სხვა 6 წლის გოგონა სკოლიდან ხელბორკილებით გადაიყვანეს განყოფილებაში 2012, 16 მაისი, 11:01 ჯორჯიის შტატში პოლიციელებმა დააპატიმრეს 6 წლის გოგონა-მას ხერბოლკილები დაადეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. ეს დრამა მოხდა პატარა ქალაქში, მილიჯვილში. გაცოფებული გოგონა ირგვლივ ყველაფერს ანგრევდა, ისროდა წიგნებს, სათამაშოებს, ცდილობდა დაელეწა ფანჯრები, გადმოაგდო თარო, რის გამოც დირექტორი მსუბუქად დაზიანდა. მასწავლებლები ცდილობდნენ ბავშვის დაწყნარებას, მაგრამ ვერ შეძლეს და ამიტომ იძულებულნი გახდნენ პოლიციისთვის მიემართათ. პოლიციელებმა ბავშვი გადაიყვანეს განყოფილებსაში, იქ მას ხერბოლკილები მოხსნეს და წყალიც კი შესთავაზეს, ვიდრე მის მშობლებს მოძებნიდნენ. მშობლები გაოგნებულები იყვნენ მომხდარი ამბით. მათ აღნიშნეს, რომ 6 წლის ბავშვს ასე არ უნდა მოქცეოდნენ და ხელბორკილებით არ უნდა გადაეყვანათ განყოფილებაში. ბავშვმა ფსიქოლოგიური ტრამვა მიიღო, რის გამოც იგი დღემდე ცუდად არის. გოგონას ბრალდებას არ წაუყენებენ, რადგან ის საამისოდ ძალიან პატარაა. 5935 9-ს მოსწონს 1-ს არა
|