მსოფლიო რეიტინგსიის მესამე ნომერი რაფა ნადალი აპენდიციტის ოპერაციის შემდეგ ბარსელონას Quiron Teknon კლინიკიდან გაწერეს.
“ყველაფერმა კარგად ჩაიარა, იოლი ოპერაცია გამიკეთეს და ჰოსპიტალში ჩემი ხანგრძლივად ყოფნის აუცილებლობა არაა”, - განუცხადა Associated Press საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ სადიდსლემო ტურნირების 14-გზის ტრიუმფატორმა.
რაფასვე თქმით, იგი ვარჯიშს დაახლოებით ერთ თვეში განაახლებს და შეეცდება იანვრისთვის სათანადო ფორმაში ჩადგეს.
გოჩა კაჭარავა
www.worldsport.ge