x
image
მანჩო 777
"დისნეილენდის" საშინელებანი - გართობა, რომელიც სიცოცხლის ფასად გვიჯდება
"დისნეილენდს" მეორენაირად "მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ადგილს უწოდებენ, მაგრამ შემთხვევითი არაა, რომ გასართობი ატრაქციონები და პარკები არაერთი საშინელებათა ფილმის, წიგნის თუ ვიდეოთამაშის შთაგონების წყარო გამხდარა.

არც ისე ბევრმა იცის, რომ ღიმილისა და აღტაცების მხიარული შეძახილების უკან უამრავი შემზარავი ისტორია და უცნაური, იდუმალი ფაქტი იმალება. აღმოჩნდა, რომ გართობის ეს ყველაზე პოპულარული სახე დიდი საფრთხის შემცველია. მშრალი სტატისტიკით "დისნეილენდის" მთელი არსებობის მანძილზე აქ 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20 000-მდე 14 წლამდე ასაკის ბავშვმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანებები მიიღო.

მოდით გავიხსენოთ "დისნეილენდთან" დაკავშირებული ყველაზე გახმაურებული უბედური შემთხვევები.

სპეციალისტები ატრაქციონების პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევებს სამ ჯგფუფად ყოფენ: შემთხვევები, რომლებშიც დამნაშავეები თავად პარკის სტუმრები არიან, მოწყობილობის გაუმართაობით გამოწვეული უბედური შემთხვევები და სუფთა სამედიცინო ხასიათის შემთხვევები გასართობ ატრაქციონებზე.




image


1.უბედური შემთხვევების სერია


image


ის, რომ ატრაქციონები არც ისე უხიფათოა და ხანდახან სასიკვდილოდ საშიშიც კია, -ეს არავისათვის არ წარმოადგენს საიდუმლოს, თუმცა მაინც გვეჩვენება, რომ უბედური და გაუთვალისწინებელი შემთხვევები უმნიშვნელო რაოდენობით ხდება გასართობ ატრაქციონებზე. სინამდვილეში კი ქვეყნებში, სადაც "დისნეილენდები'' არსებობს, უამრავია ასეთი რეზონანსული ინციდენტები.

სამართლიანი იქნებოდა აღგვენიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში დამნაშავეები თავად "დისნეილენდის" სტუმრები არიან. მაგალითად, 2014 წლის ივნისში ბრიტანელ ტურისტს ფლორიდაში მდებარე ატრაქციონზე ხელის თითები წაააწყვიტა ნავმა "კარიბის ზღვის მეკობრეებიდან". საქმე იმაშია, რომ ტურისტებს ამ ატრაქციონზე გართობის დროს ეკრძალებათ ხელი ჩასჭიდონ ნავის გარეთა ბორტს. სწორედ გაუფრთხილებლობამ გამოიწვია ეს უბედური შემთხვევა. ორი თვის შემდეგ ზუსტად იგივე შემთხვევა განმეორდა: ამჯერად 12 წლის ბიჭუნას მოაგლიჯა ხელის თითები იგივე ატრაქციონმა.


image




2. ტექნიკის გაუმართაობით გამოწვეული შემთხვევები.


image


გაცილებით ხშირია უბედური შემთხვევები ტექნიკის გაუმართაობის ან მწყობრიდან გამოსვლის გამო. 2010 წელს დამლაგებელი ატრაქციონის «It's A Small World» ნავმა შეითრია თავის ქვეშ, როცა დალაგების დროს ის უცაბედად ჩაირთო. 53 წლის მამაკაცმა საშინელი ტრამვები მიიღო. ის ვერტმფრენით სასწრაფოდ გადაიყვანეს ჰოსპიტალში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

2009 წელს ფლორიდაში ერთმანეთს შეეჯახა ორი მონორელსური მატარებელი. ერთ-ერთის მემანქანე დაიღუპა. ის 20 წლისაც კი არ იყო. სხეულის დაზიანება მიიღი 60-მდე დამთვალიერებელმა. იმავე წელს სულ ერთი კვირის ინტერვალით გასართობ პარკში დაიღუპა ორი კასკადიორი, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ ინდიანა ჯონსის და ჯეკი ბეღურას შესახებ გადაღებული სათავგადასავლო ფილმების მოტივებზე დადგმულ წარმოდგენაში.


image



3."ამერიკული გორკები"- კოსმოსში გაფრენასთან მიახლოებული დატვირთვა


image


ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ატრაქციონი "ამერიკული გორკები"-არც ისე უსაფრთხო გასართობია. ექიმების თქმით, სტარტის დროს მატარებელი 2 წამში 80 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს. ასეთი ექსტრემალური დატვირთვის გადატანა ყველა ორგანიზმს როდი ძალუძს. ბევრისათვის ეს დატვირთვა ფატალური შედეგით მთავრდება. ასე მაგალითად, 28 წლის ამერიკელმა პერემ სანტესმა, რომელმაც ამ ატრაქციონზე გართობა გადაწყვიტა, არ იცოდა, რომ სუსტი სისხლძარღვები ჰქონდა. მისი გასეირნება "ამერიკულ გორკებზე'' ტვინში სისხლჩაქცევით დასრულდა, რისგანაც გარდაიცვალა კიდეც. სანტესის ოჯახის ადვოკატმა სასამართლოზე განაცხადა, რომ მისი გამოკვლევით დატვირთვა, რასაც ამ დროს განიცდის სხეული, კოსმოსში გაფრენასთან მიახლოებულია. სავალალოა კიდევ ერთი ფაქტი: გასული წლის ზაფხულში ატრაქციონზე "კოსმოსური მისია" დაიღუპა 4 წლის ბავშვი - მისმა ორგანიზმმა დიდ დატვირთვას ვერ გაუძლო.

კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც სულ რამოდენიმე თვის წინ მოხდა ატრაქციონზე "Zone Tower of Terror”. მასზე გართობა 16 წლის ინგლისელ ტურისტ გოგონას ლინა დაიკონს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ეს გასართობი სულაც არაა სუსტი ნერვების ადამიანებისათვის განკუთვნილი: ადამიანს სვამენ ლიფტში, აჰყავთ მე-13-ე სართულის სიმაღლეზე და იქედან აგდებენ ძირს. როცა ლიფტის კაბინა გაიღო, დაინახეს, რომ ლინა უძრავად ეგდო ლიფტის იატაკზე: გოგონას გული გაუჩერდა. მისი გადარჩენა ექიმებმა დიდი ძალისხმევის მიუხედავად ვერ შეძლეს. თუ თქვენ გგონით, რომ ამ უბედური შემთხვევების შემდეგ ეს ატრაქციონები დახურეს, ძალიან ცდებით - მეორე დღეს ისინი უკვე ღია იყო და ჩვეულებრივად იღებდა თავგადასავლების მოყვარულ დამთვალიერებლებს.


image


4. "მოჩვენებების სახლში" ნამდვილად აღმოჩნდა მიცვალებულების ფერფლი


image

კიდევ ერთი საინტერესო და უცნაური შემთხვევა, დაკავშირებული "დისნეილენდის" გასართობ პარკთან.

ერთ ერთი ყველაზე პოპულარული ატრაქციონი წარმოადგენს საშინელ ექსკურსიას უზარმაზარ სახლში, რომელიც თითქოსდა მოჩვენებებით და სულებითაა დასახლებული. გამოირკვა, რომ ზოგიერთ დამთვალიერებელს აქ თან მოაქვს გარდაცვლილი ახლობლების ფერფლი და მას აბნევს სახლის ლაბირინთებში. ერთხელ კალიფორნიის "დისნელიენდის" ეს ატრაქციონი რამოდენიმე ხნით გააჩერეს კიდეც, რომ ის დაგროვილი ფერფლისაგან გაესუფთავებინათ. თანამშრომლები ყვებიან, რომ დამთვალიერებლები მიცვალებულების ფერფლს მხოლოდ სახლში კი არა, ხშირად მთელი პარკის ტეროტორიაზე აბნევენ ხოლმე.


image

12
115
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
115
  
2014, 15 ოქტომბერი, 18:00
რავი, მე არ მახასიათებს ეგეთი გატაცებები:)
2014, 15 ოქტომბერი, 17:58
ხანდახან ექსტრემი ადრენალინთან ერთად მართლაც რომ მაგარია:))
2014, 15 ოქტომბერი, 17:46
შენ მაგარი ექსტრემალი ხარ...ყოჩაღ რა..ისე მეც კაი ჯიუტი ვარ, ვერ მოვიშალე საშინელებებზე წერა:D
2014, 15 ოქტომბერი, 17:40
ბოლოს თურქეთში უზარმაზარ ატრაქციონზე "კამიკაძეზე" რომ დავჯექი და რამდენიმე წამს თავდაყირა ვეკიდე საოცარ სიმაღლეზე, აი მაშინ დავიფიცე, რომ ნამდვილად აღარ გავრისკავდი მეორედ:) ერთადერთი რისი სურვილიც მაქვს მოჩვენებათა სახლის დათვალიერებაა:))
2014, 15 ოქტომბერი, 17:40
ჩემგან შორსაა ასეთი ექსტრემი:(
2014, 15 ოქტომბერი, 17:39
მხოლოდ დავათვლიერებდი თვალისთვის ლამაზი სანახაობა იქნება
2014, 15 ოქტომბერი, 11:34
:)
2014, 15 ოქტომბერი, 11:29
:D ტორტი სხვა საკითხია კიდე
2014, 15 ოქტომბერი, 11:26
შენ ტორტები მოგწონს:D
2014, 15 ოქტომბერი, 11:25
ასეთი არ მომწონს:D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10