ATP-ის წყვილთა თანრიგის ჩოგბურთელმა, რეიტინგის 58-ე ნომერმა იტალიელმა დანიელე ბრაჩალიმ ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობა ნაწილობრივ აღიარა. აღნიშნულთან დაკავშირებით იტალიელმა გამომძიებელმა რობერტო დი მარტინომ Associated press-თან განაცხადა: “მან აღიარა ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობის რაღაც ასპექტები, ხოლო რაღაც მომენტები უარყო.
სამი კვირის წინ იტალიურ პრესაში გავრცელდა ბრაჩალის და მისი მეწყვილის, წყვილებში რეიტინგის 105-ე ადგილზე მყოფი პოტიტო სტარაჩეს ინტერნეტმიმოწერა, სადაც ჩოგბურთელები გაყიდული მატჩის შესახებ საუბრობდნენ.
ლაშა ქოიავა
www.worldsport.ge