შოუბიზნესი "რუსთავი 2" - ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია არხის სახელით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს ( + ვიდეო ) 2014, 30 ოქტომბერი, 19:55 რას წერს ნიკა გვარამია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე: - " არხის სახელით მინდა განვაცხადო:
1) ქალბატონმა ამალია ჯიბლაძემ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში იმღერა ცოცხლად და არა ფონოგრამით.
2) ვწუხვარ, რომ ქართული ესტრადის ფონოგრამაზე გაწაფული წარმომადგენლები ვერ ( ან შეგნებულად) ასხვავებენ ერთმანეთისგან ფონოგრამას და ეთერში გასაშვებ დამუშავებულ ვიდეოს, რა დროსაც მუშავდება მათ შორის ხმაც და ხდება მონტაჟი, რა დროსაც შესაძლებელია ეთერში გამოსახულების და ხმის აცდენა.
3) არ მივიჩნევთ შესაძლებლად, მომავალში რაიმე სახით ვითანამშრომლოთ იმ პირებთან, ვინც არხი პრაქტიკულად თაღლითობაში დაადანაშაულა. შესაბამისად " ბრავოს" ხვალინდელი ეთერიდან არხის გადაწყვეტილებით მოიხსნა პარლამენტის წევრი ბატონი გოგა ხაჩიძე.
4) თუ რაიმე ეჭვები არსებობს ქალბატონი ამალიას შესაძლებლობების შესახებ, უყუ რეთ ოთხშაბათის " სხვა შუადღეს". ამით არ ასრულებს " რუსთავი 2"- ის გენერალური დირექტორი ბატონი ნიკა გვარამია თავის სიტყვებს, და ბოლოს წერს: – " ეს პირადად ჩემგან: მომღერალმა და არამომღერალმა ქართველმა ლუზერებმა ორი დღეც ვერ აიტანეს " არსაიდან" მოსული ნიჭიერი ქალის პოპულარობა - სამარცხვინო ბოღმები. P.შ. საინტერესოა, მომღერალი ანრი ჯოხაძე ბოდიშს მოუხდის თუ არა თაღლითობაში დადანაშაულებულ ტელეკომპანიას და საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც ეჭვი გაუჩნდა ქალბატონი ამალიას გულრწფელობაში? 358 11-ს მოსწონს
|