საზოგადოება ბრიტანელ გოგონას მკვდარი ბებიისგან სმს-ები "მოსდიოდა" 2014, 17 ოქტომბერი, 19:39 შერლი ემერსონს ბებია, ლესლი ემერსონი 2011 წელს 59 წლის ასაკში გარდაეცვალა სწორი ნაწლავის კიბოთი. დამწუხრებულმა შერლიმ და მისმა ბიძამ გრემ ემერსონმა გადაწყვიტეს ბებიისთვის საფლავში ტელეფონი ჩაეყოლებინათ, პარალერულად ნათესავებმა მობილური კავშირის კომპანია O2-ს სთხოვეს ნომერი არ გაეყიდათ. მობილურმა კომპანიამ პირობა მისცა შერლის, რომ ნომერს არ გაყიდიდა. შერი სამი წლის განმავლობაში უგზავნიდა საყვარელ ბებიას ტექსტურ შეტყობინებებს საფლავში, სანამ ერთ მშვენიერ დღეს პასუხი არ მიიღო. "მე თქვენ გხედავთ, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, უბრალოდ უნდა გიბიძგოთ." "შოკში ვიყავი, არ ვიცოდი რა მეფიქრა-აღნიშნა 22 წლის შერლიმ Gazette -სთან ინტერვიუში. მიხვდა რა, რომ მკვდარი ბებია სმს-ებზე ვერ უპასუხებდა მან მკაცრად მოთხოვა აბონენტს თუ ვინ იმალებოდა მისი ბებიის ნომრის უკან და ვინ ხუმრობდა ასე მწარედ. სმს პასუხი ასეთი იყო:"შეშფოთებული ვეგეტერიანელი." შემდგომ იყო კიდევ რამოდენიმე სმს-ის გაცვლა საკმაოდ უხეში პასუხებით შერლისა და საიქიოს წასული "ბებიისგან." თუმცა მალე ყველაფერი გაირკვა. კომპანია O2 -მა ბებიის ნომერი გაყიდა, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს შეპირდა რომ ნომერს არ გაყიდიდა. შერლი ცდილობს ახლა ნომერი უკან დაიბრუნოს. მობილური კავშირგაბმულობის კომპანია შეპირდა ემერსონების ოჯახს ნომრის უკან დაბრუნებას, თუმცა როდის მოხდება ეს გაურკვეველია. 189 5-ს მოსწონს
|