x
image
მანჩო 777
სასტიკი მკვლელობები, ჩადენილი ჰელოუინის დღესასწაულის ღამეს
ჰელოუინი - ეს ისეთი დღესასწაულია, როცა ბევრი ადამიანი თავს მხიარულების და სისულელეების ჩადენის უფლებას აძლევს, გადაიცვამენ რა ვამპირების, ჯამბაზების ან ზომბების კოსტიუმებს, მაგრამ ამავე დროს ეს ის დღეცაა, როცა დედამიწაზე ცოცხლდება ბოროტება და ის დასეირნობს გადაცმულ დღესასწაულის მონაწილეებს შორის, რომლებსაც წარმოდგენაც კი არ აქვთ, თუ რა საფრთხის ქვეშ იმყოფებიან ამ დროს.

საუბედუროდ, ეს ბოროტება სულაც არაა ჯოჯოხეთიდან ამოსული გაცოცხლებული დემონი, არამედ ის ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც სისასტიკის ჩადენის ჟინი არ ასვენებს და თან იმედი აქვს იმისა, რომ ჰელოუინის კოსტიუმში გამოწყობილ უამრავ ადამიანს შორს მისი პოვნა და ბრალის დამტკიცება არც ისე იოლი იქნება სამართალდამცავებისათვის.

მოდით გავიხსენოთ ყველაზე საშინელი მკვლელობების ისტორია, რომლებიც სწორედ ჰელოუინის დროს მოხდა სხვადასხვა წლებში.




ტიმოტი მარკ ო'ბრაიანტის მკვლელობა, 1974 წელი



image

ჰიუსტონში (ტეხასის შტატი) ჩადენილი ეს მკვლელობა ყოველგვარ საშინელებათა ფილმზე და კოშმარულ ისტორიაზე შემზარავია და არამარტო იმიტომ, რომ ის ჰელოუინის ღამეს ჩაიდინეს, არამედ იმის გამო, რომ მისი მსხვერპლი 8 წლის ბიჭუნა ტიმოტი ო'ბრაიანტი აღმოჩნდა.

ბიჭუნა საკუთარმა მამინაცვალმა რონალდ ო'ბრაიანტმა მოკლა დაზღვევის ფულის გამო. იმ საბედისწერო, 31 ოქტომბრის ღამეს ტიმოტიმ შეჭამა მამინაცვლის მიერ მიწოდებული შაქარყინული, რომელშიც საშინელი საწამლავი - ციანიდი იყო შერეული. ბავშვი ნახევარ საათში გარდაიცვალა საშინელი წამებით და ეს გააკეთა საკუთარმა მამამ იმის გამო, რომ ტიმოტის სიცოცხლე დიდ თანხად იყო დაზღვეული.

ჰელოუინის დღეს მამაკაცი დღესასწაულის სხვა მონაწილეებთნ ერთად დადიოდა კარდაკარ და ტკბილეულს ითხოვდა. მოწამლული კანფეტი მან მეზობლების მიერ მიცემულ კანფეტებს შეურია, იმედი ჰქონდა რა, რომ პოლიციას გზაკვალს აუბნევდა და მათ აფიქრებინებდა, რომ მოწამლული კანფეტი მის მიერ კი არ იყო დამზადებული, არამედ ვიღაც ბოროტი მეზობლის მიერ მიწოდებული.

საბედნიეროდ, მოწამლული კანფეტი ოჯახის სხვა წევრებს არ გაუსინჯავთ. მკვლელი პოლიციამ მალევე დააკავა და მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, თუმცა განაჩენი მხოლოდ 9 წლის შემდეგ მოიყვანეს სისრულეში.



13-საათიანი გაუპატიურება, 2005 წელი


image

ყველაზე ხშირად ჰელოუინის დღესასწაულის დროს დანაშაულებს გაუწონასწორებელი ფსიქიკის მქონე ადამიანები სჩადიან: დღესასწაულის ატმოსფერო მათი გრძნობების გამძაფრებას და დანაშაულის ჩადენის პროვოცირებას იწვევს. ასე გადაიქცა სასტიკ მოძალადედ მანამდე საკმაოდ ნორმალური წარსულის მქონე ამერიკული პრიალა ჟურნალების ჟურნალისტი, 43 წლის პიტერ ბრაუნშტეინი. ჰელოუინის ღამეს მეხანძრის კოსტიუმში გადაცმული პიტერი შეიპარა ყოფილი კოლეგა ქალის სახლში და 13 საათის განმავლობაში ძალადობდა მასზე, იღებდა რა ყველაფერ ამას ვიდეოკამერით.

დანაშაული წინასწარ იყო მოფიქრებული: მოძალადემ თან წაიღო შპრიცი ნარკოტიკით, დანა, თოკი და ვიდეოკამერა. მან მსხვერპლი ძლიერმოქმედი ნარკოტიკის ინექციით დააძინა, შემდეგ გააშიშვლა, მიაბა საწოლზე თოკით და გააუპატიურა.

ბრაუნშტეინი დააპატიმრეს და საკმაოდ მძიმე სასჯელი - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.




სტუდენტების დახვრეტა, 2012 წელი


image

ჰელოუინის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საღამო სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტებს ნამდვილ კოშმარად გადაექცათ. ზეიმის დროს ერთ-ერთმა მონაწილემ პისტოლეტიდან ცეცხლი გაუხსნა სტუდენტებს. ოთხი ახალგაზრდა სასიკვდილოდ დაიჭრა. სროლას მეორე საშინელი შედეგიც მოჰყვა: როცა სტუდენტებმა სროლის ხმა გაიგონეს, ისინი პანიკაში ჩავარდნენ და კამპუსიდან გამოქცევის დროს ზედახორა წარმოქმნეს, გადათელეს რა ერთმანეთი, რამაც კიდევ ბევრი ახალგაზრდა დაასახიჩრა. პანიკის საფუძველი კი მათ ნამდვილად ჰქონდათ: ზუსტად ოთხი წლის წინ ზუსტად ამ უნივერსიტეტში მსგავსი შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც რამოდენიმე სტუდენტი დაიღუპა.



ლესლი მაზარას და ედრიანა ინსონიას მკვლელობა, 2004 წელი


image

დაასრულეს რა მხიარულება ჰელოუინის ღამეს და გაუმასპინძლდნენ რა პატარებს კანფეტებით, სამი მეგობარი გოგონა: ლესლი მაზარა, ედრიანა ინსონია და ლოურენ მიანზა საკუთარ ბინაში დასაძინებლად გაეშურა. დაახლოებით ღამის 2 საათზე ლოურენმა მეზობელ ოთახში ხმაურის ხმა გაიგონა. მან გადაწყვიტა ენახა, თუ რა ხდებოდა იქ და იმ ოთახში შევიდა, სადაც ლესლის ეძინა. გოგონამ დაინახა, რომ ვიღაც ფანჯრიდან ცდილობდა გადაძრომას. გოგონას ყვირილზე დამნაშავე სწრაფად მიიმალა. რამოდენიმე წუთის შემდეგ შიშისაგან შოკში ჩავარდნილმა გოგონამ მეგობრები საკუთარ ოთახებში ყელგამოჭრილი იპოვა.

მკვლელი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ აღმოაჩინეს. ის აღმოჩნდა ლოურენის ერთ-ერთი თაყვანისმცემელი ბიჭი - ერიკ კოპლი. მკვლელობის მოტივი ეჭვიანობა იყო. ერიკი შიშობდა, რომ გოგონებს შორის ძალიან ახლო მეგობრობა მას ხელს უშლიდა ლოურენის გულის დაპყრობაში, ეს ეჭვიანობა ბიჭს პარანოიად გადაექცა და ამიტომ მან თავიდან მოიცილა "მეტოქეები".



მარტა მოკსლის მკვლელობა, 1975 წელი


image

ეს მკვლელობა გაუხსნელი რჩებოდა მთელი 25 წლის განმავლობაში და მხოლოდ იმიტომ, რომ ის დაკავშირებული იყო პრეზიდენტ კენედის ოჯახთან. 1975 წლის 31 ოქტომბრის ღამეს 15 წლის მარტა მოკსლი გაემართა საღამოზე, რომელიც მეზობელ სახლში, სკეიკელების ოჯახში იმართებოდა. სწორედ ამ დროს ნახეს ის მშობლებმა უკანასკნელად ცოცხალი. მისი საშინლად ნაწამები სხეული მეორე დღეს სახლის ახლოს მდგომი ხის ქვეშ აღმოაჩინეს. გვამი სახით მიწისკენ იწვა, ჯინსები და ტრუსი გოგონას ჩაწეული ჰქონდა, სახეზე და ტანზე უამრავი დალურჯებული ადგილი ჰქონდა, ხოლო ყელი-გამოჭრილი. დამნაშავე რობერტ კენედის ნათესავი მაიკლ სკეიკელი აღმოჩნდა - მარტას თანატოლი და მისი თაყვანისმცემელი. ტრაგედიის მიზეზი ეჭვიანობა გახდა საკუთარი უფროსი ძმის ტომის მიმართ. მაიკლმა დაინახა, თუ როგორ კოცნიდა მარტა ტომს ტუჩებში. მრისხანებისაგან შეშლილმა ყმაწვილმა გოგონა გარეთ გამოიხმო, სასტიკად სცემა გოლფის ჯოხით, შემდეგ კი დანით გამოჭრა ყელი. სწორედ ამ ჯოხის მეშვეობით, რომელიც ცნობილ ბრენდს ეკუთვნოდა, იპოვეს მკვლელი. სკეიკელების ოჯახის გოლფის სათამაშო ნაკრებში ჯოხი არ აღმოჩნდა.



მოტაცება ვუდბრიდჯში, 2009 წელი


image
კანფეტების მოპოვების სურვილით ჰელოუინის ღამეს მარტოდმარტო მოსეირნე ბავშვები - ნამდვილი "შვედური მაგიდაა'' მოძალადეებისა და მანიაკებისათვის. 2009 წლის ჰელოუინის ღამეს სამი მოზარდი გოგონა უკვალოდ გაქრა, როცა ისინი მეზობლების სახლებში დადიოდნენ ტკბილეულის სათხოვნელად. შემთხვევა ვუდბრიდჯში, ვირჯინიის შტატში მოხდა. დამნაშავემ, რომელიც მარტო მოქმედებდა, შეძლო იარაღის მუქარით წაეყვანა გოგონები მახლობელ ტყეში და იქ ორ მათგანზე სექსუალური ხასიათის ძალადობა ჩაიდინა. ამ დროს მესამე გოგონამ მოახერხა მობილურზე დაერეკა დედისათვის. მიხვდა რა, რომ მალე დანაშაულის ადგილზე პოლიცია მოვიდოდა, მანიაკი მიიმალა.

პოლიციამ დამნაშავის დაკავება მხოლოდ ორი წლის შემდეგ მოახერხა-ის აღმოჩნდა" აღმოსავლეთ სანაპიროს მოძალადის" მეტსახელით ცნობილი აარონ ტომასი, რომლის სახელთანაც უამრავი გაუპატიურება და ძალადობა იყო დაკავშირებული, რომლებიც მან 1997-2009 წლებში ჩაიდინა.



ლისკების ოჯახის მკვლელობა, 2010 წელი


image

2010 წელს ჰელოუინის დღესაწაული კვირა დღეს დაემთხვა. ოჰაიოელი მოზარდის დევენ გრიფიტისათვის ეს დღე სულაც არ აღმოჩნდა მხიარული და ბედნიერი, ეკლესიიდან დაბრუნებულ ყმაწვილს ოჯახის ყველა წევრი დახოცილი დახვდა: დევონის ძმა დერეკი, დედა სიუზანი და მისი ახალი ქმარი-დევენის მამინაცვალი უილიამი ბლაგვი საგნის თავში დარტყმით იყვნენ მოკლულები.

მკვლელი აღმოჩნდა უილიამ ლისკეს შვილი პირველი ქორწინებიდან - უილიამ ლისკე-უმცროსი. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე მას დაუდგინეს შიზოფრენიის დიაგნოზი. ამასთანავე ბიჭს ჰქონდა არამოტივირებული სისასტიკის და ძალადობისაკენ მიდრეკილების გამოვლინებები. უილიამ ლისკემ დანაშაული აღიარა, მაგრამ ვერაფრით ვერ ახსნა, თუ რატომ ჩაიდინა ეს მხეცური მკვლელობები.



ზომბების მიერ ჩადენილი ძარცვა, 2013 წელი


image

არც ისე სასტიკი, მაგრამ ყველაზე თავხედური საჰელოუინო დანაშაული მოხდა გასულ წელს მექსიკაში, კერძოდ მეხიკოში. ზომბების, მუმიების და სხვა უწმინდური სულების კოსტიუმებში გამოწყობილმა მძარცველების ჯგუფმა გაძარცვა საიუველირო მაღაზია.

მძარცველების ჯგუფი მაღაზიაში შეიჭრა და იარაღის მუქარით გაიტაცა 76 ათასი დოლარის ღირებულების სამკაულები. უნდა ითქვას, რომ დანაშაული მშვენივრად იყო მოფიქრებული: ჰელოუინის გარდა, 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს მექსიკაში "მკვდრების დღესაც" აღნიშნავენ. ამ დღეს ყველა ადგილობრივი მცხოვრები იცვამს მიცვალებულების, ზომბების და მუმიების კოსტიუმებს და ქალაქის ქუჩებში დადიან ანთებული სანთლებით ხელში. სწორედ ამის გამო გადაცმულ მძარცველებზე ეჭვი არავის აუღია და მათ თავისუფლად მოახერხეს სამკაულების გატაცება.

ეს დანაშაული გაუხსნელი დარჩა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც.

0
123
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0