შოუბიზნესი სკანდალების მოყვარული ანრი ჯოხაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პროექტ " ნიჭიერის" მონაწილეს თვალთმაქცობაში ადანაშაულებს 2014, 30 ოქტომბერი, 14:35 მომღერალი ანრი ჯოხაძე ტელეპროექტ " ნიჭიერში" ერთ - ერთი შემსრულებლის ამალია ჯიბლაძის გამოსვლას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. მისი აზრით, ქალბატონმა, რომელმაც როგორც ჟიურის წევრებს, ისე სრულიად დარბაზს თვალზე ცრემლი მოჰგვარა და უარყოფითი ემოციების არ მოყვარული და მუდამ მხიარული ია ფარულავაც კი აატირა, ფონოგრამზე შეასრულა სიმღერა.
"მგონი ჩვეულებრივად გვაჭამეს ამალია
მაკააააარრრრ მოგვატყუეს მაკაააარრ !!! მომღერლის აზრით ამალია ჯიბლაძემ პროექტის კასტინგზე ფონოგრამაზე იმღერა.მის სტატუსს გამოხმაურება რა თქმა უნდა მოჰყვა სოციალურ ქსელში.საზოგადოება ემოციებს ვერ ფარავს და უხამსი სიტყვებით მოიხსენიებს როგორც ჟიურის წევრებს, ასევე თავად ანრი ჯოხაძეს ( ერთ - ერთი მომხმარებელი ჯოხაძეს " ვერშემდგარი და ყვითელი ჟურნალების სკანდალებით გაპოპულარულებულ ვარსკვლავად მოიხსენიებს კომენტარში). – "მე ამ სივრცეში ვერ დავამტკიცებ, რომ ფონოგრამა არ იყო, მაგრამ ანრი ჯოხაძის სტატუსზე ვერშემდგარი და ყვითელი ჟურნალების სკანდალებით გაპოპულარებული ვარსკვლავების ხორხოცი ძალიან სასაცილოა სასწრაფოდ გამოეხმაურა ანრის სტატუსს ერთ - ერთი პირველი ბესო მახარაშვილი, რომელიც ჯოხაძის მსგავსად ამტკიცებს, რომ ქალბატონი ამალია ფონოგრამაზე მღერის: - "ამალია ფონოგრამაზე მღერის თუ მეჩვენება? ბევრჯერ გადავახვიე, კადრი და ხმაც შევანელე, მაგრამ მგონი არ მეჩვენება. პრინციპში ბევრი მომღერალი მყავს მეგობრებში და ისინი უფრო მიხვდებიან". P.S. ფონოგრამაზე შეასრულა თუ არ შეასრულა ქალბატონმა ამალიამ თავისი ნომერი, ერთი რამ ცხადზე უცხადესია - მისმა გამოსვლამ ფრიად მოხიბლა სრულიად საქართველო და აღაფრთოვანი ჟიური. ნიკა გვარამიამ შემსრულებელს " ამ სცენაზე განუმეორებელი" უწოდა. რაც შეეხება სკანდალების მოყვარული მომღერლის სკანდალურ განცხადებას, ამაზე ალბათ ტელეკომპანია " რუსთავი 2" - მა და პროექტის ხელმძღვანელობამ უნდა გასცეს პასუხი და თუ კი ქალბატონი ამალიას ირგვლივ ატეხილი " სკანდალი" სიცრუე აღმოჩნდა - ანრი ჯოხაძეს ბოდიშის მოხდა მოუწევს ყველას წინაშე. 519 10-ს მოსწონს 1-ს არა
|