სიახლეები Mercedes-Benz მძღოლის გარეშე 2014, 23 ოქტომბერი, 9:43 2015 წლის იანვარში, ლას-ვეგასში დაგეგმილ ელექტრონიკის უახლესი მიღწევების გამოფენაზე გერმანული ავტოგიგანტი Mercedes-Benz გეგმავს ინოვაციური, უპილოტო ავტომობილი წარადგინოს.
![]() ახალ პროდუქციას წარადგენს Daimler CEO Dieter Zetsche, თუმცა უცნობია ავტომობილს სხვა დამატებითი რა ფუნქცია ექნება, გარდა იმისა, რომ მძღოლისაგან დამოუკიდებლად შეძლებს სიარულს. ![]() გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია Mercedes-Benz-მა ოფიციალური ნებართვა მიიღო, კალიფორნიის გზებზე გამოეცადა უპილოტო ავტომობილი. როგორც ცნობილია, იანვრამდე არაა დაგეგმილი არცერთი გამოფენა, ასე, რომ აღნიშნული ავტომობილის დებიუტი ლას-ვეგასში შედგება. 105 1-ს მოსწონს
|