საზოგადოება ჩინელმა მამაკაცმა ძველ კომპიუტერში 15 000 $-ის ექვივალენტი იპოვა და უკან დააბრუნა 2014, 11 ნოემბერი, 9:38 მამაკაცმა ცენტრალური ჩინეთის ქალაქ Dazhou-დან ძველ კომპიუტერში US $ 15, 000 ექვივალენტის თანხა იპოვა.
30 წლის ვანგი მეორადი ძველი ტექნიკით ირჩენს თავს, ახლომახლო რაიონებიდან ყიდულობს ძველ ტექნიკას და შემდეგ ყიდის.თვეში საშუალოდ 160$-ს გამოიმუშავებს. ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ მას ბედმა გაუღიმა და უცებ გამდიდრდა! თუმცა ბატონი ვანმა კეთილსინდისიერება გამოიჩინა და ფული უახლოეს პოლიციის განყოფილებაში მიიტანა ძველ კომპიუტერის კორპუსთან ერთად, რომელიც 7$-ად შეიძინა. მანვე გაიხსენა იმ ქალის სახლი, ვისგანაც კომპიუტერი იყიდა. პოლიცია დაუკავშირდა ქალს და აუწყა ნაპოვნი თანხის შესახებ..ქალი დაიბნა და ამასთანავე გაოცდა...თუმცა მალე ყველაფერი გაირკვა. როგორც აღმოჩნდა, ქალბატონის ქმარი მრავალი წლის განმავლობაში ცოლისგან უჩუმრად ინახავდა "ჯიბის ფულს".ყოველი ხელფასიდან ცოტ-ცოტას დებდა. მამაკაცმა გულწრფელად აღიარა, რომ გაოცებულია ბატონ ვანგის პატიოსნებით. თვით პოლიციელებიც გაოცებულები არიან, მათი აღიარებით ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როდესაც ვინმემ ნებაყოფლობით ფული უკან დააბრუნა. 30 3-ს მოსწონს
|