირებო!.. 6529 2-ს მოსწონს
|