x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ხორვატიაში შიშველმა "პატარძალმა" საქორწინო სალონი გაძარცვა
imageხორვატიის პოლიცია ეძებს ოთხ გოგონას, რომლებმაც საქორწინო სალონი-მაღაზია გაძარცვეს.


პოლიციას განცხადებით მიაკითხა 34 წლის ქალბატონმა, რომელიც საქორწინო სალონის მფლობელია ქალაქ პოპოვეცში.


მისი მონათხრობით პარასკევს დაახლოებით 17 საათზე მის სალონში შემოვიდა საპატარძლო სამი გოგონას თანხლებით.გოგონა ისინჯავდა სამოსს, თან იმის შესახებ ყვებოდა, რომ მას ქორწილი აქვს ხვალ სესვეტში(ზაგრების რაიონი).


სანამ მაღაზიის პერსონალს მთელი ყურადღება "საპატარძლოზე" ჰქონდა გადატანილი, ამასობაში მისმა თანამგზავრებმა რამდენიმე კაბა ერთდროულად დაიტაცეს და ქუჩაში გავარდნენ.



ფანჯრიდან გადახტა და მათ კუდში მიყვა ნახევრად დედიშობილა "პატარძალიც", რომელსაც მხოლოდ ლიფი და საცვალი ეცვა.


გოგონები ჩაჯდნენ ავტომობილში და მიიმალნენ.


მაღაზიის მეპატრონის განცხადებით, გოგონები შეძლებული ადამიანების შთაბეჭდილებას სტოვებდნენ.


მაღაზიაში უახლესი მარკის BMW-თი მოვიდნენ..შემდეგ კი გადაადგილების საშუალებად ტრაილერი გამოიყენეს.

image

0
57
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0