x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მელასგან დაგლეჯილ ბავშვთან ერთად დედა საავადმყოფოდან გაიპარა იმის გამო,რომ თოქ-შოუში მიეღო მონაწილეობა
image





















დობრიანკის მაცხოვრებელის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.


8 წლის პაციენტი გოგონა, რომელიც მელამ დაგლიჯა, "დამწუხრებულმა" დედიკომ უჩუმრად წაიყვანა მოსკოვში, იმისთვის, რომ თოქ-შოუში გადაეღოთ.


ეს შოკისმომგვრელი შემთხვევა დობრიანსკში მოხდა. 26 წლის მარტოხელა დედა ელენა 8 წლის შვილს ზრდის.გოგონა პარალიზებულია, ამასთანავე ქალს სახლში ჰყავს მელა, რომელიც მას დაქალმა აჩუქა.



27 სექტემბერს ღამით ელენა თავის დაქალთან ერთად საგრიალოდ გაემართა ღამის კლუბში, ისე რომ ბავშვი მარტო დატოვა და ამასთანავე დაავიწყდა მელასთვის გალია დაეკეტა.

ცხოველი შევიდა ბავშვის ოთახში და ბავშვი დაასახიჩრა.

image





















აღსანიშნავია, რომ ოჯახი უკვე იყო აღრიცხვაზე აყვანილი შესაბამის ორგანოებში, როგორც "სოციალურად საშიში სიტუაცია".დედა ცუდად უვლიდა ბავშვს.მეზობლები აღნიშნავდნენ, რომ ახალგაზრდა ქალი ალკოჰოლის და ხმაურიანი კომპანიების მოყვარული იყო.


ამ შემთხვევის შემდეგ ელენამ ცრემლები ღაპაღუპით ღვარა საავადმყოფოში ავადმყოფის საწოლთან მუდარით:"ნუ წამართმევთ შვილს, ინტენრატში იგი უფრო ცუდად იგრძნობს თავს."


ექიმებმა საბედნიეროდ შეძლეს ბავშვის გადარჩენა.თუმცა 5 ოქტომბერს, დედამ უჩუმრად, ჟურნალისტების დახმარებით, დოლბანდ გადახვეული ავადმყოფი ბავშვი მოსკოვში გააპარა იმისთვის, რომ თოქ–შოუ «Прямой эфир»-ში მიეღო მონაწილეობა.


–ბავშვი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო, მას სერიოზული ტრავმები აქვს, როგორ შეიძლებოდა!-შეწუხებით აღნიშნა დობრიანსკის მთავარმა ექიმმა გრიგორი მაკაროვმა.


როგორც კი ეს შემთხვევა გახმაურდა, ოლქის საგამოძიებლო სამმართველოს ხელმძღვანელმა მარინა ზაბაროვამ მოთხოვნა გააგზავნა სოციალური განვითარების სამინისტროში ბავშვის ჩამორთმევის შესახებ.


თვითონ დედას ემუქრება 80 ათასი მანეთი ჯარიმა, გამოსასწორებელი იძულებითი სამუშაო ან 6 თვიანი პატიმრობა სტატიით, "გაუფრთხილებლობით სხეულის მძიმე დაზიანება".

2
295
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
295
  
2014, 10 ოქტომბერი, 16:35
რატომ ხდებიან ასეთები დედობის ღირსნი და ვიღაც კი წლები ელოდება ამ უდიდეს სიხარულს :(
2014, 10 ოქტომბერი, 10:32
აი გიჟი:(
0 1 2