სხვა სხვადასხვა კულტურის ხალხების რვა უნიკალური წეს-ჩვეულება 2014, 29 ოქტომბერი, 16:18 რამდენი კულტურაცაა დედამიწაზე, წეს-ჩვეულებაც იმდენივეა, მაგრამ არსებობს ცალკეული შემთხვევები, როცა ისინი განსაკუთრებით უცნაურია და ორიგინალური. მსოფლიო სავსეა უნიკალური და გასაოცარი კულტურებით. სხვადასხვა კულტურას სხვადასხვა ტრადიციები გააჩნია, რომელთაგან ზოგიერთი შოკისმომგვრელიც კია. ამ პოსტში მინდა ერთად ვიმოგზაუროთ მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყანაში და ერთად გავეცნოთ სხვადასხვა კულტურის ადამიანების ადათ-წესებსა და ტრადიციებს.
1. ტააროფი ტააროფი - ეს ირანული ტრადიციაა პატივისცემის გამომხატველი ჟესტების დემონსტრირებისა. მაგალითად, ზოგ სავაჭრო დაწესებულებაში ნორმალურად მიაჩნიათ, როცა გამყიდველი მასზე მაღალი სოციალური სტატუსის მყიდველისაგან არ იღებს ფულს საქონლის სანაცვლოდ. მყიდველი, თავის მხრივ, ვალდებულად თვლის ძალად გადაიხადოს თანხა. გამყიდველს შეუძლია რამოდენიმეჯერმე თქვას უარი შეთავაზებულ თანხაზე. ეს ძალიან დამაბნეველი ტრადიციაა, განსაკუთრებით საბრალო უცხოელი ტურისტებისათვის. ტაარიფი ასევე გულისხმობს სახლში მიპატიჟების მეტად თავაზიან ფორმას. ირანელი თავს ვალდებულად თვლის მიიპატიჟოს სტუმარი საკუთარ სახლში, მაგრამ ეს აბსოლუტურ ფორმალობად ითვლება. თუ სტუმარი მართლაც დათანხმდა მიპატიჟებაზე და მასპინძელს სახლში ეწვია, მას ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაადგებს. (მოკლედ რომ ვთქვათ, დავით კლდიაშვილის უკუდო ამპარტავან "შემოდგომის აზნაურებს" გვანან ეს ირანელები-თუ არაფერი აქვთ სახლში, ნეტავ რას ეპატიჟებიან სტუმარს?). 2. პაგმამანო პაგმამანო - ეს განსაკუთრებული ფილიპინური ჟესტია, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს უფროსებისადმი პატივისცემას. ის ძალიან ჰგავს თავის დახრას, მაგრამ ამ დროს ის, ვინც თავს უხრის მასზე უფროს ადამიანს, იღებს მის ხელს და ის შუბლთან მიაქვს. ეს ჟესტი გავრცელებულია არამარტო ფილიპინებში, არამედ ინდონეზიასა და მალაიზიაშიც. ამბობენ, რომ ის გადმოღებული იქნა ჩინელებისაგან რამოდენიმე საუკუნის წინ, როცა ფილიპინებში ჩამოსვლა დაიწყეს ჩინელმა ვაჭრებმა და მოგზაურებმა. 3. ბაიიანიხანი ფილიპინური კულტურის კიდევ ერთი უნუკალური ასპექტი - ესაა "ბაიიანიხანი"- ასე უწოდებენ საცხოვრებელი სახლის სხვა ადგილას გადატანას. ნამდვილად საინტერესო და თვალსასეირო სანახაობაა, როცა მთელი სოფელი იკრიბება, ხელში იღებენ სახლს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და სხვა ადგილას გადააქვთ იგი. ხანდახან ეს კეთდება იმისათვის, რომ სახლი გადაარჩინონ მეწყერის ან წყალდიდობისაგან, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სახლი გადააქვთ მხოლოდ იმიტომ, რომ სურთ კარგი მეზობლის ახლოს დასახლდნენ. ბაიიახანი უფრო მეტად დამახასიათებელია სოფლის მცხოვრებლებისათვის, რადგან აქ სახლები შენდება მეტად მსუბუქი მასალების - ბამბუკისა და პალმისაგან და მისი გადატანა იოლია. 4. მუდრი მუდრი-ეს არის განსაზღვრული ჟესტები, დამახასიათებელი ინდუისტური და ბუდისტური კულტურებისათვის. 500-ზე მეტი სხვადასხვა ადამიანური გრძნობა შესაძლებელია გადმოცემული იქნას ხელის თითების მოძრაობებით. ითვლება, რომ ეს მოძრაობები საშუალებას იძლევა მართო სასიცოცხლო ენერგია და ყურადღების კონცეენტრირება მოახდინო ერთ რომელიმე საგანზე. მუდრის იოლად შევამჩნევთ, თუ დავაკვირდებით ბუდისტურ ქანდაკებებს, სურათებს ან იოგებს მედიტაციის დროს. 5. დაგვიანება დედამიწის ბევრ კუთხეში დაგვიანება, როგორც წესი, ცუდ საქციელად ითვლება, მაგრამ არა სამხრეთ ამერიკაში: მაგალითად, ჩილეში, თუ მასპინძელი სტუმრებს ვახშმად 20.00 საათზე პატიჟობს, ვახშამი არაუადრეს 20.30 წუთზე დაიწყება. თუ სტუმრები თავის დროზე მივლენ, მასპინძელი თვლის, რომ ისინი მხოლოდ ჭამისათვის მივიდნენ. ეკვადორში 20-30 წუთით დაგვიანება ნორმალურ მოვლენად ითვლება, ხოლო ბრაზილიელები კი საერთოდ მწყრალად არიან პუნქტუალობასთან. ეს წესი აშშ-ის ბევრ შტატშიც გავრცელდა, რადგან იქ საკმაოდ ბევრი ემიგრანტი ცხოვრობს სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან. 6. სარძევე კბილები და "კბილის ფერია" არსებობს სხვადასხვა ვარიანტი "კბილის ფერიასთან'' დაკავშირებული ზღაპრებისა. მაგალითად, დანიაში კბილის ფერიას ჰქვია "Tann Fenn". ბევრ კულტურაში ეს მითიური პერსონაჟი თაგვია. საფრანგეთში მას «La Petite Souris» ჰქვია, ცხოლო ესპანეთში «Ratoncito Perez». საბერძნეთში და მავრიტანიაში ბავშვები მოცვლილ სარძევე კბილს სახლის სახურავზე აგდებენ (ეს წესი ჩვენთანაცაა გავრცელებული). კოლუმბიაში, თუკი სახლში მამალი ჰყავთ, მას ანდობენ სარძევე კბილის შენახვას და მამალს აყლაპებენ მოცვლილ კბილს. მალაიზიაში ბავშვები მოცვლილ კბილს მიწაში ინახავენ, რადგან ითვლება, რომ სხეულის ყველა ნაწილი მიწას უნდა დაუბრუნდეს. თურქეთში სარძევე კბილს ინახავენ იქ, რომელი ადგილიც დაკავშირებული იქნება ბავშვის მომავალ პროფესიასთან. ასე, მაგალითად, თუ უნდათ შვილი ექიმი გამოვიდეს, კბილს საავადმყოფოსთან ახლოს ფლავენ მიწაში. 7. ბუსიდო და სეპუკუ ბუსიდო- ანუ სამურაების მორალური კოდექსი ყოველთვის ხაზს უსვამდა ლოიალურობას, მიზანდასახულობას და სიძლიერეს. ზოგიერთი მეცნიერი და ანალიტიკოსი რეკომენდაციასაც კი იძლევა ეს კოდექსი ბიზნესის სამყაროში დანერგონ. აწარმოო საქმეები სამურაების მორალური კოდექსის ხელმძღვანელობით - ეს ნიშნავს იმუშაო პატიოსნად და ეფექტურად. სეპუკუ - სამურაებში მიღებული რიტუალური თვთმკვლელობაა, რომელიც არცთუ კარგი რეპუტაციით სარგებლობდა. ეს წეს-ჩვეულება განსაკუთრებით ძლიერი კრიტიკის ქარცეცხლში მოყვა მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა დამარცხებული იაპონელი ჯარისკაცები ტყვედ ჩავარდნას თავის მოკვლას ამჯობინებდნენ. ჰარაკირის ცალკეული შემთხვევები, სამწუხაროდ, დღესაც ხდება იაპონიაში. საკუთარ თავთან ანგარიშსწორების პრაქტიკა მსოფლიოს კიდევ ბევრ ქვეყანაში არსებობს. ასე მაგალითად, კორეაში, თუკი ადამიანი თავს დამნაშავედ გრძნობს რაიმე ტრაგედიის მოხდენაში და გამოსავალს ვერ ხედავს, ამჯობინებს თავის მოკვლას. როცა 2014 წლის 14 აპრილს ბორანი "სევოლი" ჩაიძირა კაპიტნის შეცდომის გამო და ასეულობით სტუდენტი დაიღუპა, კომპანიის ხელმძღვანელმა, რომელსაც ეკუთვნოდა ეს ბორანი, თავი მოიკლა, რადგან არ შეეძლო სიცოცხლის გაგრძელება დანაშაულის უდიდესი გრძნობის გამო. 8. ჰაკა ჰაკა-ეს ახალზელანდიელი აბორიგენების-მაორების ტრადიციაა. ის განსაკუთრებული ცეკვაა, რომელიც მოიცავს შერკინებას, საბრძოლო სიმღერას, ყივილს, ენის წკლაპუნს, სახის მრისხანე გამომეტყველების მიღებას და კიდევ უამრავ სხვადასხვა ჟესტს. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მტერს შიში მოჰგვარონ. დღეისათვის ჰაკას ასრულებს ხოლმე ახალი ზელანდიის რაგბის ეროვნული გუნდი ყველა მატჩის დაწყების წინ. უნდა აღინიშნოს, რომ ჰაკა მარტო საბრძოლო ცეკვა არაა. ის მოიცავს აგრეთვე ლექსებს, რომლებშიც გადმოცემეულია მაორების ტომის ისტორია, მისი საშუალებით გადაეცემა ძველი ცოდნა, აგრეთვე ის შესაძლებელია გამოყენებული იქნას მისალმების მაგივრად. ამის ნათელი მაგალითია შემთხვევა, რომელიც მოხდა "ბეჭდების მბრძანებლის" გადაღების დროს. როგორც ცნობილია, ამ ფილმს ახალ ზელანდიაში იღებდნენ და მასში ბევრი ადგილობრივი მსახიობი მონაწილეობდა. ფილმის გადაღების მსვლელობის დროს ვიგო მორტენსენმა უამრავი სახიფათო ტრიუკი შეასრულა, რამაც ისე აღაფრთოვანა ადგილობრივი მსახიობები, რომ გადაღების დასრულებისას მის საპატივცემულოდ ჰაკა შეასრულეს. 731 8-ს მოსწონს
|