x
image
beko777
Mediator image
ხათუნა ჟორდანია ხალხს ნაციონალების ქუჩაში ჩაქოლვისკენ მოუწოდებს

imageტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ეთერში (გადაცემაში "არჩევანი" გიორგი გაბუნიასთან ერთად) დატრიალებულმა ამბებმა დიდი ვნებათაღელვა არამხოლოდ პოლიტიკოსებსა და პოლიტიკით მკვეთრად დაინტერესებულ მაყურებელში გამოიწვია, არამედ ყველა ნებისმიერში ვისაც ქვეყნის ბედი რამენაირად მაინც ახლოს მიაქვს გულთან. - სოციალური ქსელები რადიკალური განცხადებებით გადაიტვირთა, განცხადებებით რომელსაც ორივე მხარის (!) მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთის მიმართ არ იშურებენ, ამ დაპირსპირებაში განსაკუთრებული რადიკალიზმით მომღერალ ზურა ხაჩიძის მეუღლის ხათუნა ჟორდანიას განცხადება გამოირჩეოდა, რომელმაც "ფეისბუქის" საკუთარ "კედელზე" შემდეგი შინაარსის "პოსტი" გამოაქვეყნა


" - არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო დღევანდელ ეთერს. უკვე ვეღარ უძლებს ჩემი გული ამდენ უტიფრობას, ამდენ ტყუილს, ამდენ არარაობის ტელეეთერში ყურებას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თარხან გასვიანს არსდროს, არანაირი შეხება ნარკოტიკებთან არ ქონია. ამაში სრულიად მთელი ქალაქი დამეთანხმება. რაც შეეხება გასვიანების ოჯახს - ვიღაც მახინჯი, უგვარო, არარაობის სალაპარაკო ნამდვილად არ არის. რაც შეეხება 10 ლარიან დაუბანელ, ბინძურ, ნაციონალების მარიონეტებს, შეწყვიტეთ ტელეეტერში მათი მოწვევა, თუ არა და უკვე გადავდივარ უკიდურეს ზომებზე და უკვე მოვუწოდებ მთელს თბილისს, ვინც ისე ფიქრობს როგორც მე - სადაც დაინახავთ ამ აყროლებულებს - ურტყით, ჩაქოლეთ, აფურთხეთ და არ დაგავიწყდეთ პანჩურები… მე ხვალიდან ასე მოვიქცევი..."


უნდა აღინიშნოს, რომ განცხადებამ უამრავი LIKE და SHEAR დაიმსახურა, არც კომენტარების ნაკლებობა იგრძნობოდა და არც აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რაც ხშირად დემაგოგიაშიც გადაიზრდება ხოლმე, მოკლედ ხათუნა ჟორდანიას აღნიშნული "პოსტი" სოციალური ქსელის მომხმარებლებში პოპულარული აღმოჩნდა


image

2
368
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
368
  
2014, 23 ოქტომბერი, 15:34
ხათუნა ხარ თუ ვიღაც მედროვე არ დაგავიწყდეს "დრონი მეფობენ და არა მეფენი"..
2014, 23 ოქტომბერი, 13:24
თარხანი მართლა კარგი ადამიანია და მსგავსი ბრალდებებით ვერაფერს დააკლებენ :))
0 1 2