ვინ დატოვებს პროფესიას? - პოპულარული თურქი მსახიობი ჟურნალისტს ჭორების გავრცელებაში ადანაშაულებს
თურქულმა ჟურნალმა "Сабах" და ჟურნალისტმა იუკსელ იავუზმა რამდენიმე დღის წინ სტატია პოპულარულ თურქ მსახიობს ქივანჩ ტატლიტუღს და მის საიდუმლო დასვენებას მიუძღვნა, რომელშიც მსახიობმა ჟურნალისტის თქმით 60 ათასი ლირა გადაიხადა მხოლოდ 5 დღეში. წყაროს ინფორმაციით ის საყვარელ ქალთან ერთად მარმარისის ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროში "D Hotel Marıs" ისვენებდა, მაშინ როცა ქვეყანა კრიზისშია.
გაბრაზებული მსახიობი, რომელსაც თურქული ყვითელი პრესა " დებოშიორად" მოიხსენიებს, არაპროფესიონალიზმში და უღირს საქციელში ამხელს იავუზს და სახალხოდ პასუხს სთხოვს: - " თქვენი საქციელი ცუდი მაგალითია იმ ღირსეული წარმომადგენლების ირგვლივ, ვისთანაც გიწევთ თანამშრომლობა.როგორც წერთ, მე 50 000 ლირა სასტუმროს ნომერში გადავიხადე და კიდევ 10 000 ლირა საჭმელში და შამპანიურში. ეს სრული სიცრუეა, მაშინ, როდესაც მე ჩვენი ლამაზი ქვეყნის შვილი ვარ და თქვენზე კარგად მესმის, რა რთული პერიოდი უდგას ქვეყანას. არ ვაპირებ ანგარიში ჩაგაბარო, სად და როგორ გავატარე შაბათ - კვირა. ეს ცოდვაა და სირცხვილია... თუ კი თქვენს მიერ გავრცელებული ვერსია სწორი აღმოჩნდა და მე გასულ კვირას სასტუმროში გავატარე დრო და გადავიხადე თქვენს მიერ მითითებული გადასახადები, მაშინ დღესვე ვტოვებ ჩემს პროფესიას, რომელიც ამჟამად მიჭირავს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვწუხვარ, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას - თქვენ მიატოვებთ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას, რამდენადაც ამ სამყაროში თქვენი ადგილი ნამდვილად არაა" - წერს კივანჩ ტატლითუღი.
ჟურნალისტი კი მაინც თავისას არ იშლის და მსახიობის პაპარაცულ ფოტოებს ავრცელებს ინტერნეტში, სადაც ქივანჩი საყვარელ ქალთან ბაზაკ დიზერესთან ერთადაა.