დანიელი ფეხბურთელი დენის რომედალი ეროვნულ ნაკრებში აღარ ითამაშებს. ვეტერანი დანიელი, რომელიც ამჟამად “ვალვაიკში” გამოდის, 16 თვეა ტრავმის გამო მოედანზე არ გასულა და ამის გამო ეროვნულ გუნდში თამაშზე უარი განაცხადა.
დენის რომედალმა ეროვნულ ნაკრებში 126 მატჩი ჩაატარა და სამი მატჩით ჩამორჩა რეკორდსმენ პეტერ შმეიხელს. დანიის ნაკრებში რომედალის ანგარიშზე 21 გოლია.
36 წლის ფეხბურთელს უთამაშია პსვ-ში, “ჩარლტონსა” და “აიაქსში”. ასევე იცავდა “ოლიმპიაკოსისა” და “ბრონდბიუს” ღირსებას. 2013 წელს “ვალვაიკში” გადავიდა, თუმცა “ვალვაიკის” მაისურით არ უთამაშია.
დიმა შარიქაძე
www.worldsport.ge