x
image
beko777
ცხოვრებისეული კითხვები - ფსიქოლოგის პასუხები

image- ჩვენ ერთმანეთს ერთი წლის წინ დავშორდით. განშორება საკმაოდ მშვიდობიანად მოხდა, ინტელიგენტურადაც კი. მაგრამ ჩვენი ექვსი წლის ვაჟი რატომღაც დღემდე კატეგორიულ უარს ამბობს მამასთან შეხვედრაზე. ამასთან, ის ვერაფრით ხსნის მისი ქცევის მიზეზს. ყოფილი ქმარი ძალიან განიცდის, მეც მინდა, რომ მამამ მიიღოს შვილის აღზრდაში მონაწილეობა. როგორ დავძლიოთ ბავშვის წინააღმდეგობა? - თამრიკო, 32 წლის
– პირველ რიგში, თვით სიტყვა „დაძლევა“ აქ უადგილოა, უფრო მართებულია სიტყვა „გადალახვა“. არავითარ შემთხვევაში არ აიძულოთ ვაჟი მამასთან ძალადობით ურთიერთობაზე. შეეცადეთ მოთმენით და დელიკატურად გამოარკვიოთ მიზეზი: შესთავაზეთ მას ოჯახობანას თამაში, მოიგონეთ ზღაპარი მშობლების მონაწილეობით. ალბათ ბიჭი თვითონაც განიცდის, ცხოვრებაში ასეთი ცვლილებები ხშირად აშინებთ ბავშვებს. მისი შიში, განცდა აუცილებლად იპოვის გამოსავალს თამაშში ან ზღაპარში – უბრალოდ იყავით ყურადღებიანი.
image- საერთოდ, ნატურით მეგობრული და გულღია ვარ. მაგრამ ნახევარი წელია, რაც ახალ სამსახურში მოვეწყე; ახალ კოლექტივს კი აქამდე ვერ შევეგუე. კონფლიქტი არ გვაქვს, ყველა თავისი საქმით არის დაკავებული, ჩუმები და კარჩაკეტილები არიან. ძველ სამსახურს ვიგონებ, იქ როგორი მეგობრული ურთიერთობა გვქონდა; ხომ არ მივატოვებ ახლა სამსახურს? - ანა, 29 წლის
– უჩვეულო კითხვაა. ერთის მხრივ არსებობს აზრი, რომ მეგობრული, თბილი ურთიერთობები კოლექტივში არ განაპირობებენ შრომის ნაყოფიერების გაზრდას: სურვილს მეგობარ-კოლეგებთან ურთიერთობისა მივყავართ ხშირ შესვენებებთან თამბაქოს მოსაწევად, ყავის დასალევად და უბრალოდ სალაქლაქოდ. მაგრამ მეორეს მხრივ, ადამიანი, რომელიც მეგობრულ კოლექტივში მუშაობს, უფრო დიდი მონდომებით მიდის სამუშაოზე და ცდილობს, შეძლებისდაგვარად უკეთ იმუშაოს, რომ საკუთარი სამუშაო ადგილი არ დაკარგოს. თუ თქვენ გრძნობთ, რომ აუცილებლად გჭირდებათ ვისიმე გულახდილი ყურადღება სამსახურში, მაშინ პირველ რიგში ამოარჩიეთ შედარებით სიმპათიური ან თუნდაც ნაკლებად არასასურველი ადამიანი კოლექტივში, რომელიც ასაკით, ინტერესით შეგეფერებათ და შეეცადეთ მასთან შეამხანაგებას.
image– ჩემი მეგობარი გოგონას ყოფილი შეყვარებული ნარკომანია. ჩვენ ეს ახლახანს შევიტყვეთ. მას აღმოუჩინეს ჰეპატიტი B. ის ნემსიდან დაავადდა. როგორც კი გაიგო ჩემმა მეგობარმა გოგონამ, რომ ის ავადაა, მომიყვა, რომ ისინი თავს იზღვევდნენ. შეიძლებოდა თუ არა, რომ ის დაავადებულიყო და მისგან კი შესაბამისად – უკვე მეც? - ირაკლი პ.
– სამწუხაროდ, გოგონა შეიძლებოდა, რომ დაავადებულიყო. თქვენ კი – უმცირესი ალბათობით, მაგრამ მაინც იყო ამის შესაძლებლობა. ჰეპატიტი B ძირითადად გადადის სისხლით და ორგანიზმის სხვა ფიზიოლოგიური სითხით. თქვენ სასწრაფოდ უნდა ჩააბაროთ სისხლის ანალიზი HbSAg-ზე ყოველი შემთხვევისათვის.

0
134
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0