x
მეტი
  • 14.10.2024
  • სტატია:137607
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511481
ეს საინტერესოა.. ამონარიდები სხვადასხვა წიგნებიდან.

image
''-კათოლიკეები ნერვებს მიშლიან, სინდის-ნამუსი არ გააჩნიათ.
-პროტესტანტები?
-საკუთარ სინდის-ნამუსზე იმდენს მიედ-მოედებიან, დაგაოსებენ.
-ათეისტები?
-მოსაწყენი ხალხია, მუდამ ღმერთზე ლაპარაკობენ.
-თქვენ, თქვენ ვინღა ხართ, შნირ?
-მე კლოუნი ვარ.''

- კლოუნის თვალთახედვა.

----------------------------
„ცხოვრებაში გვიდგება ისეთი დრო და ჟამი, როდესაც ვივიწყებთ იმ ჩვენს ღმერთს: მაშინ ყოველ ჩვენგანს, ალალმართალ კაცსაც კი სჭირდება გახსენება, რომ გამოერკვეს თავდავიწყებიდან, ამიტომ განთიადი აღვიძებს ჩვენში სინდისის გონივრულ ხმას. ეს ხმა წინამოერბედია ჩვენი მოვალეობის გრძნობის გამოფხიზლებისა.“

"დემონების არსებობა ღმერთის არსებობას ამტკიცებს. ვისაც ოდნავ მაინც არა სწამს სატანა, მას არცთუ ძალიან ღმერთი სწამს. ვინც მზის არსებობას აღიარებს, მან სიბნელის არსებობაც უნდა აღიაროს. სატანა არის ღმერთის მიერ გაჩენილი ღამე. რა არის ღამე? ღამე არის დღის არსებობის დამამტკიცებელი საბუთი."

- კაცი, რომელიც იცინის. ვიქტორ ჰიუგო.

---------------------------

„ადამიანთა ყოფიერების საიდუმლო მხოლოდ იმაში კი არ მდგომარეობს, რომ იცოცხლოს, არამედ იმაშიც, რისთვის იცოცხლოს. თუ მტკიცედ არ იცის რისთვის ცოცხლობს, ის სიცოცხლეზეც არ თანხმდება და ურჩევნია თავიც კი მოიკლას, ვიდრე თუნდაც პურით აღსავსე დედამიწაზე დარჩეს.“

"ერთი ბებერი ცოდვილი ცხოვრობდა მეთვრამეტე საუკუნეში, რომელმაც განსაცხადა, ღმერთი რომ არ არსებულიყო, მისი გამოგონება გახდებოდა საჭიროო. და მართლაც, ადამიანმა ღმერთი მოიგონა და ის კი არ არის გასაკვირი ან საოცარი, რომ ღმერთი მართლაც არსებობს, არამედ ის, რომ ასეთი აზრი – ღმერთის აუცილებელი არსებობის აზრი – ისეთ ველურ და ბოროტ ცხოველს შეიძლებოდა გასჩენოდა, როგორიც ადამიანია.“

-ძმები კარამაზოვები.დოსტოევსკი.

---------------------------

ამქვეყნად ყველაფერი წყალმა რომ წაიღოს და ის გადარჩეს, კიდევ ექნება აზრი ჩემს ყოფას, მაგრამ თუ მთელი ქვეყანა გადარჩა და ის დაიღუპა, სამყარო ჩემთვის გაუცხოვდება და აღარც მის ნაწილად აღვიქვამ თავს.

-ეს გრძნობა მიწის წიაღში გაქვავებულ, ძველისძველ ქანებს ემსგავსება.ის არის არც თუ დამატკბობელი, თუმცა სიცოცხლისთვის აუცილებელი წყარო. ჰიტკლიფი - ეს მე ვარ, ნელი! ის სულ ჩემს გულშია: როგორც დიდი სიხარული და ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე მეტად მიყვარს, არამედ როგორც - მთელი ჩემი არსება..."

-ქარიშხლიანი უღელტეხილი. ემილი ბრონტე.

---------------------------

"ნამდვილი სილამაზე იქ თავდება, სადაც ინტელექტი იწყება"

"მდაბიონი გრძნობენ, რომ ლოთობა, სისულელე და უზნეობა მათ საკუთარ ხვედრად ქცეულა და თუ რომელიმე ჩვენგანი ამავე სისაძაგლის მსხვერპლად აურჩევია ცხოვრებას, სწორედ ეს მატებს ძალას მათ უფლებებს"

"მშვენიერება ისეთივე უდიდესი მოვლენაა სამყაროში, ვით მზის სინათლე, გაზაფხული, ან მთვარის ვერცხლისებრი პირსაბურველის ანარეკლი მრუმე წყალში. მშვენიერება უდავო რეალობაა. ის ღვთიური და ამასთანავე უზენაესი უფლების მატარებელია. და მეფური უფლებით აღჭურვაც მხოლოდ მათ რგებიათ წილად, ვინც მისი მფლობელნი შეიქმნებიან"

" -ხელოვნებაზე რაღას იტყვით?
-ხელოვნება სნეულებაა
-სიყვარული?
-ილუზიაა მხოლოდ
-რელიგია?
-ეს ხომ თანამედროვე რწმენის შენაცვლება გახლავთ უბრალოდ"

-დორიან გრეის პორტრეტი..


2
1458
3-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
Mediator image
1458
  
2015, 12 აგვისტო, 15:31
კარგია, მომეწონა
2015, 11 აგვისტო, 20:56
ამქვეყნად ყველაფერი წყალმა რომ წაიღოს და ის გადარჩეს, კიდევ ექნება აზრი ჩემს ყოფას, მაგრამ თუ მთელი ქვეყანა გადარჩა და ის დაიღუპა, სამყარო ჩემთვის გაუცხოვდება და აღარც მის ნაწილად აღვიქვამ თავს.


-ქარიშხლიანი უღელტეხილი. ემილი ბრონტე.


წიგნიც მიყვარს და ფილმიც ტომ ჰარდის მონაწილეოით ოღონდ
0 1 2