საზოგადოება ინგა გრიგოლიას - რიგითი მაყურებლის ღია წერილი ტელეწამყვანს 2014, 10 ოქტომბერი, 12:29 ![]() ![]() იცი, რომ დედოფლისწყაროში 14 წლის გოგო გააუპატიურეს და ღმერთმა უწყის ეს რიგირთ მერამდენე მცირეწლოვანია? იცი მერამდენე ადამიანმა მოიკლა თავი მეტროში და რომ მიზეზები მხოლოდ პერსონალური არ არის? იცი, კარდიოლოგიურ ინსტიტუტში მცხოვრებ ადამიანებს სული რომ სძვრებათ შიმშილით და ახლა ალბათ უკვე სიცივითაც? იცი, მართლმადიდებელ ეკლესიას ჩვენი გადასახადებიდან ყოველწლიურად 29 მლნ ლარამდე რო შესდის და ამ ფულით მულტირობოტუნებს და მოოქროვილ საზეთისხილეებს რომ ყიდულობს? ![]() იცი, ტყიბულში და ჭიათურაში ყოველდღე მუშები რო იხოცებიან და ზიანდებიან, დღეში ორ ნაჭერ პურზე გადადიან და ხელფასი დაახლოებით შენი ხელფასის ერთი მეოცედი აქვთ? იცი, საქართველოში ბავშვები რომ არიან ჩართულები იძულებით მათხოვრობაში და მთავრობიდან მოყოლებული ჟურნალისტებით დამთავრებული ყველას რო ფეხებზე კიდია ამ ბავშვების მომავალი? იცი განათლების სისტემას დედა რო არ ყავს და მინისტრად რო თამარ სანიკიძე გვყავს? ![]() ის კი გეცოდინება, რომ სამწუხაროდ ძალიან მაღალრეიტინგული ხარ და სწორედ ეგეთი რეიტინგული მედიების ხელშია ხშირად ბევრი ადამიანის ბედი. ისიც იცოდე რო სრულად ვცემ პატივს შენს დამოუკიდებლობას და ჭკუას კი არ გასწავლი, უბრალოდ თხოვნა იქნება ნუ შეგვაწუხე ამ შენი ყველაზე ცხარე დისკუსიებით. ხალხი რომ გიყურებს იმას კი არ ნიშნავს რომ მოწონხარ, იმას ნიშნავს რომ სხვები შენზე კიდე უფრო ცუდ მედიაპროდუქტს სთავაზობენ ტელევიზიიდან. ![]() ![]() 436 3-ს მოსწონს 1-ს არა
|