x
image
K.P.
პრემიერმა თავდაცვის მინისტრი გადააყენა

imageრამდენიმე დღის წინ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავეს. თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მტკიცებით, კი თანამშრომელთა საქმიანობაში გადაცდომებს ადგილი არ ჰქონია. რამდენიმე საათის წინ კი მაღალჩინოსნების პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წაუყენა. ეს ყველაფერი როდია, სულ ცოტა ხნნის წინ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრი გადააყენა. image

"მინდა განვაცხადო, რომ სამინისტროს შესყიდვები არაერთხელ გამხდარა მთავრობის მსჯელობის საგანი, რაზეც თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ალასანიას ეძლეოდა შენიშვნები და მითითებები. საგამოძიებო ორგანოების მხრიდან გამოვლენილი იქნა დარღვევები, რასაც მიეცა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება. ბოლო დღეებში თავდაცვის მინისტრის მხრიდან ფიქსირდება აშკარა დაპირისპირება საგამოძიებო ორგანოებთან და სახეზეა საკითხის პოლიტიზების მცდელობა. ნაცვლად იმისია, რომ ირაკლი ალასანიას ხელი შეეწყო გამოძიების პროცესისთვის, მისი მოქმედებები იწვევს მთლიანად თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების პოლიტიზებას, რაც კატეგორიულად დაუშვებელია პირადად ჩემთვის, რაც აისახება უარყოფითად ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მდგომარეობაზე და მთავრობის ეფექტურ მუშაობაზე. ჩემს მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, თავდაცვის მინისტრის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

0
21
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0