x
image
K.P.
მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე სკანდალურ განცხადებას აკეთებს

image
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გადააყენა.

რამდენიმე დღის წინ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავეს. თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მტკიცებით, კი თანამშრომელთა საქმიანობაში გადაცდომებს ადგილი არ ჰქონია. ირაკლი ალასანია დღეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა ტაშით გამოაცილეს. თანამდებობა დატოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემაც. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მაია ირაკლი ალასანიას ცოლის და გახლავთ.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მისი მტკიცებით, ქვეყანაში მოვლენები ივანიშვილის მიერ დიდი ხნის წინ დაგეგმილი სცენარის მიხედვით ვითარდება.

"ის რაც თუნდაც ამ დღეებში ხდება მე არ გამკვირვებია. შარშან საპატრიარქოში შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა რამდენჯერმე გამიმეორა, რომ დაიჭერდა მერაბიშვილს, უგულავას და პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ მეც. იქვე მოაყოლა, რომ ირაკლი ალასანიას ჯერ ცოტა ფულს გააკეთებინებდა და შემდეგ კორუფციაზე დაიჭერდა. ამავე შეხვედრაზე ახსენა, რომ შემდეგი "რუსთავი 2"-ის კონტროლის ქვეშ აყვანა იქნებოდა. მეორე დღეს ამ საუბრის შინაარსი დეტალურად გავაცანი "ნაციონალური მოძრაობის" გაფართოებულ პოლიტსაბჭოს. ამ საუბრის შინაარსს ახლა უფრო ფართოდ იმიტომ ვასაჯაროებ, რომ რუსი ოლიგარქი თავის მწყობრ გეგმას მიყვება და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დაჭერები გაგრძელდება და შემდეგი სამიზნე "რუსთავი 2"-ია.
ერთერთი რაც ამ შეხვედრიდან ყველაზე ცუდად დამამახსოვრდა იყო ის, რომ ის მუდმივად მიმეორებდა, რომ თუ ჩემთვის საქართველო სახელმწიფო იყო, მისთვის ის უბრალოდ სამშობლოა. ამ ფრაზიდან მხოლოდ ერთი აზრის გამოტანა შეიძლება - ის ემტერება სახელმწიფო ინსტიტუტებს და ბოლომდე წავა მათ ჩამოსაშლელად... თუ არ შევაჩერეთ!"-განაცადა მიხეილ სააკაშვილმა.

image

0
293
1-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
293
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0