x
image
beko777
Mediator image
ქართველი ნარკომანის დღიურებიდან
ნარკომანია - ბაიანიანი „ბაირამობა”


imageდილით მივხვდი, რომ ისევ მიჭირდა თვალების გახელა. სისუსტე ქუთუთოებზე მაწვებოდა. სიბნელეში რაღაც წითელ-ყვითელი ლაქები დაფრინავდა. თავში რაღაც დამიბრახუნდა და ძლიერმა, მაგრამ ყრუ ტკივილმა სხეულის ყველა კუნჭულში დამიარა და ერთიანად მომკუნტა. თვალები თავისით გამეხილა და გვერდით ლამის გამჭვირვალეობამდე გამხდარი მძინარე გოგო დავინახე. იგი აბსოლუტურად შიშველი იყო და ხელ-ფეხი ჩემსავით ნანემსრებისგან ჰქონდა დალიანდაგებული. თავში გაფანტული ბურანი მკაფიოდ აზროვნებას მიშლიდა, მაგრამ საწოლთან დაკიდული ქურთუკის ჯიბეებში ხელი მოვაფათურე და ნახევრადგასრესილ „კასიაკს” მივაგენი. მარიხუანის ბოლმა გონება ცოტათი გამიხსნა და წუხანდელი ამბების გახსენება შევძელი. მგონი, ჩემი დედიკოს ნაჩალიჩარი ბადრიჯნების მთელი მარაგი შევათოხლავეთ. ქვემოთ წაწვენილი „ტრიუმფის” ბოთლები მკარნახობდნენ, რომ საქმე ბადრიჯნის კონსერვებით არ შემოიფარგლებოდა. შევეცადე გვერდით მწოლიარე ქალი შემენჯღრია, მაგრამ ამ ჩემს კითხვაზე: „ვინ ხარ?” მან მხოლოდ წაიწკმუტუნა, გადაბრუნდა და გაძვალტყავებული საჯდომი მომიქცია. ფეხები იატაკზე დავაწყე, მეტნაკლებად მდგრადი მდგომარეობა დავიკავე და საათს შევხედე. ჩემი დღე საღამოს ხუთისნახევარზე იწყებოდა.


imageგვერდით ოთახში ხლამი ნაჭრების გროვაში მძინარე კახა ეგდო. ხელით შპრიცს ჩაბღაუჭებოდა და ისევე ჩასძინებოდა. იქვე ელექტროქურა იდგა, რომელზეც ჩვეულებრივ წამალს ვხარშავდით. ეფედრინის ცარიელი შუშები იატაკს სწორად ეფინებოდა. სამზარეულოსკენ წავჩანჩანლდი, მაგრამ გზად ცუდად გავხდი და ტუალეტში დავეცი. მეგობრულად მოვეხვიე უნიტაზს კუჭი ამოვირეცხე და ჩამუხლული გავხოხდი სამზარეულომდე. იატაკზე გამხმარი პურის ნატეხი ეგდო, ხელი ვტაცე და გაშმაგებულივით დავიწყე ღეჭვა. რამდენიმე წუთში უკვე შევძელი წამოდგომა და წყლის დალევა. შიმშილი კომპრომისზე არ წასულა, მაგრამ საჭმელიც აღარაფერი იყო, ამიტომ კახასთან ოთახში შევედი და ჯიბეები „დავუშმონე”. იგი რაღაცას ბუზღუნებდა, მაგრამ თვალები არ გაუხელია. ფალიაშვილის მშვიდმა სახემ სულ ვერ დამამშვიდა, ორი ლარი აშკარად ცოტა იყო. ახლა ჩემი ახალი ნაცნობისკენ გავემართე და ცოტა მის ჩანთაშიც ვაფათურე ხელები: შიდა ჯიბეებში 50 თეთრიანებს მივაგენი, მაგრამ ყველაზე მეტად რაღაც წამლების შეფუთვამ გამახარა, რომლებიც ეგრევე ყბაში გავუშვი. რამდენიმე წამში გულისრევა დამეწყო, მაგრამ „პრიხოდის” მსგავსი რაღაც ვიგრძენი ოთახი გაცურდა და ტრიალი დაიწყო. კვლავ გული ამერია და ოთახიც გაჩერდა. უცებ გამეცინა, ბნედიანივით ვიცინოდი, სანამ თვალწინ რაღაც შავი წინწკლები არ გამოჩნდებოდა. სიცილით გულნაჯერი წამოვდექი და კორიდორში ტელეფონთან გავედი. უკვე „დილერისთვის” გადარეკვას ვაპირებდი, მაგრამ გამახსენდა, რომ ტელეფონი გადაუხდელობის გამო გამომირთეს. ჩემმა გულიანმა შეკურთხვამ იგი ვერ ჩართო, ტუმბო გამოვხსენი და ფურცლების დასტიდან ზემოთა გამოვიღე. ეს ეფედრინის რეცეპტის ქსეროკოპია იყო. ხანგრძლივი გზა მელოდა იმ აფთიაქამდე, სადაც მეგულებოდა ეს დალოცვილი თუ წყეული.


imageროგორც იქნა, მივაღწიე და ორი-სამი ადამიანის შემდეგ ავიღე ორი შუშა. ფარდულთან ერთი პურიც ვიყიდე და ნავაჭრით ხელდამშვენებული სახლისკენ ავჩქარდი.
კახას უკვე გაეღვიძა, მისი ფეხები ტუალეტიდან იყო გამოშვერილი. იქიდან არც ისე სასიცოცხლო ხმები გამოდიოდა, მაგრამ მე უკვე მივეჩვიე. ფეხსაცმელგაუხდელად შევაბოტე ოთახში და ჩემი ერთგული მეგობრის გაზის ბალონის მოფახფახე ცეცხლზე პატარა ქვაბი დავდგი. ოთახში კახა შემოვიდა და უსიტყვოდ, კარადიდან ბენზინიანი ბოთლი გამოიღო. საქმე დაიწყო.



ჩემი ქალი უკვე გამოფხიზლებული კოტრიალობდა ტურტლიან ლოგინში. მასთან ახლოს მივედი და მხოლოდ ახლა დავინახე, რომ ის ტიროდა. მოულოდნელად სხარტად წამოჯდა და ნახევრადშეშლილი თვალებით შემომხედა. დილა მისთვისაც გათენდა.
თხუთმეტ წუთში ყველაფერი მზად იყო, პური უკვე ნაჭამი გვქონდა, ნაწამლარი ბაიანი ქვაბშივე ეგდო. მთავრდებოდა კიდევ ერთი დღე, ერთი დღე თქვენთვის საძულველი ნარკომანისა. შესაძლოა, ჩემი უკანასკნელი დღეც... „კოკო ბაიანიანი”


imageimageimage




0
267
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0