x
image
K.P.
ნანუკა ჟორჟოლიანი პრემიერს მიმართავს: "ღარიბ შენ მგონი ჩვენიანი ხარ"
image
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და მაღალჩინოსნებს, ივანე მერაბიშვილს, ერეკლე კოდუასა და გია სირაძეს ვალერი გელაშვილზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე, ბრალდებები დაუმძიმდათ.

ერეკლე კოდუას მეუღლე ნანუკა ჟორჟოლიანი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ახალ და ძველ ბრალდებებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი სიტყვაა. როგორც ჩანს ჟურნალისტი იურისპრუდენციაში ცუდად ერკვევა, სხეულის განსაკუთრებით მძიმე დაზიანება ხომ სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 14 წლამდე ვადით.

"ღმერთო როგორ უჭირთ. ერთ საქმეზე რომ ორჯერ წაუყენებ ბრალს მთავრობას, რომელზეც ამბობ რომ 9 წელი სისხლს სვამდა თავდაცვის მინისტრი კი არ უნდა მოხსნა, შენ უნდა წახვიდე სახლში პრემიერ მე გულწრფელად მიხარია, რომ ამის იქეთ ვერ მიდიხართ. კოდუაზე ყველა მითი და ლეგენდა თქვენ შექმენით და ერთი გელაშვილის ამბავი მესმის ორი წელია. ისიც 6 სპეცრაზმელს განცხადებად დააწერინეთ აქედან 5 თანამდებობაზე დანიშნეთ, მოტივზე ვერ ჩამოყალიბდით და ყველა წარდგენილ ბრალში სხვადასხვა რამ გიწერიათ. ღარიბ შენ მგონი ჩვენიანი ხარ, გაასამე გთხოვ რა და მესამეთაც წაუყენე ბრალი გელაშვილის საქმეზე.

საზოგადოებამ რომ იცოდეს რაშია საქმე: სააკაშვილს, მერაბიშვილს, კოდუას სირაძეს ჰქონდათ წაყენებული ბრალი გელაშვილის ცემის ფაქტზე. სხეულის მძიმე დაზინება ეწერა ბრალში. ეხლა უბრალოდ ჩაამატეს სხეულის გ ა ნ ს ა კ უ თ რ ე ბ ი თ მძიმე დაზიანება. უბრალოდ რომ იცოდეთ სხვაობა მხოლოდ ერთი სიტყვაა, ძაან გაჭირვებიათ ამათ. ეს იქეთ იყოს და როდის დაიწყებთ გამოძიებას იმ კადრებზე რითიც ხელისუფლებაში მოხვედით. ციხეს როდის გამოიძიებთ ციხეს?!"-წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.


image

0
805
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
805
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0