სხვა არაბული სამზარეულოს თავისებურებები 2014, 21 ოქტომბერი, 23:25 არაბული სამზარეულო - ეს არის ფენომენი, რომელიც ვრცელდება მთელ "არაბეთის კონტინენტზე" და განპირობებულია საერთო რელიგიითა და კულტურით. ისლამი, როგორც ვიცით, კრძალავს მთელ რიგ პროდუქტებს (ღორის ხორცი, სისხლი, ალკოჰოლი), ის გავლენას ახდენს კვების რეჟიმზეც (საკვების მიღება განსაზღვრულ დროს მუსულმანებისათვის წმინდა რამადანის თვეში), ჭამისა და სტუმრების გამასპინძლების მანერაზე (წინასწარმეტყველმა დააწესა ხელით ჭამა) და მრავალი სხვა.
მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა ქვეყანას აქვს თავისი განსაზღვრული ადათ-წესები და განსხვავებული სამზარეულო. არც თუ ისე დიდი ხნის წინათ არაბი ბედუინების ძირითადი საკვები პროდუქტები იყო ფინიკი, პური, რძე (თხისა და აქლემის), ამ რძისაგან გაკეთებული იოგურტი და ნაღები, და აგრეთვე ბრინჯი. ხორცს გამოიყენებდნენ ძალზე იშვიათად, მხოლოდ განსაკუთრებული დღესასწაულების დროს(ქორწილი, ბავშვის დაბადებადა ა. შ). ასეთ შემთხვევების დროს წვავდნენ მთლიან თხას ან ცხვარს სუნელებითა და ნუშით და სუფრაზე მიჰქონდათ ბრინჯთან ერთად. ბოსტნეული მათ სამზარეულოში ფაქტიურად არ ფიგურირებდა. სხვადასხვა არაბული ქვეყნების სამზარეულოს, მიუხედავად განსხვავებისა, გააჩნიათ ბევრი საერთოც. კერძოდ, ფართოდ გამოიყენება ცხვრის, თხის, ხბოს ხორცი, პარკოსნები, ხილი და ბოსტნეული-როგორც ახალი, ასევე გამხმარი. თევზისგან, კვერცხისაგან, მჟავე რძის პროდუქტებისაგან დამზადებულ კერძებს ცალკე ადგილი უჭირავს. არაბული სამზარეულო წარმოუდგენელია სანელებლების გარეშე-ხახვი, ნიორი, დარიჩინი, წითელი და შავი პილპილი, სურნელოვანი ბალახები, ზეთისხილი აქ ფართოდ გამოიყენება. უმეტეს შემთხევევბში გამოიყენებენ ზეითუნის ზეთს, მაგრამ ხორციანი კერძების მოსამზადებლად ცხიმს ძალზე იშვიათად ხმარობენ. ხორცი იწვება 300 გრადუსამდე გახურებულ ფართო ტაფაზე, სიმხურვალისაგან ხორცზე წარმოიქმნება კანი, რომლის შიგნით ხორცი ნაზი და წვნიანი რჩება. არაბები საკვებს ღებულობენ ორჯერ დღეში: დილით საუზმობენ საკმოდ მსუყედ და საღამოს უკვე ძალიან გვიან ვახშმობენ აგრეთვე მსუყე და ნოყიერი საჭმლით. ყველაზე პოპულარული პირველი თავი კერძი ხშირ შემთვევაში არის ხორცის სუპი ლობიოთი, ბრინჯით, მწვანე ლობიოთი და ბარდით. ბულიონის მოხარშვამდე ხორცს წვავენ ცხიმის გარეშე, შემდეგ ამატებენ ცივ წყალს და ხარშავენ მზადყოფნამდე, ხოლო ბოსტნეულს ამატებენ უკვე მზა გაწურულ ბულიონში. მეორე თავი კერძი ესაა ხორცი ან ფრინველი- მოშუშული ან შემწვარი, ფლავი მრავალნაირი. ხორცის კერძებს ამატებენ ქიშმიშს, ლეღვს, ნუშს, სუნელებს, წიწაკას შავსა და წითელს. მაგალითად, იემენელებში განსაკუთრებით პოპულარულია შემწვარი ახალგაზრდა ცხვარი, ფარშირებული ბრინჯით, ქიშმიშით, ნუშით და სანელებლებით. ერაყელების საყვარელი საჭმელია ბრინჯისა და ცხრის ხორცის ფლავი, რომელსაც დამატებული აქვს ქიშმიში, ლეღვი და ნუში. სირიასა და ლიბანში ტრადიციულ კერძად ითვლება კუბბა-შემწვარი და მოხარშული ბურთულები ცხვრის, ხბოს, ფრინველის ხორცისაგან. საუზმეულად გამოიყენება სხვადასხვა ახალი და დამწნილებული ბოსტნეული: ზეთისხილი, პომიდორი, წიწაკა და სხვა; აგრეთვე საზამთროს კაკლები, ფინიკი, თხილი და ნიგოზი. მრავალ არაბულ ქვეყანაში გავრცელებული კერძია სიმინდის ფაფა, რომელიც სუფრაზე მიაქვთ რძის მჟავე პროდუქტებთან ერთად, ან წვრილად დაკეპილ ხორცთან ერთად. ტკბილი კერძებიდან განსაკუთრებით ცნობილია ჰალვა და ცუკატები(სიროფში მოხარშული გამხმარი ხილი). ყავა-ტრადიციული არაბული სასმელია, მისი მომზადების პროცესი წარმოადგენს საკმაოდ რთულ პროცედურას. საუდის არაბეთში, მაგალითად, ყავას ამზადებენ შემდეგნაირად:თავიდან ხალავენ მარცვლებს, გამუდმებით ურევენ ამ დროს ლითონის კოვზით, შემდეგ ყავას ხელით ნაყავენ როდინში. ყავის მოსახარშად გამოიყენებენ სპილენძის ან ლატუნის განსაკუთრებულ ჭურჭელს, რომელიც ჩაიდანს წააგაავს. ყავის მირთმევაც სტუმრებისათვის მთელ ცერემონიალს მოიცავს: მზა ყავას მიართმევენ სტუმრებს სპეციალური ფინჯნებით, ამასთანავე იცავენ უფროს-უმცროსობის წესს. პატივსაცემ სტუმარს ყავას სამჯერ მიართმევენ, ამის შემდეგ ის ვალდებულია უკვე თავაზიანად თქვას უარი. ყავას, როგორც წესი, სვამენ შაქრის გარეშე. საუდის არაბეთში მასში ამატებენ მიხაკს და ილს, ერაყში-შაფრანს და ჯაოზის კაკალს, იემენში, სადაური ყავაც ყველაზე ცნობილი და პოპულარულია მთელ მსოფლიოში, ყავას კი არ სვამენ, არამედ მისი კანის ნახარშს. გემოთი ეს სასმელი წააგავს ყავაში შერეულ ჩაის. ნაყენს ხარშავენ თიხის ჭურჭელში და უმატებენ სანელებლებს. ყველაზე ცნობილია სირია-ლიბანის სამზარეულო. ის ჩვენთანაც ფართოდაა გავრცელებული შაურმის სახით-ესაა ლავაშში გახვეული შამფურზე შემწვარი ხორცი. თუმცა ის, რაც ჩვენთან მზადდება და შაურმას ვეძახით, ხშირ შემთხვევებში ძალიან შორსაა ლიბანური ორიგინალისაგან. თუ გინდათ, ნამდვილი შაურმა გასინჯოთ, სირიას ან ლიბანს უნდა ესტუმროთ. არაბეთში არსებობს ასეთი გამოთქმა:"ვისაც კუჭი სავსე აქვს, ის ყოველთვის კარგ ხასიათზეა."ასე რომ, არაბები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ გემრიელად ჭამას და სტუმრის პატივისცემაც არ ეშლებათ. 845 6-ს მოსწონს
|