x
image
მანჩო 777
ყველაზე საშიში ადგილები დედამიწაზე, სადაც მოხვედრას არასოდეს ისურვებდით (მეორე ნაწილი)
ვაგრძელებთ მსოფლიოს ყველაზე საშიშ და შემზარავ ადგილებში ვირტუალურ მოგზაურობას.


მიტოვებული ჰოსპიტალი ბელიც-ჰაილშტეტენში


imageimage

ბელიცის ჰოსპიტალი აშენებული იქნა XIX საუკუნის ბოლოს. ეს იყო ერთდროულად საავადმყოფოც და ტუბერკულიოზის დისპანსერიც. ცნობილია, რომ სწორედ აქ მკურნალობდა 1916 წელს მსუბუქად დაჭრილი ახალგაზრდა ადოლფ ჰიტლერი. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ჰოსპიტლის ულამაზესი შენობა გახდა საბჭოთა ოფიცრების ბაზა და სამხედრო ჰოსპიტალი. ეს იყო სსრკ-ის ყველაზე დიდი ჰოსპიტალი საზღვარგარეთ. 1990-იანი წლების ბოლოს ჰოსპიტალი მიტოვებული იქნა.





სენტრელია, პენსილვანიის შტატი


imageimage

1962 წელს გაღვივებული მიწისქვეშა ხანძრის გამო ქალაქ სენტრელიის (Centralia) მოსახლეობა კატასტროფულად შემცირდა. 1960 წელს ის 25 000 კაცს შეადგენდა, ამჟამად კი მიტოვებულ ქლაქში მხოლოდ 9 ადამიანი ცხოვრობს. აქ საერთოდ არაა საცხოვრებელი სახლები. სწორედ ამ ქალაქის ისტორია დაედო საფუძვლად გახმაურებულ ფილმს «Silent Hill». ქალაქი შესანიშნავად არსებობდა და ვითარდებოდა 1962 წლამდე, სანამ მისმა ხელისუფლებამ არ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უზარმაზარი ნაგავსაყრელის გასასუფთავებლად მთელი ნაგავი ჩაეყარათ მიტოვებულ შახტაში. აქ მას მენაგვეებმა ცეცხლი წაუკიდეს. მას შემდეგ, რაც ნაგავი დაიწვა, მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს, მაგრამ ის მიწისქვეშ არსებულ ქვანახშირის ქანებს მოედო და მთელი ქალაქი აუტანელმა სიცხემ მოიცვა. მიწისქვეშა ხანძრის ჩაქრობა ვერა და ვერ მოხერხდა. ეს ხანძარი დღესაც მძვინვარებს აქ.

ამის შემდეგ სენტრელია მოგვაგონებს ჯოჯოხეთს, სადაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ცეცხლის ალი და ცხელი ორთქლი ამოდის მიწიდან. 90-იან წლებში ქალაქმა ნელ-ნელა დაიწყო მიწაში დანთქმა. მისკენ მიმავალი გზა უზარმაზარი ნაპრალებით არის დაფარული.



მიტოვებული ციხე დასავლეთ ვირჯინიაში


imageimage

ციხის შენობა აშენებულია გოთიკურ სტილში. ამბობენ, რომ აქ 1000-ზე მეტი ადამიანის სასიკვდილო განაჩენი იქნა სისრულეში მოყვანილი. თუ თქვენ ხართ მძაფრი შეგრძნებების მოყვარული და ამასთანავე ძლიერი ნერვები გაქვთ, მაშინ გირჩევთ ღამით დაათვალიეროთ ეს ადგილი.



აკოდესევას მაგიური ბაზარი, ტოგო


imageimage

ეს არის ფეტიშებისა და ვუდუს მაგიური საქონლის ყველაზე დიდი ბაზარი მსოფლიოში. მას თამამად შეუძლება ვუწოდოთ "ვუდუ-სუპერმარკეტი". ბაზარი მდებარეობს აფრიკული სახელმწიფოს ტოგოს დედაქალაქ ლომოში და წარმოადგენს ათასობით მომლოცველი ტურისტის საყვარელ ადგილს. აქ თავისუფლად შეგიძლიათ იყიდოთ ისეთი ნივთები, როგორიცაა აფთრის თავი, მაიმუნის ფეხი, ნიანგის კბილი ან ღამურას ტვინი. ყველაზე საოცარი ისაა, რომ მყიდველები სულაც არ არიან წითელთვალებიანი ალქაჯები და მაქციები, ისინი ჩვეულებრივი აფრიკელები და ჩასული ტურისტები არიან.




კუნძული პოვეგლია, იტალია


image

image


ვენეციის ლაგუნაში მდებარეობს პატარა დაუსახლებელი კუნძული პოვეგლია, რომელსაც საზღვაო პატრული დღისით თუ ღამით გულმოდგინედ იცავს. აქ შესვლა აკრძალულია ნებისმიერი ადამიანისათვის. ამ ადგილს ხშირად "სისხლიან კუნძულსაც" უწოდებენ.

ამბობენ, რომ კუნძული წარმოადგენდა ევროპაში გამძვინვარებული შავი ჭირით დაავადებული ადამიანების უკანასკნელ თავშესაფარს. აქ მოჰყავდათ ავადმყოფები და ბედის ანაბარად აგდებდნენ. კუნძულის ნიადაგის 50% -ს დამწვარი ადამიანების ფერფლი შეადგენს. ადგილობრივი მეთევზეები ცდილობენ შორს ჩაუარონ კუნძულს და მის ნაპირთან ახლოს ბადე არ ისროლონ, რომ შემთხვევით ადამიანის ძვლები არ ამოჰყვეს. ამბობენ, რომ გასული საუკუნის 20-იან წლებში აქ მდებარეობდა ფსიქიატრიული საავადმყოფო, სადაც სულით ავადმყოფ ადამიანებზე უსაშინლეს ექსპერიმენტებს ატარებდნენ და რომ ამ ექსპერიმენტების ორგანიზატორი, საავადმყოფოს მთავარი ექიმი თავადაც შეიშალა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დადის ლეგენდები, რომ კუნძული პოვეგლია მჭიდროდაა დასახლებული განაწამები ადამიანების სულებით. სავარაუდოდ, ზოგადი გაანგარიშებით, სულ კუნძულზე სიკვდილი 160 000-ზე მეტმა ადამიანმა ჰპოვა. კუნძულს უამრავი მეტსახელი აქვს:"ჯოჯოხეთის კარიბჭე", შიშის ნაგავსაყრელი", "მოხეტიალე სულების თავშესაფარი".



კაბაიანის მუმიები და ტიმბაკის გამოქვაბულები


imageimage

უკვე მრავალი საუკუნეა კაბაიანის გამოქვებულებში წვანან იბალას ხალხების ბელადების და სხვა მაღალი წოდების ადამიანების მუმიები. ოპდას კეივის მიწისქვეშა გამოქვაბულში ინახება მიცვალებულების ძვლები და თავის ქალები. ეს გამოქვაბული ძალიან ჰგავს მრავალიარუსიან ნიშას, სადაც თაროებზე ფაქიზად აწყვია თავის ქალები. ყველაზე საინტერესოა ტიმბაკ კეივზის გამოქვაბული, სადაც იბალას ტომების ბელადების მუმიფიცირებული სხეულები ინახება. ამ გამოქვაბულის მონახულება იბალას ტომის ხალხის გარდა სხვას არავის შეუძლია, რადგან ადგილობრივი ლეგენდის თანახმად მას, ვინც ბელადების სხეულებს შეაწუხებს, თავზე რისხვა დაატყდება. აღსანიშნავია, რომ მუმიებიანი კუბოები ძალიან პატარაა, რადგან იბალები მიცვალებულებს მუხლებმოკეცილს მარხავდნენ.



აქტუნის გამოქვაბული, ბელიზი


imageimage

გამოქვაბულს უამრავი შესასვლელი აქვს, რომლებსაც მივყავართ ცენტრისაკენ, სადაც მსხვერპლშესაწირი მდებარეობდა. აქ თქვენ ნახავთ 14 ადამიანის ჩონჩხს, შესანიშნავად შენახულს. განსაკუთრებით საინტერესოა მაიას ხალხების პრინცესას ჩონჩხი, რომელსაც მეორენაირად "ბროლის გოგონასაც" უწოდებენ, რადგან ჩომჩხი საოცრად ბრწყინავს და ანათებს მასზე კალციუმის და ფოსფორის დიდი რაოდენობით არსებობის გამო. გამოკვლევებით დადგინდა, რომ ამ ჩონჩხის პატრონი 18 წლის გარდაიცვალა და რომ ის 1000 წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა.



ლიპის ციხესიმაგრე, ირლანდია


image

image


ირლანდიის ქალაქ ოფალში მდებარე ლიპის სასახლე ერთ-ერთი ყველაზე დაწყევლილია მსოფლიოში. ის სავსეა მოჩვენებებით და დემონებით. ლიპის სასახლეს მკვლელობების და ადამიანთა წამების დიდი ხნის ისტორია ახსოვს. 400 წლის წინ აქ ცხოვრობდა ოკეროლების ძლიერი და სასტიკი ოჯახი. ამ ოჯახის წევრები ქირაობდნენ ჯარისკაცებს, რომ მათ მათთვის არასასურველი ადამიანები და ოჯახის მტრები დაეხოცათ, ხოლო როცა დავალების შესრულების შემდეგ ჯარისკაცები ფულის მისაღებად გამოცხადდებოდნენ, ოკეროლების ოჯახის წევრებს ისინი ჩაჰყავდათ სასახლის სარდაფში და თავისი ხელით ხოცავდნენ მათ. სასახლეში იყო პატარა ოთახი, რომელსაც არ ჰქონდა იატაკი და ის პირდაპირ მიწისქვეშეთში ჩადიოდა. როცა ოკეროლებს ვინმეს მოკვლა უნდოდათ, მას შეიყვანდნენ ამ ოთახში და როცა ადამიანი ყველაზე ნაკლებად მოელოდა საფრთხეს, ხელს ჰკრავდნენ მსხვერპლს და ორმოში აგდებდნენ. ყველაზე საშინელი იყო ის, რომ ორმოში დასობილი იყო ხის წვეტიანი პალოები. ადამიანი ეცემოდა ამ პალოებზე და ნელი სიკვდილით კვდებოდა. ოჯახის წევრებს რამოდენიმე დღის მანძილზე ესმოდათ განწირულის შემზარავი ყვირილი.

1900-იან წლებში, როცა დაქირავებული მუშები ამ სასახლეს ალაგებდნენ, მათ აღმოაჩინეს ეს საიდუმლო ოთახი. მუშები შოკირებული იყვნენ ასობით ადამიანის ჩონჩხის დანახვით, რომლებიც ერთმანეთზე ეწყო. ამბობდნენ, რომ ჩონჩხებს მთელი დღე ეზიდებოდნენ ცხენებშებმული საზიდარით.



ჩაუჩილას სასაფლაო, პერუ


image

image


ჩაუჩილას სასაფლაო მდებარეობს სამხრეთ პერუში, კასკას ცნობილი უდაბნოდან 30 წუთის სავალზე. ნეკროპოლი აღმოჩენილი იქნა ХХ საუკუნის 20-იან წლებში. მკვლევარების თქმით, აქ აღმოჩენილი ჩონჩხები 700 წელზე მეტი ხნისაა. ჩაუჩილას სასაფლაო სხვა სასაფლაოებისაგან განსხვავდება მიცვალებულების დამარხვის უცნაური მეთოდებით: ყველა სხეული ზის მუხლმოყრით, ხოლო მათ სახეებზე თითქოს ღიმილია შეყინული. გვამების ასეთი გასაოცარი მდგომარეობა განპირობებულია ბუნებრივი მუმიფიკაციით უდაბნოს ცხელი, მშრალი ჰავის ზეგავლენით, ასევე დაკრძალვის დროს ჩატარებული განსაკუთრებული რიტუალებით: მიცვალებულების სხეულებს ასხამდნენ ფისს და აცვამდნენ ბამბის ტანსაცმელს, რომელთაგან დიდი ნაწილი დღესაც შესანიშნავადაა შენარჩუნებული. ასე განსაჯეთ, ზოგიერთი ჩონჩხის თავზე თმებიც კია შემონახული.



ჩვილების სასაფლაო ტუნისში


imageimage

ტოფეტი-ეს არასტანდარტული ნეკროპოლია, აღმოჩენილი 1920 წელს კართაგენთან ახლო. აქ ნაპოვნი იქნა უამრავი ფერფლიანი ურნა და საფლავი ახლად დაბადებული ან ჯერაც დაუბადებელი ბავშვებისა. სასაფლაოს ტერიტორია დაახლოებით 2 ჰექტარს მოიცავს და აქ 10 000-ზე მეტი მიცვალებულია დამარხული.

მეცნიერების არაერთმა ჯგუფმა ჩაატარა კვლევა ამ იდუმალებით მოცული სასაფლაოს შესახებ. ზოგი მათგანი ამტკიცებს, რომ გვამებს არანაირი დაზიანება არ ეტყობათ და რომ ისინი ბუნებრივი სიკვდილით არიან მკვდარი. თუმცა ცხადია, რომ არანაირ ექსპერტიზას არ შეუძლია ამდენი საუკუნის შემდეგ გამოარკვიოს, დახრჩობითაა თუ გაგუდვით გამოწვეული სიკვდილი. თვით სიტყვა ტოფეტი ძველ აღთქმაში აღნიშნავდა ადგილს, სადაც ღმერთებს ადამიანებს სწირავდნენ მსხვერპლად. ამიტომ მეორე ვერსიის თანახმად, აქ იყო მსხვერპლშესაწირი, სადაც ჩვილებს სწირავდნენ მსხვერპლად ღმერთებს. რაც შეეხება უდღეური ბავშვების ფერფლს, სავარაუდოდ, მათ იმ დედების მუცლიდან გლეჯდნენ, რომლებსაც არ უნდოდათ შვილი მსხვერპლად შეეწირათ.



კაპუცინების კატაკომბები პალერმოში, იტალია


imageimage

კაპუცინების კატაკომბები წარმოადგენს სიცილიის ქალაქ პალერმოში არსებულ კატაკომბებს, სადაც ღია წესით ინახება უამრავი მუმია, მათი რაოდენობა აქ 8 ათასს აღწევს. ეს არის მუმიების ყველაზე დიდი გამოფენა მსოფლიოში: ბალზამირებული სხეულები წვანან, დგანან, ქმნიან კომპოზიციებს. მათ შორის ძალიან ცნობილია პატარა გოგონას მუმია, რომელიც თვალებს ახამხამებს.

19
942
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
942
  
2014, 16 ოქტომბერი, 16:58
სტუმრობას ხომ არ აპირებთ მანდ?:)
2014, 16 ოქტომბერი, 16:48
აკოდესევას ბაზარს ძალიან აქებენ, მართლა. იქ შეგიძლია შეიძინო მაგიური ნივთები,და იშვიათი აფრიკული რელიქვიები......
2014, 13 ოქტომბერი, 22:04
ვეცდები:)
2014, 13 ოქტომბერი, 21:17
ასეთი რამების მიმართ შიში ნორმალურია,მთავარია ისე არ შეშინდეთ, რომ ასეთი სტატიების კეთება შეწყვიტოთ,ეს ძალიან დასანანი იქნება და მგონი არამარტო ჩემთვის :)
2014, 13 ოქტომბერი, 21:05
ეგრეა...გამორჩეული მშიშარა ვარ:)
2014, 13 ოქტომბერი, 21:03
მაგრამ როგორც ვხვდები თქვენ თვითონ მაინცდამაინც არ გხიბლავთ ასეთი სტატიების წერა :)
2014, 13 ოქტომბერი, 17:15
გმადლობ...თქვენისთანა ერთგული მკითხველისთვის ვწერ ხოლმე ასეთ თემებზე:)
2014, 13 ოქტომბერი, 11:08
ყველგან წავიდოდი გარდა გველების კუნძულისა, ეგ ადგილი არ მიზიდავს არანაირად, სტატია როგორც ყოველთვის შესანიშნავია
2014, 13 ოქტომბერი, 0:06
შენ წარმოიდგინე, კარგად ამოუღო, არც გართულებია და არც ინფექცია შეჭრია:)
2014, 12 ოქტომბერი, 23:58
წარმომიდგენია, პიტკინი გამახსენდა :) ალბათ მასავით ყბებიც ამოაყოლა კბილის ამოღებისას:))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10