საზოგადოება რუსი ფოტომოდელი და ტელეწამყვანი თვითმფრინავიდან გამოაძევეს 2014, 28 ოქტომბერი, 14:04 ცნობილი რუსი მოდელი და ტელეწაყვანი, "მის რუსეთი-2003"-ის გამარჯვებული ვიქტორია ლოპირევა მოხსნილი იქნა ავიარეისიდან ეკატერინბურგი- მოსკოვი .შემთხვევა გასულ შაბათს მოხდა. "ბიზნესკლასის მგზავრი იმიტომ იქნა ჩამოსმული თვითმრინავიდან, რომ არ შეწყვიტა მობილურზე საუბარი იმ დროსაც კი, როდესაც ბორტი უკვე ასაფრენ ბილიკზე გავიდა.გადაწყვეტილება ავიალაინერის კაპიტანმა მიიღო"-განაცხადა ავიაკომპანია "აეროფლოტის" წარმომადგენელმა. ქერათმიანმა ლამაზმანმა მომხდარ ფაქტზე ასეთი კომენტარი გააკეთა:"მომიახლოვდა უფროსი ბორტგამცილებელი და მოითხოვა შემეწყვიტა ტელეფონზე საუბარი, ამასთანავე ჩასხდომის ტალონი მომთხოვა...მე მისი მოთხოვნა მყისვე შევასრულე, დიდი ჩანთა მქონდა და ტალონი იქ მედო....სანამ ვიპოვიდი და წარვუდგენდი ორიდე წუთი დავკარგე....თუმცა მან განმიცხადა, რომ უკვე გვიანია, შენ არ გაფრინდები და გასასვლელისკენ მიმითითა." თუმცა სულ სხვაგვარად აღწერენ ფაქტს მგზავრები. აი რას ჰყვება ლოპირევას უკან მჯდომი მამაკაცი:"ქალს ფეხები კედელზე ჰქონდა შელაგებული და ისე ლაპარაკობდა ტელეფონზე, ბორტგამცილებელმა შენიშვნა მისცა, რომ თვითმფრინავი ასაფრენად ემზადებოდა და სთხოვა უსაფრთხოების დაცვის მიზნით გასწორებულიყო და შეეწყვიტა ტელეფონზე საუბარი....თუმცა ასეთი პასუხი მიიღო:"გაეთრიე აქედან....არ დავინახო, რომ თუნდაც ერთი მეტრით მომიახლოვდე."ამ დროისთვის უკვე თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკისკენ გაემართა....ბორტგამცილებელმა კიდევ ერთხელ საკმაოდ ზრდილობიანად მიმართა ლოპირევას:"უსაფრთხობის ნორმებს არღვევთ, გთხოვთ შეასრულოთ მითითება." თუმცა პასუხად უწმაწური გინება მიიღო...შემდეგ ბორტგამცილებელმა უპასუხა:"ბოდიშით, მაგრამ იძულებული ვარ ხომალდის მეთაური ჩავაყენო საქმის ყურში". "მკიდიხართ"– იყო პასუხი. რამდენიმე წამში ხომალდის მეთაურმა გააკეთა განცხადება:"ბოდიშს მოვითხოვ შეფერხებისთვის, მაგრამ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე იძულებულები ვართ თვითმფრინავი უკან დავაბრუნოთ". მხოლოდ ამის შემდეგ დაფაცურდა ლოპირევა, გათიშა ტელეფონი, და ტალონის ძებნა დაიწყო....მალე სალონში შემოვიდა სამი პოლიციელი და მგზავრების აპლოდისმენტების თანხლებით ლოპირევა თვითმფრინავიდან გაიყვანეს". ინციდენტის შემდეგ ფრაქცია ლიბერალ-დემოკრატების წევრი და დუმის დეპუტატი იაროსლავ ნილოვი შეეცადა ეკიპაჟის წევრები და ვიქტორია ლოპირევა შეერიგებინა, მაგრამ უშედეგოდ.ხომალდის მეთაურმა პრინციპულობა გამოიჩინა "მედია პერსონის" მიმართ. ვიქტორია ლოპირევას ქმარი ეკატერინბურგის "ურალის" ფეხბურთელის ფედორ სმოლოსვის ცოლია, სწორედ ამიტომ ტელევარსკვლავს ხშირად უწევს ხოლმე ეკატერინბურგში ჩასვლა. 401 5-ს მოსწონს
|