სხვა გზა, რომელიც დღე-ღამეში ორჯერ იძირება წყალში 2014, 22 ოქტომბერი, 23:16 საფრანგეთში მდებარე დიუ გუას პასაჟი (Passage du Gois) - ესაა გზა, რომელიც ბურნოფის უბის ფსკერზე მდებარეობს. იგი კონტინენტურ საფრანგეთს კუნძულ ნუარმუტესთან აკავშირებს. დღე-ღამის განმავლობაში ორჯერ, ზღვის მიქცევის დროის, ის რამოდენიმე საათის განმავლობაში მოძრაობისათვის გამოსადეგი ხდება ხოლმე. დროის სხვა მანძილზე მოქცევის გამო გზა წყალქვეშ იძირება ოთხი მეტრის სიღრმეზე.
ბუნებრივი გადასასვლელი კუნძულიდან კონტინენტზე პირველად გეოგრაფიულ რუკებზე მოხსენიებულია 1701 წელს. 1840 წელს ამ ადგილზე გაიყვანეს ქვაფენილის გზა, რომელიც გადაადგილების საშუალებას აძლევდა როგორც ცხენოსნებს, ასევე საზიდრებს. ამჟამად გზის სიგრძე 4, 5 კილომეტრს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ გზა გრძელი არაა, ის საკმაოდ სარისკოა და ხიფათიანი. გზის ორივე მხარეს უზარმაზარი აბრებია, რომლებზეც ზღვის მიქცევა-მოქცევის ზუსტი დრო და მკაცრი გაფრთხილებებია დაწერილი, რომ არ დაარღვიონ ეს გრაფიკი, მაგრამ ადამიანების დიდი რაოდენობა, რომლებიც ჩქარობენ მეორე ნაპირზე გადასვლას და იმედი აქვთ, რომ ზღვის მოქცევას გაასწრებენ, ძალზე საშიშ ხაფანგში მოყვებიან ხოლმე. ასეთი ჯიუტი და საშიშროებაში ჩავარდნილი ადამიანებისათვის აგებულია სამაშველო კოშკურები, აქ მათ შეუძლიათ მშვიდად დაელოდონ ზღვის მიქცევას და უსაფრთხოდ იგრძნონ თავი, მაგრამ მათი მანქანების გადარჩენა უკვე შეუძლებელია: ისინი ზღვის ფსკერის ბინადარნი ხდებიან. P.S. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: მიუხედავად იმისა, რომ ეს გზა დროის უმეტესი ნაწილი წყალქვეშაა ჩაძირული, ის საკმაოდ მყარია, არ იშლება და არ ინგრევა... ჩვენი გზებისაგან განსხვავებით, რომლებსაც თითქმის ყოველ წელს არემონტებენ, მაგრამ მაინც ორმოებითა და ოღრო-ჩოღროებითაა სავსე. 486 10-ს მოსწონს
|