x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ტექნიკის მაღაზიის საიტის მიერ გაბრიყვებული ვიეტნამელი მყიდველი ცხარე ცრემლით ატირდა

image საბრალო ვიეტნამელმა მუშამ ცხარე ცრემლით იტირა, როცა გაიგო რომ მეგობარ გოგონას iPhone 6 ვერ უყიდდა.
28 წლის ვიეტნამელი, რომელიც ვიეტნამში ერთერთ ფაბრიკაში მუშად მუშაობდა, 6 თვის განმავლობაში აგროვებდა ფულს, რათა მეგობარი გოგონასათვის iPhone 6 ეყიდა.
ის სპეციალურად წავიდა სინგაპურში ტექნიკის ამ საოცრების საყიდლად, სადაც მას სამწუხაროდ იმედგაცრუება ელოდა. მისდა სავალალოდ ტექნიკის მაღაზიის გამყიდველმა მას უთხრა, რომ ამ მოდელზე დიდი მოთხოვნის გამო ფასებმა აიწია 1000$-ით.
ამ სიტყვებმა საბრალო ვიეტნამელი ლამის შოკში ჩააგდო, პან ვან ტაიამ ემოციების დამალვა ვერ შეძლო და მაღაზიაში საბრალომ "ღრიალი" მორთო.
მისი სიტყვებით მან გადაწყვიტა მეგობარი გოგონასათვის სიურპრიზი გაეკეთებინა iPhone 6-ის სახით, რაც საკმაოდ ძვირი "სიამოვნებაა" უბრალო ვიეტნამელი მუშისათვის, რადგან ტაიას თქმით მისი ხელფასი თვეში 200$ არ აღემატება.
სამწუხაროდ ტექნიკის მაღაზიაში "Mobile Air", სადაც ის შევიდა iPhone 6-ის საყიდლად მას იმედგაცრუება ელოდა, რადგან მას აუხსნეს, რომ მაღაზიის საიტზე ამ ნივთზე მითითებული ფასის 730$ გარდა მას უნდა გადაეხადა 1000$ ტელეფონის "საგარანტიო პაკეტში".
მიხვდა რა რომ სარეკლამო განცხადება საიტზე სხვა არა იყო რა გარდა კარგად მოფიქრებული "სატყუარა" მყიდველის მოსაზიდად, პან ვან ტაია დაეცა მუხლებზე და გამყიდველებს ემუდარებოდა მისთვის მიეცათ ტელეფონი რომელშიც უკვე გადაიხადა 730$, "საგარანტიო პაკეტის" გარეშე.
სამწუხაროდ გამყიდველებმა მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს, უფრო მეტიც დაცინვა დაუწყეს გაბრიყვებულ უცხოელს.
პან ვან ტაიას მიერ დახმარებისათვის გამოძაცებულმა პოლიციამ ვერ შეძლო დახმარებოდა ვიეტნამელს,
მაღაზია "Mobile Air-ის" თანამშრომლებმა მას 730$-ან მხოლოდ 250$ გადაუხადეს და მაღაზიიდან დაცვის მეშვეობით გამოაგდეს.

11
58
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
58
  
2014, 10 ნოემბერი, 15:31
ამაში სრულად გეთანხმები, შეეძლოთ ელემენტარული თანაგრძნობა გამოეხატათ.
2014, 10 ნოემბერი, 15:27
ეგეც მართალია,გამყოდველს ვინ მისცა უფლება მაგრამ ისიც შეეძლოთ არ დაეცინათ ადამიანისთვის
2014, 10 ნოემბერი, 15:24
გადაჭრილად ვერაფერს იტყვი, უბრალო გამყიდველი ვერ გადაწყვეტდა ვერაფერს.
ძალიან შორს ვარ ამ სფეროდან და თავს შევიკავებ პასუხისაგან.
2014, 10 ნოემბერი, 15:23
შენ გააკეთებდი?
2014, 10 ნოემბერი, 15:13
ყველა იმას აკეთებს რაც ეხერხება კაროლინა, მთავარია კანონთან იყო მართალი დანარჩენი პიროვნულად გადასაწყვეტია.
2014, 10 ნოემბერი, 15:11
ნეტა რათ უნდა ეგეთი ბიზნესი ამდენი ადამიანი თუ გაამწარეს.ბიზნესი კიარა ოსტატური ქურდობაა
2014, 10 ნოემბერი, 15:10
ბიზნესია მათთვის და მათთვის გულმოწყალება უცხოა.
2014, 10 ნოემბერი, 14:51
კანონმდებლობას შეიძლება არ არღვევს მაგრამ სინდისს რას უშვება,თუმცა ეგეთებს არამგონია სინდისი საერთოდ აწუხებდეთ.საწყალი კაცის ნაწვალები და ნაგროვები კაპიკები როგორ უნდა შეერგოთ
2014, 10 ნოემბერი, 13:04
უარესს გეტყვი კაცმა მანქანა ისე იყიდა მანქანის დაზიანებებს არ ჩასძიებია, ჩამოვიდა მანქანა და ჰოი საოცრებავ-ძრავა არ ჰქონდა საერთოდ. :))
მეც ძალიან ძემეცოდა.
არაა აფიორა, ოფიციალური საიტებია ასეთი განცხადებებით, მაგრამ სანამ თანხას გადაიხდი მანამდე უნდა იკითხო პირობები, მერე მათი წესებით მოქმედებენ და გაწერილიც აქვთ წესდებაში, ასე რომ იქაურ კაკონმდებლობას არ არღვევენ.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10