x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ამბავი "შლეგ" მმართველზე და დაკარგულ ღიმილზე.


image


ოდესღაც ბედნიერ და მშვიდ ქვეყანაში შიცვალა დროება და შინაომებმა, ქაოსმა და ანარქიამ დაისადგურა. ხალხს უიმედობამ და ცუდმა ვითარებამ მომავლის რწმენა დაუკარგა და ჰოი საოცრებავ! გამოჩნდა ზღაპრის გმირივით ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ხალხს მომავლის იმედი ჩაუსახა და უკუნეთიდან სინათლეზე გამოსვლისათვის ბრძოლაში, მათ თანადგომისაკენ მოუწოდა.
დაბეჩავებული, ცხოვრებაზე ხელჩაქნეულ ხალხს იმედის ნაპერწკალმა ჩამოუარა და დაიძრა ეს ხალხი ბოროტი მმართველის შესაცვლელად.
ოკეანის ტალღასავით აბობოქრებულმა ხალხმა შელეწა ბოროტების ციტადელი და გადააყენა მმართველობიდან ბოროტი მმართველი.
ნელი ტემპით მაგრამ ხალხს მომავლის იმედი დაუბრუნდა, ნათელმა მძლავრი ლახვარი ჩასცა სიბნელეს და ხალხმაც შვებით ამოისუნთქა.
ის რაც სულ ცოტა ხნის წინ წარმოუდგენელი ჩანდა რეალობად აქცია ქვეყნის ახალგაზრდა მმართველმა, ჩაბნელებული ქეყანა გაანათა, დღისით და ღამით მოთარეშე ყაჩაღებს, ნარკომანებს და მოძალადეებს თავისუფლად პარპაში შეუზღუდა, გაქსუებულ ჩინოვნიკებს კანონის ძალა აგრძნობინა და ხალხს დაკარგულ რწმენასთან ერთად ღირსების შეგრძნებაც დაუბრუნა.
საქმე "წინ წაიგდო" და ქვეყნის აღმშენებლობაც დაიწყო, რისთვისაც ერთერთმა სასულიერო იერარქმა მას ახალი დავით აღმაშენებელი უწოდა. თუმცა განა ხანგრძლივად გაგრძელდა ეს ბედნიერება?
ქვეყნის მმართველმა თავი მართლა სულკურთხეულ დავით მეფედ წარმოიდგინა თავი და ქვეყნისათვის წაღმა მოტრიალე ბედის ჩარხი უკუღმა დაატრიალა, როცა ქვეყანაში "პოლიციური რეჟიმს" და უსამართლობას მწვანე შუქი აუნთო. ხალხს რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ბედნიერი იყო და მომავლის იმედით აღსავსე, სახეზე ღიმილი გაუქრა. ღიმილმა დატოვა ეს ქვეყანა, იცინოდა მხოლოდ ქვეყნის მმართველი და მისი გარემოცვა, რომელიც მმართველის ხელის გაქნევაზეც კი მზად იყო მისი დავალება შეესრულებინა.
ბოროტების ციტადელი რომელიც ხალხის ძალით იქნა შელეწილი უფრო მძლავრი და შეუვალი გახადა ახალგაზრდა მმართველმა და მისმა გარემოცვამ.
გამოჩნდნენ ადამიანები რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს ახალგაზრდა მმართველის ბოროტ განზრახვებს და სწორედ აქ გამოჩნდა, რომ მმართველი რომელიც უამრავ ენაზე საუბრობდა და ინტელექტუალის შთაბეჭდილებასაც ტოვებდა, სინამდვილეში "შლეგი" აღმოჩნდა, რადგან ოპონენტებს ძალისმიერი ხერხებით გაუსწორდა.
ამ "შლეგმა" "კრაზანების ბუდედ და ბოროტების იმპერიის მემკვიდრედ შერაცხულ ქვეყანას იმდენი "უჩხიკინა", რომ ისედაც ქვეყნის "შთანთქმის" მსურველ ქვეყანას მიზეზი მისცა აგრესია განეხორციელებინა და ქვეყნის საკმაოდ დიდი ნაწილის ოკუპაცია მოეხდინა.
სწორედ ამ აგრესიისას გამოჩნდა მმართველის ნამდვილი სახე: მმართველი რომელიც მუდამ შემართულად და ომახიანად გამოდიოდა "თავყრილობებზე" და შეხვედრებზე ლაჩარი აღმოჩნდა.
1 ნაწილის დასასრული.

28
29
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
29
  
2014, 2 დეკემბერი, 14:19
ასე თუ გაგრძელდა არც ეგაა გამორიცხული. :((((
2014, 2 დეკემბერი, 14:15
მგონი მეორე არა და III ნაწილის სათაური იქნება "შლეგის დაბრუნება". :((
2014, 3 ნოემბერი, 14:06
ჩემია და ჯერ გაგრძელება უნდა ნახო დასკვნა ბოლომდე რომ გამოიტანო. :))))
2014, 3 ნოემბერი, 13:46
ახალგაზრდა მმართველის წინააღმდეგობის გამწევებმა ხო ააყვავეს საქართველო და ყველა ოცნება ხო უკლებლივ შეუსრულა ხალხს მის მერე საქართველოში აღარ მინახია მოღვრემილი საახეები სულ ბედნიერ და გაღიმებულებს ვხედავ :D:D:D:D არც წინადა არც ეხლანდელი ვარგა მთავრობა და არ შემდეგი ივარგებს .
2014, 3 ნოემბერი, 13:34
ვისი მოფიქრებულია ეს სტატია ?
2014, 31 ოქტომბერი, 22:27
მოდი ჯერ საიდუმლოდ დავტოვოთ. :)))
2014, 31 ოქტომბერი, 15:00
რა ბლოგს გვიმალავ :@@
2014, 31 ოქტომბერი, 12:55
ტელეკომპანია იმედმა ჩემი ბლოგიდან დაუკითხავად აიღო ჩემი ხედვა აფხაზეთთან დაკავშირებით და დილის ეთერში გაუშვა ზედმიწევნით დაკოპირებული, ავტორი კი როგორც ყოველთვის "დაიკიდეს".
უნდა არსებობდეს რაღაც მექანიზმი რომელიც ავტორს დაიცავს მსგავს შემთხვევებში.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10