x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
"2011..." 3 ნაწილი

imageდევიკო - (იღებს სასმისს) კიდევ და კიდევ, მადლობა რომ ხართ (დალევს, ხსნის კონვერტს იღებს ერთ კუპიურას, დანარჩენს აგდებს მაგიდაზე) წავედი არ მოიწყინოთ. (ნინოს კოცნის ორივე ლოყაზე გადის სახლიდან).
ნინო - (მხიარულად) ხან ისეთ რამეებს აკეთებს, ბავშვი გეგონება.
ეკუსი - ბავშვზე გამახსენდა. კარგად იცი, მედიცინა ძალიან წინ წავიდა და სცადეთ თანხა (ხელს იდებს მკერდზე, იმის ნიშნად, მე ვიხდიო).
ნინო - ასპროცენტიანი გარანტია არ არსებობს. მოლოდინის გაცრუებას ვერ გადავიტან ჩემი თავი წყალსაც წაუღია, დევიკოს არ მინდა გული ვატკინო.
ეკუსი - ააა, დევიკოა პრობლემა, მაგას ორ წუთში მოვაგვარებ.
ნინო - (ეღიმება) დათვერი გოგო, მაგრა აურიე.
ეკუსი - რატომ რა ვთქვი ისეთი, დონორი მყავდა მხედველობაში, სხვა კაცი გაიჩინეო ხომ არ მითქვამს (იცინის) ისე, არც ეგ არის ცუდი ვარიანტი.
ნინო - მაგ საკითხში ცოტა ძველმოდური ვარ. თუ ღმერთმა ინება და ბავშვი გავაჩინე, ბავშვის მამა აუცილებლად დევიკო უნდა იყოს. სხვანაირად გაჩენილ ბავშვს (ღრმად ჩაისუნთქავს) ღმერთო მაპატიე.შეიძლება ვერ მოვეფერო.
ეკუსი – (შეწუხებული ტონით) ჩერჩეტი ვარ, რა მინდოდა ეხლა. მითხარი რა გავაკეთო, ისევ კარგ ხასიათზე რომ დავდგეთ?
ნინო - ვიმღეროთ (მიდის იღებს გიტარას)
ეკუსი - ჩვენი საყვარელი (მღერიან)
(შუქი ქრება. მოქმედება გრდძელდება გივის ფანჯარასთან)
(დევიკო შემოდის ჩერდება ეზოს კარებსა და გივის ფანჯარას შორის. ორი საკმაოდ ლამაზი გოგო ჩაუვლის გივის ფანჯარას. უცებ, ფანჯრიდან ძაღლი ატეხავს ყეფას. გოგოებს წამიერად შეეშინდებათ.)
დევიკო - (გაუჯავრდება ძაღლს) არა გრცხვენია, ფისუნიებს და კატებს ვერ უნდა არჩევდე.აღარ გაბედო ფისუნიების შეშინება. (გოგოები გაჩერდებიან, უხეში ტონით მიმართავს უკან მიმავალი).
გოგო - შენი იდიოტური ქათინაურები შენთვის შეინახე.
დევიკო - (თავს დახრის, ორივე ხელს მიიდებს თავზე) ეს როგორ მომივიდა პატიებას ვითხოვ, ბოდიში ბოდიში და კიდევ ერთხელ ბოდიში (დგას თავჩაღუნული).
გოგო - (ქედმაღლური ჭკუის დამრიგებლური ტონით) ამხელა კაცმა არ უნდა გაიხადო თავი საბოდიშოდ.
დევიკო - (თავს აწევს შეხედავს. ხელს აუქნევს) გაიარეთ გზა გააგრძელეთ, პატიებას ძაღლსა ვთხოვ, მის ნათქვამში რომ ეჭვი შევიტანე. (შეიხედება ფანჯარაში) მართალი ხარ ჩემო ცუგა, კატები არიან კატები.
გოგო - არ გრცხვენია, ამხელა კაცი როგორ გველაპარაკები!
დევიკო - (მიმოიხედავს) ვის ეუბნები ამხელა კაციო, მე?
გოგო - ჰოოო, შენ!
დევიკო - მართალი ყოფილა, სიხარბე აბრმავებსო (დამრიგებლური ტონით) ნუ ყიდულობ, დეიდაჩემო, იაფფასიან კოსმეტიკას სულ დაგაბრმავებს. სიხარბე ცუდი მრჩეველია.
გოგო - ამან ნახე რა, სულ გაუბერა.
II გოგო - წამო თავი დაანებე.
გოგო - მე მეუბნება, დეიდაჩემოო, აბა ნორმალურია?
დევიკო - წესიერად შემომხედე, შენ წინ ტფილისელი თმახუჭუჭა ბიჭი ვდგავარ.
გოგო - (ეეტყობა ძალიან მოეშლება ნერვები, ქუჩას მოათვალიერებს, ხელს პირთან მიიტანს, თითქოს ეჩურჩულება) შენხელებს აღარ აძლევენ. (დაცინვით) თმახუჭუჭა ბიჭო.
დევიკო - აუ, შენ რა ძუნწი ყოფილხარ!
II გოგო - წამო, გეხვეწები
გოგო - ახვარი, უზრდელი ბებერი (გადიან სცენიდან).
გივი - (მოდის ფანჯარასთან. დაინახავს დევიკოს. უჯავრდება ძაღლს) მეზობლებს ვეღარ ცნობ?!
დევიკო - ჩემთვის არ დაუყეფია, კატები იყვნენ
გივი - (ცოტა გაბრაზებული ტონით) მაგრად მომრავლდნენ მაგათი... პატიჟი არ სჭირდებათ. კარებს დაინახავენ ღიას, თავისით შემოდიან, თან კაი დიასახლისებივით სამზარეულოში შერბიან.
დევიკო - (ღიმილით) გივი ძია, გოგო კატები იყვნენ.
გივი - აააა! ოხერი ხარ. არ იშლი შენსას.
დევიკო - კუზიანს სამარე ასწორებსო.
გივი - არ ხარ კუზიანი ჩემო დევიკო, ღმერთმა ნათელში ამყოფოს, შენნაირი მშობლების შვილს კუზი არ ამოუვა. დამიჯერე.
დევიკო - რას იზავ. ბედს ვერ შეცვლი. ხანდახან ვფიქრობ ერთ - ერთი მაინც გადარჩენილიყო იმ ავარიაში. ოღონდ რომელი ვერ გადავწყვიტე, ორივე ერთნაირად მიყვარდა და მიყვარს. გუშინწინ დილით ავედი სასაფლაოს მოვეფერე, ცოტა ხანს ვიჯექი და წამოვედი, ძალიან მაკლიან.
გივი - მარტო აღარ ახვიდე. შეიძლება ჩაგეძინოს და გაცივდე.
დევიკო - (ღიმილით) მთვრალი არასდროს ავდივარ, არც იქ ვთვრები. სხვისი მეზარება, მთვრალებს რომ ახსენდებათ გარდაცვლილები.
გივი - მართალი ხარ.
დევიკო - სულ დამავიწყდა, ავადმყოფი როგორ გყავს?
გივი - ცოტა ხნით ჩამეძინა. რომ გავიღვიძე აღარავინ იყო.
დევიკო - წავალ, ღამე მშვიდობისა!
დევიკო შედის სახლში (ნინო და ეკუსი ჭორაობენ).
ნინო - (დევიკოს დანახვაზე) ვაა, ესე მალე ჩადგა ქარი?
დევიკო - (დაეჭვებული შეხედავს ნინოს) რაღაცას ეშმაკობ.
ნინო - (შეიცხადებს) რატომ ვეშმაკობ; მეგონა კლიმატი შეიცვალა.
დევიკო - რას იძახი, გამაგებინე, რა ქარი ჩადგა, რა კლიმატი?
ნინო - (უკვე ეშმაკურად ეღიმება) როგორ, კლიმატი არ შეცვლილა და შენ აფრები არ გაშალე? არ შეცურე სათევზაოდ?
დევიკო - სულელი ხარ.
ნინო - (არ ჩერდება) დავიჯერო, ესე უცებ დაიჭირე, მაიცა (დგება მიდის დევიკოსთან, დასუნავს) ოოო, მართალი ყოფილა, თევზის სუნი არ ასდის.
დევიკო - რის თევზი, რა თევზი. ვიღაცამ ზღაპარი მოგიყვა და შენც გჯერა პატარა ბავშვივით
ეკუსი - დაგვიბერდი, ბიჭო. გისხლტებიან თევზები. (იცინიან)
დევიკო - (მოფერებით) გაიცინეთ თქვენ შემოგევლეთ გაიცინეთ.
ეკუსი - (აგრძელებს მხიარული ტონით) როცა თევზაობა გიყვარს და თევზს ვერ იჭერ, უნდა გადახვიდე კიბორჩხალებზე. ბევრად ადვილია, ნაპირში პატარა ბადეს ჩაუშვებ და თავისით მოდიანო (აგრძელებს სიცილს)
დევიკო - წავედი, დავიძინე, თქვენი თავი არა მაქვს. დილით ბენზოკალონკაზე უნდა მივიდე, კაცი სჭირდებათ (მიდის საძინებელში)
ნინო - (თხოვნით) იქნებ გაგეგო, რა ხდება გივი ძიასთან?
დევიკო - ეხლა ვნახე, მშვიდობაა.
ქრება სინათლე.
ეზოში ნინო ფენს პერანგებს.მაია - ზურას ცოლი, გარედან წმენდს შუშებს. გამოდის გივი, ჩერდება კარებთან, იღებს მოზრდილ ძვალს.
გივი - (შეწუხებული ტონით) ყველა გიჟი ჩემ კარებთან რატო მოდის. (მიმართავს ნინოს და მაიას) არ იცით, ვინ მიყრის კარებთან ამ ძვლებს? ნინო და მაია - არა, არა, გივი ძია.
გივი - ან საიდან მოაქვს ამხელები, ამას ძაღლი კი არა მიწა ვერ შეჭამს.
(დახედავს ძვალს) ესეთი გაპრიალებული ძვლები, ბავშობაში მაქვს ნანახი ზოოლოგიის კაბინეტში.
ნინო - (შეხედავს ძვალს ღიმილით) მართლა რა გაუპრიალებია, ეტყობა ხორცი ძალიან უყვარს (შემოდის ქუჩიდან დევიკო)
დევიკო - გამარჯობათ მეზობლებო - (შეხედავს ნინოს) ვერაფერი ჩემო გოგო
ვე - რა - ფე - რი.
ნინო - (თბილი ტონით) შენ იყავი კარგად. თვის ბოლოსთვის გამოიარეო ხომ მითხრეს, რაღა დარჩა 8 დღე, წესით უნდა მიმიღონ.
დევიკო - გივი ძია, მართალი იყავი - სულ გაგიჟდა ეს ხალხიო.
გივი - რაო ჩემო დევიკო, ვინ გაგაბრაზა?
დევიკო - გაბრაზებით არავინ, სამუშაოს დასაწყებად ვიყავი ბენზინკალონკაზე რომ დამინახეს: ”ჩვენ ბიჭი გვინდაო”. კინაღამ ვუთხარი (ქუჩური ტონით) არ ა - მო - მა - ღე - ბი - ნო - თქო (იცინის).
ნინო - (ჩუმად) დევიკო (თავით მაიასკენ ანიშნებს)
დევიკო - (შეხედავს მაიას) მაია ჩვენი რძალია, ჩვენიანია.
მაია - დევიკომ სულ რომ მწარედ იგინოს, მაინც სიამოვნებით მოვუსმენ.
დევიკო - მოკლედ ვეუბნები: რა უნდა გააკეთოს ბიჭმა ისეთი, მე რომ ვერ გავაკეთებ თქო. კაი ბატონოო და მიხსნის რა მევალება;” მანქანები, რომ შემოვლენ ბენზინის ჩასასხმელად, შუშები უნდა გაუწმინდო ძალიან სწრაფადო, თან რამე პრაქტიკა თუ გაქვს ამ სფეროშიო აქამდე ნამდვილად არ ვიცოდი თუ შუშების წმენდა რამე სფეროს წარმოადგენდა. (მხიარული ტონით) ანაზღაურება აქვთ ორიგინალური, თვითონ არაფერს გიხდიან, შენ არ უნდა უთხრა ფული მომეციო თავისით რასაც მოგცემენ შენიაო.
გივი - (მხიარული ტონით) მუნჯ მათხოვრად იმუშავეო?
დევიკო - ოღონდ ჰობი უნდა გქონდეს შუშების წმენდა (თავს გააქნევს) სულ კარგად ბრძანდებოდეთ - თქო და წამოვედი. რა უნდა მექნა?!
(მივა ნინოს გადახვევს ხელს და შედიან სახლში)
მაია - გივი ძია, ნინოზე იძახიან ძალიან კარგი ექიმიაო და რატომ არ მუშაობს
გივი - კარგი როა იმიტომ.
მაია - ეგ როგორ?
გივი - (თბილი ტონით) რა გინდა, შე ჭორიკანა ვერ ისვენებ?
მაია - ღმერთმა დამიფაროს, მაგათზე ჭორიკნობა ცოდვაა, ეგ ხალხი ისე მიყვარს, მე კი არა, ვინმემ რომ რამე თქვას თვალებს დავთხრი.
გივი - კაი შვილო, დაწყნარდი. რომელ საავადმყოფოშიც მუშაობდა, იქ საჭირო გახდა ექიმების შემცირება. ნინო კარგი სპეციალისტია და არაფერი ემუქრებოდა, თვითონ დაწერა განცხადება და წამოვიდა. ჩემს მაგივრად 3 შვილის დედას რომ გაუშვებენ ვერ ვიმუშავებო. ისე, თუ დაგჭირდით ყოველთვის მოვალო. რაც მე ვიცი რამდენიმეჯერ გამოიძახეს. ასე, ჩემო მაია, არიან კიდევ კარგი ადამიანები.
მაია - (ვითომ სხვათაშორის) ფული ოხერია, კარგს კი არა, ბანოვანს გაგხდის.
გივი - (მკაცრი ტონით) ვერ გავიგე რა ფული?
მაია - (მშვიდი ტონით) არაფერი, ისე ვთქვი
(გივი შეხედავს დაკვირვებით, ხმას არ გასცემს, წაიღებს ძვალს გადასაგდებად. ეზოს კარებთან მისულ გივის უკნიდან მაია დაეჯღანება ენის გამოყოფით და შევა სახლში).
ქრება შუქი
მოქმედება გრძელდება დევიკოსა და ნინოს სახლში.
ნინო ჩაცმულია, თმებს ისწორებს. დევიკო გამოდის საძინებლიდან.
დევიკო - საით ქალბატონო?
ნინო - დაგავიწყდა?! თვის ბოლოა სამსახურის თაობაზე უნდა მივიდე. დიდი
იმედი მაქვს, ისე შემპირდნენ თან ჩემი სპეციალობით უჭირთ. ასე, რომ
მგონი გაიჩარხა სამსახური. (აიღებს საფულეს, გააღებს ჩაიხედება
და დაკეტავს) ფული სულ არ გვქონია. გააქვს ფული
ტრანსპორტისთვის მინდა.
დევიკო - ტელევიზორზე დევს ორლარიანი. აიღე, სიგარეტს ნისიად გამოვართმევ
ნინო - (იღებს) შემოგიტან სიგარეტს. მე არ მეწუწუნებიან. (გადის ეზოში,
ხედავს ზურა და ლაშა პახმელიაზე არიან, ჯუჯღუნებენ) დილა
მშვიდობისა, მეზობლებო! (ზურა და ლაშა პატივისცემის ნიშნად თავის
დაკვრით ესალმებიან)
ნინო - (ბრუნდება სიგარეტით) რაღაც ვერ ხართ, ბიჭებო, ხასიათზე
ლაშა - ყველაფერი რიგზეა
ნინო - (შედის სახლში, სიგარეტს დებს მაგიდაზე) წავედი,
(ნინო ისევ ჩაუვლის შეწუხებებულ მეზობლებს. გადის გარეთ, ეზოს კარებს
ოდნავ გაცდება. ხსნის საფულეს იღებს ორლარიანს და ბრუნდება ეზოში)
ნინო - ბიჭებო, ფული ვიპოვნე და თქვენ ხომ არ დაგივარდათ (ლაშა და ზურა
უახლოვდებიან. ცოტა შეწუხებული ტონით) მართალია სულ 2
ლარია (აწყვეტინებს ლაშა)
ლაშა - ქალბატონო ნინო, თქვენ იმდენჯერ გაქვთ 5 და 10 ლარიანები ნაპოვნი,
რომ ეს ორი ლარიც ძალიან ბევრია. (ნინო ფულს დაუტოვებს,
გაუღიმებს და წავა).
ზურა - ეხლა რა ვქნათ, არაყზე ვინ მიუშვათ. მწარედ დაიფიცა: “სანამ ფულს
მთლიანად არ მომიტანთ, აღარ მოგყიდითო.
ლაშა - შენ ქალს უთხარი.
ზურა - დაიწყებს ეხლა, მაგრამ არა უშავს. მაია (ხმამაღლა) მაია არ გესმის?! გამოდი ერთი წუთით. (მაია გამოდის) მიდი რა, არაყი გვიყიდე.
მაია - საიდან ფული. არცერთს თეთრიანი არ გქონდათ.
ზურა - როგორც ყოველთვის ნინომ გვიშველა.
მაია - (დამცინავი ტონით) ძალიან გაიაფდით, (ბიჭები ჩუმად უყურებენ) რას მიყურებთ? ვერ მიაგდეთ სახეში
ზურა - ჩაიგდე გოგო ენა. რისი საშუალებაც (მაია აწყვეტინებს)
მაია - კარგად ვიცი ყველაფერი, ის მდიდარი კახპა მაგათ (თავით დევიკოს სახლისკენ მიანიშნებს) ფულს მოაკლებს: თქვენ რა, გონიათ თავის ნაოფლარს არიგებს
ლაშა - ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქ
ზურა – ან ის რატოა კახპა?
მაია - (დაბოღმილი ტონით) აქ ვერ გააჩერებს მანქანას? ქუჩის ბოლოში ჩამოდის, მთელი გზა ტრაკის ქნევით რომ გამოიაროს.
ლაშა - (მოფერებითი ტონით) ქალი ყველა პრანჭიაა
მაია - ეგეთი? ასი კაცი რომ იდგეს ერთად, ასივეს გაეპრანჭება, თან სათითაოდ.
ზურა - სულ მკიდია ვინ რას იქნევს, მიდი გვიყიდე (აწვდის ფულს)
მაია - (აგრძელებს, გახარებული ტონით) სანამ ჯართში ჩააბარებდით, ჭიშკარსაც არ მაზავდა.
ზურა - მოწეული ხარ შეჩემა
მაია - (ზურას გამოკვეთილად) დე ბი ლო. Gსანამ ჭიშკარს გააქცუნებდით, გაღებისას რომ დაიჭრიალებდა, როგორ გაუღიმებდა და წაეკეკლუცებოდა ხოლმე. A რა?
ზურა - მკიდიათქო ჭიშკარიც ჩვენ არ ჩაგვიბარებია ათასჯერ გითხარი.
მაია - ჰო, ბებიაჩემმა ჩამოხსნა და ჩააბარა.
ლაშა - (თხოვნით) ეხლა გვიშველე, ჩვენ თვითონ ვჭრიალებთ, მერე თუ გინდა გვაგინე
მაია - (დამცინავი ტონით) ჯერ რომ გაგინოთ, ვერა?
ზურა - (გაბრაზებული ტონით) რამხელაზე წაიგდე ენა, შენი დედას შევეცი.
მაია - (ჯიუტი ტონით) დედაშენს შესცე ჯობია, ბევრად ახალგაზრდაა.
ზურა - (მუშტს მოუღერებს და გაიწევს მაიასკენ) მოკეტე თორემ, ჩაგილურჯებ თვალებს.
მაია - (არ აქცევს ყურადღებას. სახეს მიუტანს სახესთან. Gგაბოროტებული ტონით) მიდი გაბედე, ამოგაყოფინებ თავს ციხეში, მერე ვნახოთ ვინ იქნება ნაცემი და მიჩმორებული.
ზურა - (შეხედავს ლაშას) მართალია მამაშენი, გესლიანების დრო დადგაო.
მაია - რატო ვითომ, შენ დილიხორზე რომ ვეღარ მიბრახუნებ. ძალიანაც მშვენიერი დროა
ლაშა - კარგით დაწყნარდით (მაიას) ვინ გცემს ან ვის უცემიხარ?
მაია - (ლაშას უხეშად) შენ ჯობია მამაშენი დააწყნარო. იქ ყველასთვისაა ადგილი.
ზურა - გასაჩეჩქვი არა აქვს ეხლა თავი.
მაია - (ბოროტი, ჯიუტი ტონით) გაბედე. შემეხე შე არა კაცო.
ზურა - (ლაშას) მართალია (მიუტრიალდება მაიას) შენთან ერთად რომ მძინავს არა კაცი ვარ, აბა რა ვარ.
მაია - (დამცინავი ტონით) შენც მართალი ხარ (გამოკვეთილად) გძინავს!
ლაშა - (ზურას) წამო - წამო ვინმეს ვნახავთ.
(შუქი ქრება.) ახალი ეპიზოდი.
ნინო შედის წყნარი სიარულით სახლში.
ნინო - ხვალიდან ვიწყებ სამსახურს. აგვისტოში შენ
საყვარელ შავ ზღვაზეც შევძლებთ ცოტა ხნით ჩარბენას. (ჯდება
სკამზე იხდის ფეხზე და იზილავს თითებს) ცოტა დავიღალე.
დევიკო - რამ დაგღალა?
ნინო - ფეხით მომიწია მისვლა მოსვლა.
დევიკო - ტრანსპორტის ფული ხომ გქონდა?
ნინო - არ იცი რა დაბნეული ვარ, დავკარგე.
დევიკო - (მოფერების ტონით და ღიმილით) აააა იპოვნე. (ნინო თვალს
აარიდებს ვითომ ვერ გაიგო).
ნინო - (რეკავს ტელეფონი) ჩემი ეკუსი, გახარებული ხმა გაქვს, რა მოხდა?
(პაუზა) ვერ გამოვალ, ეხლა მოვედი დაღლილი ვარ (პაუზა) სად და
სამსახურის დასაწყებად. (პაუზა) ხვალიდან ვიწყებ. (პაუზა) ტელე -
ფონით გაგონილიც გამიხარდება. (პაუზა) კარგი თუ ძალიან
გამეხარდა გამოვალთ (პაუზა) ეხლა ბაჩა ახსენე თუ მომესმა?
შენ ლექსიკონში ისევ შეიტანე ეს სახელი? (პაუზა) ვიხუმრეო რომ
მითხრა, იცოდე ხმას აღარ გაგცემ (პაუზა) მოვდივართ, ტაქსის ფული
დამახვედრე!
დევიკო - ეკუსისთან რა ხდება, რამ გაგახარა
ნინო - გამოიცანი?
დევიკო - (დააკვირდება ნინოს) გათხოვდა?
ნინო - ისევ ბაჩაზე. უნდა მივიდეთ თორემ გაგიჟდება.
დევიკო - (გახარებული) დედას ვფიცავარ, ბაჩა რომ ახსენე, მაშინვე გულში
გამკრა შერიგდნენ - თქო (პატარა პაუზა) 10 დღე არაა რაც დავლიეთ
სიტყვა არ უთქვია, ისევ ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი.
ნინო - ნუ ეტყვი, შენ და ბაჩა მაგისგან ფარულად რომ მეგობრობდით. ხომ იცი რა ჩერჩეტია. მაგის ბუტიაობის თავი არა მაქვს. (ეცინება) წავედით?
დევიკო - წავედით.
სინათლე ქრება ახალი ეპიზოდი.
მოქმედება გრძელდება გივის სახლში. ტაბლა გაშლილია. ლევანი გონდაკარგული წევს, ექიმი პულსს უსინჯავს. წრეში დგანან გივი, ლაშა და ზურა და ექიმს უყურებენ.
ექიმი - მძღოლს უთხარით საკაცე მოიტანოს, თქვენი დახმარებაც დამჭირდება.
გივი - (შეშინებული) იცოცხლებს, ექიმო?
ექიმი - დამშვიდდით, საშიში არაფერია.საავადმყოფოში მიხედავენ.
შემოდიან, შემოაქვთ საკაცე. ლევანის აწვენენ და გაყავთ. წინ მძღოლი. უკან
ზურას და ლაშას თითო - თითო სახელური უჭირავთ.
გივი - (ლაშას და ზურას) წესიერად მოკიდეთ ხელი, არ დაგივარდეთ!
ლაშა - არ ვართ მთვრალები.
ზურა - ორი ჭიქის დალევა მოვასწარით.
გივი - (მკაცრად) რატოა აბა ცუდად (პასუხს არ გასცემენ, გაჰყავთ ლევანი)
ზურა და ლაშა ბრუნდებიან დევიკოსთან და ნინოსთან ერთად
გივი - (ნინოს დანახვაზე გახარებული) რა კარგია მოხვედი.
ნინო - გისმენ გივი ძია.
გივი - აღარაფერი, წაიყვანეს საავადმყოფოში. ცუდად რომ გახდა შენ სახლში
არ იყავი, სასწრაფოს მოსვლამდე მშიშარა დედაკაცივით ვკანკალებდი.
ეხლა ცოტა დავწყნარდი.
ნინო - ვიცი, ლაშამ მოგვიყვა.
გივი - ეჰ (შეხედავს ლაშას) ვერასდროს დაჭკვიანდება, სულ ესეთი იქნება.
ლაშა - რა ვქნა, მე ვეუბნები ცუდად გახდიო.
გივი - ხე ხარ შვილო, თან ნაძვის, მარადმწვანე!
დევიკო - (ღიმილით) ქალი უნდა ქალი!
გივი - ქალი რომ კაცს აჭკვიანებდეს (ხელს ჩაიქნევს, წყნარი ტონით) გიჟს
გეიშა ვერ უშველის!
ნინო - (მოფერებით) რა აქვს საშველი, მშვენიერი ბიჭია, არაფერი აკლია!
გივი - აკლია შვილო – ტვინი!
ლაშა - ძალიან კარგი ტვინი მაქვს ცოტა მაცადე, დაინახავ!
გივი - ღმერთმა გისმინოს, ჩემზე მეტად ვის გაუხარდება (ნინო შედის სახლში)
ლაშა - (მივა კარებთან) კიდევ მოუტანია (იღებს ძვალს და მიაქვს გადასაგდებად)
გივი - (დაცინვის ტონით) ერთობიან გიჟები ერთს მოაქვს, მეორეს მიაქვს.
(ლაშა აგდებს ძვალს, შემოდის)
ზურა - გივი ძია, მოხვედი ხასიათზე?
გივი - სულ ჩემ ხასიათზე ფიქრობ, შედით, გააგრძელეთ!
ლაშა - დევიკო, შემოდი!
დევიკო - (მადლობის ნიშნად ხელს იდებს მკერდზე) კარგად ვარ
ყველანაირად. ეკუსი და ბაჩა შერიგდნენ, კაი დრო ვატარეთ.
გივი - კარგი სალმიანი გოგოა.
დევიკო - გენახა როგორები იყვნენ, იფიქრებდი პირველად სხედან
ერთმანეთის გვერდითო.
გივი - სიყვარული, როგორც გაზაფხულის მოსვლა პირველივით გიხარია.
დევიკო - მართალი ხარ, გივი ძია.
შემოდის მეზობელი ძვლით.
გივი - (გაკვირვებული) შენ მოგაქვს ეს ძვლები?
მეზობელი - ამ უბანში შენი ძაღლი მიყვარს ძალიან.
გივი - (ცოტა გაბრაზებით) დალოცვილო, თუ გიყვარს ცოტა ხორცი მაინც დაუტოვე! გაპრიალებული ძვლები რომ მოგაქვს, ჩემი ძაღლი კამათლებს კი არ აკეთებს!
მეზობელი - (პატარა პაუზა. ცოტა დაბნეული) უყვართო ძაღლებს.
გივი - (მეგობრული ტონით) ლამის გრიჟა გამომივიდა ამ ძვლების ყრაში, გადააგდე და შემოდი, კარგი ღვინო მაქვს წაუქციოთ, ერთად მგონი არც დაგვილევია.
მეზობელი – (ნაძალადევი ღიმილით) არ ვსვავ, მადლობა დაპატიჟებისთვის, კარგად მენახეთ.
გივი და დევიკო – (ხელის აწევით) კარგად.
დევიკო – ძაღლების გარდა, ცოტა ღვინოც რომ ყვარებოდა, არ ივლიდა ძვლებით მეზობლებში.
გივი - (წყნარი ტონით) ცდები. ღვინოც რომ ყვარებოდა აბა, მერე გენახა ძვლებით სიარული.
დევიკო – (მხიარულად) გადავრჩენილვართ.
გივი – (ჩაფიქრებული) მგონი ვაწყენინე, კარგად არ გამომივიდა ნათქვამი.
დევიკო – ხშირად ვხედავ ქუჩაზე, თუ გინდა? შენი სახელით მოვიკითხავ.
გივი – კარგს იზავ (პატარა პაუზა) წავედი, შენც მოისვენე.
დევიკო – დროებით გივი ძია (შედიან სახლებში)
ქრება სინათლე

0
32
1-ს მოსწონს
ავტორი:გია პავლიაშვილი
გია პავლიაშვილი
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0