საქართველო მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე სკანდალურ განცხადებას აკეთებს 2014, 6 ნოემბერი, 1:06
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მისი მტკიცებით, ქვეყანაში მოვლენები ივანიშვილის მიერ დიდი ხნის წინ დაგეგმილი სცენარის მიხედვით ვითარდება. "ის რაც თუნდაც ამ დღეებში ხდება მე არ გამკვირვებია. შარშან საპატრიარქოში შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა რამდენჯერმე გამიმეორა, რომ დაიჭერდა მერაბიშვილს, უგულავას და პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ მეც. იქვე მოაყოლა, რომ ირაკლი ალასანიას ჯერ ცოტა ფულს გააკეთებინებდა და შემდეგ კორუფციაზე დაიჭერდა. ამავე შეხვედრაზე ახსენა, რომ შემდეგი "რუსთავი 2"-ის კონტროლის ქვეშ აყვანა იქნებოდა. მეორე დღეს ამ საუბრის შინაარსი დეტალურად გავაცანი "ნაციონალური მოძრაობის" გაფართოებულ პოლიტსაბჭოს. ამ საუბრის შინაარსს ახლა უფრო ფართოდ იმიტომ ვასაჯაროებ, რომ რუსი ოლიგარქი თავის მწყობრ გეგმას მიყვება და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დაჭერები გაგრძელდება და შემდეგი სამიზნე "რუსთავი 2"-ია. 293 1-ს მოსწონს
|