x
მეტი
  • 09.07.2024
  • სტატია:135873
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510228
მამა თეოდორე-მასონის წერილის შესახებ ნაწილი 2
image





















მამა თეოდორე:არ გვეუბნება სიმართლეს?ჩვენ მართლა წინაპრების შეცდომებს ვიმეორებთ, როცა ჩვენ მოვკალით ილია, მოვკალით კირიონი, ეკლესიას ზურგი შევაქციეთ, იმედი გვქონდა სხვა რაღაცეების და დღესაც იგივეს ვაკეთებთ, შედეგი კი არ არის.


შეხედეთ თქვენს თავს სხვისი თვალებით, რას აკეთებთ და რისი ღირსნი ხართ, თქვენ მონები და გამანადგურებლები ხართ.თქვენი ხელებით ჩვენ წავბილწეთ დედამიწა, ჩვენი ნებით თქვენ აჩანაღებთ პლანეტის წიაღს, ანადგურებთ ზღვებს, მდინარეებს, ეკოლოგიას, ერთმანეთს.მაშ ასე ზიდეთ მუდმივი ტანჯვისა და წამების თქვენი მძიმე ჯვარი.ახლა გარდაქმნის მიზანსა და პროგრამასაც გაგიმხელთ.სახელმწიფო დაავადდა, ვეღარ ვითარდებოდა ისე როგორც დასავლეთი, საჭირო იყო სტიმული ხალხის ახალი ენთუზიაზმისთვის, ბედნიერი მომავლის ახალი რწმენა, თქვენ ხომ ყველასთვის მომავლის რწმენით ცხოვრობდით, იშვიათად წარსულითაც, მაგრამ სინამდვილით არასოდეს გიცხოვრიათ, ამის უფლებას არ გაძლევდი.ამოცანად დავისახეთ უფრო მეტი აღმაფრენით იშრომოთ ჩვენთვის, ჩვენი შეცდომა გახანგრძლივებული პაუზა იყო, 70 წლის მანძილზე ერთიდაიგივე ლოზუნგები ჩვენც მოგვბეზრდა, საჭირო იყო ახალი იდეა, რევოლუცია ზემოდან, დემოკრატია, საჯაროობა, გარდაქმნა.ისტორია გაიხსენეთ, როდის იმარჯვებდა ხალხი? არასდროს, ჩვენი გათვლები თქვენს უმეცრებაზე იყო დაფუძნებული, თქვენი უმეცრება კი გასაოცარია.კარგ პატრონს ყოველთვის ჩაცმული და ჯანმრთელი მონა ჰყავს, ასეთი მონა მეტს მუშაობს და მეტი სარგებლობა მოაქ, ამაში კიდევ ერთხელ რომ დარწმუნებულიყავით, საჭმელი გადაგიმალეთ, რეაქცია უსწრაფესი იყო, თქვენთვის ერთი ლუკმა საჭმელია უპირველესი ღვთაება.შემდეგ მოდის მიტინგები, დემონსტრაციები, მეცნიერება, ხელოვნება და ა.შ.გადავწყვიტეთ მუდმივ მათხოვრებად გექციეთ:ბინის, მანქანის, საკვების, არაყზე ტალონების, მიწის და თვით ჰაერის მათხოვრებად, ჩვენ მხოლოდ იმდენს მოგცემთ რამდენიც თქვენი პირადი საკუთრებისათვის არის საჭირო, თქვენ კი მთელი ძველმანით, ხარახურით მუდამ ჩვენი საკუთრება იქნებით, სახელმწიფო ჩვენ ვართ, ჩვენ ცოტანი ვართ, მხოლოდ რამდენიმე ასეული, მაგრამ ყოვლისშემძლენი ვართ.ეს აღსარება მონებისთვის სილის გაწნაა, რათა მათ იცოდნენ თავიანთი ადგილი, დანიშნულება და იცნობდნენ თავიანთ ბატონებს.ჩვენ მიგაჩვიეთ მონობას და თქვენთვის ეს საარსებო მოთხოვნილება გახდა, ჩვენ სიცრუე გასწავლეთ, მთელი ჩვენი ქვეყანა, სიცრუის ქვეყანად იქცა.


მამა თეოდორე:ეს მართლაც ასეა, როგორ გვასწავლეს სიცრუე, 70 წელი სიცრუეში გამოზარდეს ხალხი, კომუნისტები ეს ხალხი იყო მაშინაც და ეხლაც იგივე არიან.



ქურდობა გასწავლეთ, თქვენ შეუდარებელი ქურდი ხალხი გახდით, ჩვენ დანაშაულებრივი ცხოვრება შეგიქმენით, ახლა კი მშვიდად გძარცვავთ, ჩვენ ჩაგინერგეთ მოხმარებისა და ნგრევის ცხოველური ინსტიქტები.ჩვენ გასწავლეთ სიზარმაცე და შრომის სიძულვილი, არა შემოქმედების არამედ ნგრევის სიყვარული, ჩვენ წაგართვით ღირსება, თავმოყვარეობა, კეთილშობილება, გულმოწყალეობა, ახალგაზრდები როკისა და პორნოგრაფიის ჭაობში ჩავყარეთ, ჩვენ წაგართვით რწმენა და რელიგია, მოყვასისადმი სიყვარულის გრძნობა დაგაკარგვინეთ, წაგართვით სულიერება.ჩვენ გაგხადეთ სულით ავადმყოფი, შეგირყიეთ ჯანმრთელობა და წამლებს მიგაჯაჭვეთ.


მამა თეოდორე:მე ყოველთვის ვამბობ, დაანებთ თავი წამლებს, მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციებში., სურდოზე, სიცხეზე, პატარა ქავილზე ნუ გამოიყენებთ წამლებს, იმიტომ რომ ეს არის მაფია, რომელიც ანადგურებს თქვენს ჯანმრთელობას და ისრუტავს თქვენს ფინანსებს.წამლები მხოლოდ მაშინ როცა არის ექსტრემალური სიტუაცია, გაიხსენეთ ძველი ტრადიციული საშუალებები.


ჩვენ შეგიქმენით ცრუ მეცნიერება, გავაუხამსეთ თქვენი ხელოვნება, ბედავთ და დამნაშავეებს გვიწოდებთ?არა ნამდვილი დამნაშავეები თქვენა ხართ, თქვენ გვაძლევთ ყველაფრის უფლებას, თქვენ ეთამაშებით მეფეებს, ბელადებს, პრეზიდენტებს, თქვენ ის მეწინავე ვაცი გჭირდებათ ცხვრის ფარას სასაკლაოზე რომ მიუძღვის, ჩვენ პარაზიტები ვართ, თქვენზე უფრო მცირერიცხოვანი მაგრამ უფრო ჭკვიანები და ერთსულვნები.ჩვენ არ გვინდა ფიზიკური შრომა, ეს მონების ხვედრია, ჩვენ მომხმარებლები ვართ, ჩვენ ფუფუნება გვინდა.ჩვენ იდეების მატარებლები ვართ.გონება მართავს ხელებს, ჩვენ ცოტანი ვართ მაგრამ ბევრი გავაკეთეთ, თქვენ ბევრნი ხართ მაგრამ მცირედის გაკეთების შნოც არა გაქვთ.არამგონია ოდემსე გაგვისწოროთ ანგარიში, არ გვეშინია, გეუბნებით ამას რათა გაიგოთ რომ პოლიტიკას ყველაფერი ძალუძს, პოლიტიკა კი ჩვენს ხელშია.ახალა ჩამოგაშორებთ პოლიტიკისგან, ეკონომიკა მოგიგდეთ, რა სულელები ხართ, გგონიათ რომ თქვენზე, თქვენს გამოკვებაზე და შემოსვლაზე ვზრუნავთ.მიმიფურთხებია თქვენთვის, სულელი უნდა იყო რომ ვერ მიხვდე ეკონომიკა პოლიტიკის გარეშე არ არსებობს.ეკონომიკა ჩვენ გვჭირდება ჩვენთვის, ვაკეთებთ ისე როგორც გვსურს, ნუ გვიშლით ხელს, იყავით მომთმენი და მორჩილნი, ჩვენ ყველაფერს ხალხის სახელით მაგრამ ჩვენი კეთილდღეობისათვის ვაკეთებთ.მიგვიფურთხებია იმისთვის რომ გონიერება, ჭკუა, საზღვარგარეთ გაედინება, გაედინება და გაედინება.რაც უფრო ნაკლები ტვინი დარჩება მით უკეთესია, იდიოტების ქვეყნის მართვა უფრო იოლია.ვიდრე სახელმწიფო მოძალადე იქნება ჩვენ ვერავინ დაგვამარცხებს.ჩვენ გაგინადგურებთ აჯანყებისათვის საჭირო ენერგიას, ქანცს გაგიწყვეტთ, შეგიქმნით ათასობით ყოფით პრობლემებს, სასიკვდილოდ დაიღლებით და სულიერად გამოიფიტებით, თანდათან მოვახრჩობთ საჯაროობას, განვაზავებთ მას ჩვენი იდეოლოგიით, თანდათან მოგახვევთ თავს ჩვენს დოგმებს, გავანადგურებთ ენას.ჩვენ მიერ მოგონილი სიტყვებით დაგიბინძურებთ მას, ნებისმიერ პროფესიულ იდეას დავიყვანთ სრულ აფსურდამდე, არავითარ სიწმინდეს აღარ დაგიტოვებთ, დაგაკარგვინებთ გარემოში ორიენტაციის უნარს, გამოვიყენებთ საშუალებებს რათა ჩაგაწყვეტინოთ ხმა.ყოველივე ამასთან ერთად დაგიპირისპირებთ დანაშაულებრივ სამყაროს, ქვეყანაში ტერორს და ყაჩაღობას გავამეფებთ.თქვენ დაიმსახურეთ და მათრხას ვერ გადაურჩებით.აუცილებელია ჩვენი კადრების გადახალისება, ნაგვის გადაყრა, შევარჩევთ ჭკვიანებს, გონიერებს, ახალგაზრდებს და გადავაქცევთ მათ ყურმოჭრილ მონებად.


მამა თეოდორე:ახალგაზრდა კარგია ამისთვის, იმიტომ რომ ის ამბიციურია, უყვარს თანამდებობა, უყვარს ძალაუფლება და ამავე დროს გამოცდილება არა აქვს და მისი მოტყუებაც იოლია.


ბრბოს ფსიქოლოგიის ყველა წვრილმანს ბოლომდე რომ არ ვიცნობდეთ, დიდი ხნის წინ დავმარცხდებოდით, თქვენ საცოდავო ბაჭიებო, ჩვენ მხოლოდ ლაყბობაში გვაბაძავთ.ჩვენი საზრუნავი თქვენს გამრავლებასთან დაკავშირებული პრობლემაა, ჩვენ ვისწავლეთ თქვენი რაოდენობის რეგულირება.წყლის, საკვების, ჰაერის მოწამვლით, მომაკვდინებელი იარაღის გამოყენებით და სხვა.პრობლემა მაინც ვერ გადავწყვიტეთ, ჩვენ არ გვეშინია რადგან გადასარჩენი ოაზისი ჩვენს პლანეტაზე ყოველთვის გამოინახება.


მამა თეოდორე:ლიტერატურაში არის ინფორმაციები რომ დედამიწაზე არსებობს ოაზისები, ხელოვნურად გაკეთებული, მიწის ქვეშ, ძალიან ღრმად, მთელი ქალაქებია, თავისი განათებით, ბაღებით, სადაც ადამიანების გარკვეულ ჯგუფს შეუძლია ერთი 100 წელი იცხოვროს ისე რომ პრობლემა არ ექნება.თუნდაც გარეთ ატომური ომი მოხდეს.


თქვენი ცნობისმოყვარეობა ადამიანურ გონიერებაზე უფრო ძლიერია, ამიტომ აყაყანდებით პრესის ფურცლებზე, არსში კი მოგვიანებით გაერკვევით.ერთი სიტყვით, ჩვენ ვწყვიტავთ თქვენს გარდაქმნას და ვაგრძელებთ ჩვენსას.ყველაფერი ეტაპობრივად წარიმართება, სამხედროები დაიწყება, დანაშაულებრივ სამყარო უშიშროების კომიტეტს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის, მეასმე ეტაპზე ამოქმედდება იურიდიული სამსახურები, ბეჭდვითი ორგანოები, რადიო- ტელევიზია, მეოთხე ეტაპზე მუშაობას შეუდგება:ვაჭრობა, ეკონომიკა, ფინანსები.მეხუთე და მეექვსე ეტაპები სარეზერვო რეჟიმის ბერკეტებია.მეშვიდე ეტაპი იდეოლოგიური და პოლიტიკურია, ჩვენ ვაკეთებთ, თქვენ უყურებთ, ასე იქნება ყოველთვის.არ მოუტანია იმდენი ბოროტება არცერთ პარტიას მსოფლიოში რამდენიც კომუნისტურმა პარტიამ.მე 82 წლისა ვარ, მე მივდივარ, სიმშვიდისა და კმაყოფილების გრძნობით, ჩვენ ვტოვებთ ჩვენი საქმეების ღირსეულ მემკვიდრებს, ჩვენ მარადიულნი ვართ.


მამა თეოდორე:ეს არ არის აუცილებელი რომ თქვენ მიიღოთ, რომ ეს სიმართლეა, მაგრამ მე არათუ ვფიქრობ, არამედ ვიცი რომ ეს არის სიმართლე.ეს არის ჩემი ხედვა დღევანდელ სამყაროში, მაგრამ აი ამას ერთი რამ ეშლება კვლავ იმიტომ რომ მას სინამდვილეში რწმენა არა აქ, მისი რწმენა არის ეშმაკის რწმენა.ეს ყველაფერი აბსოლიტურად სწორია, მაგრამ ამ სამყაროში არის სფერო რომელსაც ესენი ვერ ერევიან, ეს არი ეკლესია, ჩვენი გადარჩენა, ვისაც გადარჩენა სურს, ამ მარწუხებიდან გამოგლეჯა საკუთარი თავის არის ერთადერთი ვიყოთ ეკლესიაში და უპირველესი ჩვენი ვალდებულება არის ის რომ ვიყოთ ნათელი ამა სოფლისა.ვაი იმ მღვდელს რომელიც არ ცხოვრობს თავისი მოწოდების შესაბამისად და ვაი იმ მრევლს რომელიც ასევე არ ცხოვრობს თავისი მოწოდების შესაბამისად, მე იმედი მაქვს რომ ჩვენ შევძლებთ ღვთის მადლით ცხოვრებას, ჩვენი მოწოდების შესაბამისად.ჩვენ არ დავუშვებთ იმას რომ აი ასე ადვილად ჯერ დაგვცინონ, პირში სიმართლე გვითხრან და მერე მოგვერიონ კიდევაც.ჩვენ ქართველები ვართ, მე არ ვიცი იქ რა ხდება რუსეთში, მაგრამ ჩვენ ვართ ქართველები, ჩვენ ვართ გეორგიანელები, ჩვენ წმინდა გიორგის მემკვიდრენი ვართ, იმ გაგებით რომ ჩვენ მებრძოლი ერი ვართ და ჩვენ დავამარცხებთ იმ ბოროტებას რომელიც წმინდა გიორგიმ დაამარცხა.მე მაქ დიდი იმედი ქართული გენის, ქართული ჯიშის, ქართული სიყვარულის და ქართული ერთგულების უფლისადმი და სამშობლოსადმი.მტერი ესეთია, ეს კიდევ ნაწილია, მაგრამ რაც უფრო ძლიერნი არიან უფრო კარგია ჩვენთვის, ჩვენ არა გვაქ ძილის დრო და ძილის საშუალება, ჩვენ გავიმარჯვებთ და ვცხონდებით, ივერიაც გაბრწყინდება, ამინ!

0
129
შეფასება არ არის
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0