საზოგადოება დებს შორის სიძემ შავ კატად გაირბინა 2014, 14 ოქტომბერი, 23:32 - პატარაობაში ხშირად ვეკამათებოდი ჩემს უფროს დას. ხშირად საქმე მუშტებამდეც მიდიოდა. მაგრამ როცა მოვიზარდეთ, საოცრად დავმეგობრდით. თანდათან მის წრესაც დავუახლოვდი. მომწონდა უფროსებთან მითუმეტეს ბიჭებთან ურთიერთობა. მაგრამ თანდათან შევნიშნე, რომ რომელ ბიჭებსაც ჩემი დაიკო უარყოფდა, ჩემსკენ მოიწევდნენ. მოკლედ, ირმას „ნარჩენებით იკვებებოდნენ”, სანამ ზურა გამოჩნდებოდა. იგი სულერთავად დასდევდა ჩემს დას, საბოლოოდ მისი გულიც მოიგო და საქმროს სახელი დაერქვა. ბინის მოწყობაზე წინასწარ ზრუნავდნენ, ქალაქის მეორე ბოლოში იყვნენ. ხოლმე და ზოგჯერ მეც შევუვლიდი ხოლმე. შევნიშნე, რომ ზურა როცა მიყურებდა რაღაც ნერვიულად სუნთქავდა. ერთხელ კი დათვრა, თქვა რა კარგი და ჰყავს ჩემს ირმასო, მერე გულში ჩამიკრა, მაკოცა, კიდევ, მაგრამ ზედმეტობების უფლება არ მიმიცია, მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონაც მომწონდა როგორც მამაკაცი. ქორწილის დღეც დაინიშნა. ძალიან მიხაროდა დის ბედნიერება. მაგრამ ქორწილის მეორე დღეს ხელმეორედ გამომთვრალი ზურა ჩემს ოთახში შემოვიდა. ჯერ მისი და ირმას გაცნობა გაიხსენა, მერე კი სასხვათაშორისოდ მითხრა: „შენ რომ იმ დღეს იქ ყოფილიყავი, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. ვკითხე, რა ჰქონდა მედველობაში. „იცი, როცა ირმამ თქვენთან თავის შეყვარებულად ამომიყვანა, დაგინახე და გავშტერდი. აქამდე სად იყავი? შენ გეკუთვნის ჩემი გული! ირმას კი ვერ მივატოვებ. მშობლები ვერ გამიგებენ, რომ უმცროსი მიყვარს და რატომღაც უფროსის ცოლად მოყვანა მოვინდომე. მაპატიე, ჩემო ძვირფასო, ვერ შევძლებ ამდენი ადამიანის ცხოვრების დანგრევას...” ზურას თვალები ცრემლიანი ჰქონდა. მეც ავტირდი, მაგრამ დისთვის არაფერი მითქვამს, ვერ ჩავაშხამებდი ყველაფერს. დაე ბედნიერი იყოს, იგი ამას იმსახურებს. ქორწილმა მშვენივრად ჩაიარა. ახლა ისინი შვილს ელოდებიან, მითხრეს, რომ შეიძლება მე მოვნათლო. კიდევ იტყვიან, რომ ნაბოლარებს ერგებათ ცხოვრების ნაღებიო. სულ ტყუილია ყველაფერი, ახლა ეს ზუსტად ვიცი. - რ.ნ. 17 წლის
358 2-ს მოსწონს
|