შოუბიზნესი მამულიჩა: საქართველო დამცინებს 2012, 16 მაისი, 9:57 პროდუსერმა მამულიჩამ, ცეკვავენ ვარსკვლავების მონაწილე და ქართველი მომღერლის ლელა წურწუმიას ქმარმა კახა მამულიშვილმა, საინტერესო განცხადებები გააკეთა. მისი თქმით ცეკვა არც აქამდე იზიდავდა და არც ეხლა, მაგრამ იმდენი იარა ცეკვავენ ვარსკვლავების ვარჯიშებზე, თავადაც შეისწავლა უკვე. მამულიჩამ ასევე ისაუბრა ლელას კონკურსიდან გამოთიშვის შესახებ: მე პირადად ლელას შემდეგ სამორის და ლიკას ვუჭერდი მხარს და ესემესებსაც ვუგზავნიდი მათ. ლელას სტატუსიდან გამომდინარე საზოგადოების ნაწილმა დაიწყო საუბარი, რომ მამულიჩამ ჩააწყო და ლელას უნდა გაამარჯვებინოსო. პოპულარული ადამიანი ხალხისგან ყველანაირ რეაქციას უნდა ელოდოს. ამისგან დაზღვეული არავინ არის, მაგრამ მათ, ვინც სოციალურ ქსელებში ვიღაცეების ფოტოებს ამოფარებულები წერენ, უწმაწურ სიტყვებს ხმარობენ, ადამიანებად არ ვთვლი. რაც შეეხება კრიტიკას, რა თქმა უნდა, მისაღებია. ზოგი წერდა, რომ ლელა, როგორც მომღერალი, უფრო მოსწონდა, ზოგი წერდა, რომ ძალიან ლამაზად ცეკვავდა. ძალიან ცუდია, რომ ადამიანებმა აზრის გამოხატვის ფორმა არ იციან. მამულიჩამ იმდენი იტრიალა ცეკვის გარშემო, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში თავად იცეკვა სალომე ჭაჭუასთან ერთად. თავად როგორც ამბობს მხოლოდ სალომესთან იცეკვებდა, რადგან მისი თქმიტ ის საუკეთესოდ ცეკვავდა და მისი იმედი ჰქონდა. ალბათ ბევრმა დამცინა, მაგრამ ისე არც ძაან ცუდად მიცეკვია. ლელასგან განსხვავებით მე შედარებით ზარმაცაი ვარ, რადგან დილის 5 საათზე გამღვიძებია და ლელას ხმა გამიგონია – "ერთი, ორი, სამი...". ვფიქრობდი, ხომ არ გავგიჟდი–მეთქი. თურმე ცეკვაში დათვლა ძალიან მნიშვნელოვანია. თავად მამულიჩამ არ გამორიცხა, რომ მომავალშიც თავად გამოვიდეს რაიმე ცეკვის კონკურსში მაგრამ ეშინია იმის, რომ მთელი საქართველო დასცინებს. 509 7-ს მოსწონს
|