x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
გაწვრთნილმა ძაღლმა, რომელსაც ყველაფრის მოტანა ასწავლეს პატრონის სიცოცხლე შეიწირა.


image
დარვინის პრემია საყოველთაოდ ცნობილია. პრემიის დამფუძნებლები "ნომინანტს" აჯილდოვებენ ყველაზე სულელური, იდიოტური და აბსურდული სიკვდილისთვის.
ერთერთ ნომინაციაში მოხვდა უკრაინის ერთერთი ოლქის (ლუგანსკი)საქალაქო საბჭოს დეპუტატი, რომელიც საკუთარ ძაღლს ასეირნებდა ქალაქის ქუჩებში საყელურისა და ძაღლის ცხვირზე გასაკეთებელი დამცავი ცხაურის გარეშე.
დეპუტატს ძაღლის ასეთ მდგომარეობაში გასეირნების გამო მილიციონერმა-კურსანტმა შენიშვნა მისცა, მილიციონერ-კურსანტს თან ორი ახლობელი გოგონა ახლდა, რომლებიც დამცავი საშუალებების გარეშე მოსეირნე ძაღლმა საკმაოდ შეაშინა.
დეპუტატმა იუკადრისა ახალგაზრდა მილიციონერ-კურსანტის შენიშვნა და ქედმაღლური ტონით დაუწყო საუბარი კურსანტს, "იცი მე ვინ ვარ", სამსახურის დაკარგვა ხომ არ გინდა"?
არც კურსანტმა დაუთმო და მათ შორის ხელჩართული ჩხუბი გაჩაღდა, კურსანტის თანხმლები გოგონების ჩარევით ჩხუბი შეჩერდა, მაგრამ "გაცოფებულმა" დეპუტატმა მოულოდნელად ქურთუკის ჯიბიდან "РГД-5" ტიპის ხელყუმბარა ამოიღო, დამცავი რგოლი გამოაძრო და კურსანტს ესროლა, სიტუაცია კი შემდეგნაირად განვითარდა-ძაღლმა, რომელსაც გაწვრთვნის დროს პატრონისათვის გადაგდებული ნივთის დაბრუნება ასწავლეს, ხელყუმბარას ჩაავლო პირი და პატრონისაკენ გამოიქცა, აფეთქების შედეგად საბრალო ძაღლი ადგილზევე დაიღუპა, მისი პატრონი დეპუტატი კი სასწრაფო დახმარების მანქანაში, ხოლო კურსანტი მსუბუქად დაიჭრა, მისი თანხმლები გოგონები კი დაზიანებას გადაურჩნენ.

8
301
13-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
301
  
2015, 3 თებერვალი, 19:59
მეც შემეცოდა...
2015, 3 თებერვალი, 19:55
საცოდავი ძაღლი.
2014, 6 ნოემბერი, 13:23
გაიხარეთ, ძაღლი შემეცოდა იდიოტი პატრონის ხელში...
2014, 6 ნოემბერი, 12:08
ვაჰაჰა ..კარგად ვიმხიარულე
2014, 5 ნოემბერი, 18:48
ხოო :D ისე ძალიან გამიხარდა ამ სტატიის დასასრული.დამსახურებულად მიიღო
2014, 5 ნოემბერი, 18:46
რიაზანოვის ფილმი გამახსენდა, სადაც ნიკულინი, მორგუნოვი და ვიცინის კინოგმირები დინამიტს აგდებენ მდინარეში და ნაგაზს უკანვე მიაქვს მათთან დინამიტი. :)))
2014, 5 ნოემბერი, 18:38
რაც მოგივა დავითაო.ბოროტება თავადვე დაუბრუნდა
0 1 8