x
image
worldsport.ge
ვიალი ბალოტელის: "უყურე და ისწავლე!"

imageწარსულში ცნობილმა იტალილმა ფორვარდმა ჯანლუკა ვიალიმ მარიო ბალოტელის ურჩია, "სკუადრა აძურას" სხვა ახალგაზრდა თავდამსხმელებისთვის მიებაძა. როგორც იცით, ბალოტელი ამჟამად ნაკრებში არაა გამოძახებული, რასაც ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა.
"იტალიის ნაკრების ფორვარდები ახალგაზრდები, ენერგიულები და ნიჭიერები არიან. ისინი მზად არიან, 90 წუთი ირბინონ და ამას ენთუზიაზმით აკეთებენ. იმედია, ბალოტელი "სკუადრა აძურას" თამაშებს უყურებს. თუ უყურებს და მათგან ისწავლის, მაშინ ეს ნაკრებში დაბრუნებაში დაეხმარება" – უთხრა ვიალიმ იტალიურ “რაი”-ს.
იტალიელთა ახალგაზრდა ფორვარდებში კი იგულისხმებიან ძაძა, იმობილე და დესტრო.

ილია კახელიშვილი

www.worldsport.ge

0
134
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0