საზოგადოება გოგონა, რომელიც ცხვირის გარეშე დაიბადა (+ვიდეო) 2014, 20 ოქტომბერი, 12:46 პატარა გოგონა ტესსა ევანსი ისევე ვითარდება, როგორც ჩვეულებრივი ბავშვი-ცელქობს, თამაშობს სუფთა ჰაერზე, მშობლებს საჰაერო კოცნას უგზავნის, ცეკვავს საყვარელი მუსიკის ქვეშ... მისი ცხოვრება სრულიად ნორმალური იქნებოდა, გოგონა რომ არ დაბადებულიყო იშვიათი ანომალიით-მას ცხვირი არა აქვს. ტესსა წლინახევრისაა და მის ამგვარ დაავადებას ქვია აპლაზია-ეს არის რომელიმე ორგანოს ან ქსოვილის თანდაყოლილი ან შეძენილი არასაკმარისი განვითარება ან უქონლობა. მიუხედავად იმისა რომ გოგონას არა აქვს ცხვირი, ბავშვს შეუძლია დააცემინოს, დაახველოს და გაცივდეს კიდეც. ექიმებმა ეს ანომალია ჯერ კიდევ საშვილოსნოშივე, მუცლადყოფნის დროს აღმოუჩინეს ბავშვს, მაგრამ მიუხედავად ამისა მშობლებმა მაინც გადაწყვიტეს მისი გაჩენა. აპლაზია გოგონას ერთადერთი დაავადება არ არის, მას ასევე აქვს გულის დაავადება, 11 კვირის ტესსას კი მარცხენა თვალის ოპერაცია გაუკეთდა, რის გამოც ბავშვს მხედველობა მხოლოდ ერთ თვალში აქვს. გაუკეთდა კიდევ ერთი ოპერაცია-ტრაქეოსტომია-რის შედეგადაც ბავშვმა სუნთქვა შესძლო ძილისა და ჭამის დროს. ამდენი პრობლემების მიუხედავად გოგონა მაინც სიცოცხილთ სავსეა. მას წინ უამრავი ოპერაცია ელის-ტესსა ევანსს ცხვირის პროთეზირების ოპერაციებს ჩაუტარებენ ქირურგები. ექიმები პირდებიან, რომ პროთეზირებული ცხვირი ბავშვის ზრდასთან ერთად გაიზრდება და საჭიროების შემთხვევაში უფრო დიდი ზომის ცხვირით შეიცვლება. ახლა კი იხილეთ ვიდეო: 456 5-ს მოსწონს
|