x
image
worldsport.ge
სიმონა ჰალეპმა მწვრთნელი გაუშვა

image



მსოფლიო რეიტინგის მე-4 ნომერის სიმონა ჰალეპის და მისი მწვრთნელის ვიმ ფისეტეს გზები გაიყარა. აღნიშნულ ინფორმაციას სიმონა თავის ოფიციალურ facebook-ის გვერდზე ავრცელებს: “ჩემი ურთიერთობა ვიმ ფისეტესთან დასრულდა, გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ. ეს იყო კარგი და ლამაზი ერთი წელი. მინდა მადლობა ვუთხრა მას და წარმატებები ვუსურვო მომავალში”.

ვიმ ფისეტე სიმონას 2014 წლის იანვრიდან წვრთნიდა. ჰალეპი საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში გავიდა, უიმბლდონის ნახევარფინალში გააღწია და წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში სერენა უილიამსთან დამარცხდა.



ლაშა ქოიავა

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0