x
მეტი
  • 09.11.2024
  • სტატია:138142
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511852
"დახეული წინდები" - მხოლოდ ერთი სურვილი, უძლიერესი მეფისა!

არაბეთის ნახევარკუნძულს შუა საუკუნეების პერიოდში, მხოლოდ ერთი მმართველი, მეფე ჰყავდა. აბუ ჯაფარი, რომელიც ცნობილი იყო როგორც ყველაზე გულუხვი, კეთილშობილი და პატიოსანი მეფე. მას ჰყავდა მხოლოდ ერთი ვაჟი, სახელად ჰუსეინი. მეფის ერთადერთი ვაჟი ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებში არ ერეოდა, მითუმეტეს, რომ ერთადერთი მემკვიდრე იყო. ამ ფაქტით მეფე ძალიან წუხდა, ამასთან ერთად მეფის ყურადმე ჭორის დონეზე მიდიოდა ამბები იმის შესახებ, რომ მის ვაჟს სურდა მამამისის გარდაცვალება, რათა სამეფო ტახტზე ასულიყო.


image


ჰუსეინი იყო უყურადღებო, ქალების მოყვარული და ძალზედ ზარმაცი სამეფო ოჯახის მემკვიდრე. გართობას აყოლილი, მამას თითქმის არაფერში ეხმარებოდა. ერთადერთი რამ რასაც ის მამისთვის აკეთებდა, ძვირფასეულობის დათვლა იყო.


წლები გადიოდა, მეფე უკვე საკმაოდ ხანში შესულიყო, თუმცა ჰუსეინში ცვლილება კვლავ არ შეინიშნებოდა, მეფე უფრო წუხდა და მემკვიდრედ თავის ბიძაშვილის შვილის დასახელება სურდა. ამ ამბავმა ჰუსეინის ყურამდე მიაღწია და მოულოდნელად ცვლილებები დაიწყო, ეს ფაქტი ალალ-მართალ მეფეს ძალიან ესიამოვნა, მას შვილის იმედი კვლავ გაუჩნდა და სპარსეთის ყურეზე სალაშქროდ გულიანად გაემგზავრა. არავინ იცოდა, რომ ეს საბედისწერო აღმოჩნდებოდა... მეფეს თან ახლდა ჰუსეინიც. გაჩაღებულ ომში, ჰუსეინი მეფის უკან იმალებოდა. აბუ ჯაფარი ყველაფერს ხვდებოდა, მაგრამ მაინც არ იმჩნევდა, ის ხომ მისი ერთადერთი ვაჟი, მემკვიდრე იყო.

image


ომში მეფე მძიმედ დაიჭრა, ასე რომ ვთქვათ სასიკვდილო ჭრილობა მიიღო. დაბრუნდნენ თუ რა სამეფოში, მეფე შვილთან განმარტოვდა:
"შვილო, სიკვდილს ვგრძნობ, ვკვდები... მინდა მხოლოდ ერთი თხოვნა შემისრულო, სხვა არაფერს გავალებ. აიღე ეს ფურცელი, პირობა მომეცი რომ არ წაიკითხავ სანამ მე არ დამმარხავ და ჩემს დახეულ წინდებს არ ჩამაყოლებ, არ დაივიწყო! ეს წინდები აუცილებლად უნდა ჩამაყოლო..."


image

მეფე გარდაიცვალა... გასვენების დროს მოიყვანეს მოლა, რომელსაც მეფის სულისთვის უნდა ელოცა. ჰუსეინმა მოლას მოახსენა იმის შესახებ, რომ წინდები უნდა ჩაეყოლებინა. მოლამ ჰუსეინი ცივი უარით გაისტუმრა, განრისხებულმა ახალ მეფემ, მოლას თავი მოჰკვეთა. ამჯერად დაიბარეს უდიდესი მოლა, რომელიც სამეფო კარის შემდეგ, ყველაზე დიდი პრივილეგიებით სარგებლობდა სახელმწიფოში. იგივე პასუხი გასცა ამ მოლამაც, რადგან ისლამის რელიგიაში, გარდაცვლილზე რაიმე ნივთის ჩატანება იკრძალება. ჰუსეინს სხვა გზა არ დარჩა, დახეული წინდები მეფის საფლავში ვერ ჩააყოლა. გასვენების შემდეგ, ჰუსეინმა ამოიღო ის ანდერძი, რომელიც მას მეფემ წერილის სახით დაუტოვა:

"ჩემო ჰუსეინ, ვიცოდი, რომ ამას ვერ გააკეთებდი. სანამ ცოცხალი ვიყავი არაფრად არ ივარგე, აგერ ახლა არ ვარ და ის დახეული წინდებიც კი ვერ ჩამაყოლე... როგორ უნდა მქონდეს მე ან სახელმწიფოს შენი იმედი?! შენ გახდი მეფე, მაგრამ რაც კი ქონება მქონდა, დაურიგდა მოსახლეობას თანაბრად! ახლა შენ ხარ მეფე, რომელსაც თითქმის არაფერი გააჩნია. მეც მასე ვიყავი თავიდან... ახლა შენი ჯერია!"


image


იხილეთ ასევე:


1 - 12 მუსლიმი სიცოცხლეს გამოასალმეს, შოკისმომგვრელი ფოტოები

2 - რას ნიშნავს პოლტერგეისტი და რა ვიცით მოჩვენებების შესახებ?!

3 - საოცარი ფოტოები და მათი ისტორია

4 - იგავი კაცის და გველის მეგობრობაზე

5 - "როგორ მოპარეს მძღოლს ავტომობილი, მიქელამ და მისმა მეგობარმა?" - რეალური ისტორია ირანიდან!





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

3
480
13-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
480
  
2016, 25 ნოემბერი, 19:51
კარგი ისტორიაა, მალადეც ალექ
2016, 25 ნოემბერი, 19:41
მადლობა
2016, 25 ნოემბერი, 19:38
ფინალი მომეწონა.
0 1 3